ჰემოროიდ რელიფი მალამო 0.5% 25გრ ტუბი #1

ჰემოროიდ რელიფი მალამო 0.5% 25გრ ტუბი #1

დიდი ბრიტანეთი

თორნტონ და როსი
პროდუქტის შესახებ
ჰემოროიდ რელიფი მალამო

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% w.w, ალანტოინი 0.5% w.w. დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, ლანოლინი, გასაუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ჩვენებები: ჰემოროიდალური კვანძები და მათთან დაკავშირებული ტკივილი და გაღიზიანება.

დოზირება და მიღების წესი: აუცილებელია ხელების დაბანა პრეპარატის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. პაციენტმა დაზიანებული უბანი უნდა დაიბანოს გრილი წყლით, გაიმშრალოს და მალამო წაისვას თითით, დოლბანდის ან სხვა შესახვევი მასალის დახმარებით ჰემოროიდულ კვანძზე. საჭიროების მიხედვით შესაძლებელია მალამოს განმეორებით გამოიყენება. დაუშვებელია პრეპარატის თვალთან კონტაქტში მოხვედრა.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები - გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ. 12 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები: არ გამოიყენება 12 წლამდე ბავშვთა ასაკში, გარდა ექიმის დანიშნულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოწოდებულია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. თუ სიმპტომები გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს, უნდა მიემართოს ექიმს. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ აღინიშნება შემდეგი: სიმპტომები არ იხსნება მალამოს 7 დღიანი გამოყენების შემდეგ; ხანგრძლივი ტკივილი ან სისხლდენა ანუსიდან, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს დაკავშირებულია პაციენტის კუჭის მოქმედების ცვლილებასთან; შებერილი მუცელი ან წონაში დაკლება.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის შემადგენელი ლიდოკაინი შეიწოვება კანიდან და გადადის დედის რძეში.

ჭარბი დოზირება: თუ პაციენტი შემთხვევით გადაყლაპავს პრეპარატს, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ჰემოროიდ რელიფი მალამო არის რბილი თეთრი გამჭვირვალე კრემი. შეფუთვაშია 25 გ ტუბი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მოუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ

მწარმოებელი: შპს თორნტონი და როსი., ჰუდერსფილდი, ჰდ7 5ქჰ, დიდი ბრიტანეთი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
თორნტონ და როსი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ალანტოინი+ლიდოკაინი
დოზა
0.5%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი