პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - bacteriolysas Escherichia coli
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროქტოლოგია → ბუასილის სამკურნალო საშუალებები → პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
რეპარონის სანთლების შემადგენლობა:
- აქტიური კომპონენტი: თითოეული სანთელი შეიცავს E. Coli (სტერილური) 0,66 მილიარდ ვაქცინას.
- სხვა ინგრედიენტები: თხევადი ფენოლი, მყარი ცხიმი, საშუალო ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, გამოხდილი წყალი.
როგორ გამოიყურება რეპარონის სანთლები და რა შედის შეფუთვაში
თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის, უსუნო ან დამახასიათებლი, ოდნავ მოტკბო სუნის მქონე, მოგრძო ფორმის სანთელი.
მიღების წესები და დოზები
რა არის და რისთვის გამოიყენება რეპარონის სანთლები
რეპარონის სანთლების აქტიური ინგრედიენტია მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზია (ფენოლის საშუალებით დახოცილი Escherichia coli ბაქტერიების მყარი ელემენტები და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები). ბაქტერიული კულტურის სუსპენზიის ზემოქმედება კანსა და ლორწოვან გარსზე იწვევს იმუნური პასუხის სტიმულაციას (ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა), აძლიერებს ქსოვილების ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს, ამცირებს ინფექციების მიმართ მგრძნობელობას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. რეპარონის სანთლები გამოიყენება ბუასილის (ჰემოროიდული დაავადება) და მისი გართულებების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, ეგზემა (კანის ანთება, რომელსაც ახასიათებს ქავილი, სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების წარმოქმნა), ნახეთქები ანუსის გარშემო.
რეპარონის სანთლების გამოყენებამდე
რეპარონი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- რეპარონის სანთლების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (ჰიპერსენსიტიურობის) დროს.
თუ ექიმისგან სხვა მითითება არ გაქვთ, დაიბანეთ და ამის შემდეგ ერთი სანთელი მოათავსეთ სწორ ნაწლავში, გამოიყენეთ დღეში 1 ან 2-ჯერ.
- მოარიდეთ პრეპარატი თვალის არესა და პირის ლორწოვან გარსს. ყოველი გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები. პრეპარატის ზემოთ აღნიშნულ ადგილებზე მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.
- რეპარონის სანთლებმა შეიძლება საცვლების დალაქავება გამოიწვიოს, ამიტომ გირჩევთ საფენების გამოყენებას.
ასაკოვანი პაციენტები (65 წლის ზემოთ)
ასაკოვანმა პაციენტება სანთლები უნდა გამოიყენონ ჩვეულებრივი წესით.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
18 წლამდე ასაკის შემთხვევაში სანთლების გამოყენება იზღუდება.
რეპარონის სანთლების ჭარბი გამოყენების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების ან ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
პრეპარატის გადაყლაპვამ (ბავშვების მიერ) შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება (მუცლის ტკივილი, გულისრევა). დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
თუ თქვენ დაგავიწყდათ რეპარონის სანთლების გამოყენება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით. მკურნალობა გააგრძელეთ დანიშნულებისამებრ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ რეპარონის სანთლების გამოყენება
თუ თქვენ შეწყვეტთ რეპარონის სანთლების გამოყენებას რეკომენდირებულ დროზე ადრე, შეიძლება სიმპტომები გაუარესდეს. მკურნალობის ხანგრძლივობის დასაზუსტებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეპარონის სანთლების გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტში კონსერვანტის სახით არსებული ფენოლის შემცველობა, აქამდე გამოყენებულ ხსნარებთან შედარებით, ძალიან დაბალია, არც დედისთვის და არც ბავშვისთვის საფრთხე მოსალოდნელი არაა.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
17576
ჯენერიკი
ვაქცინა ეშერიხია კოლის