პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - simvastatin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები → ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები
შემადგენლობა
პრეპარატი სიმვასტატინი ტაბლეტები, აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს სიმვასტატინს.
ჩვენებები
პირველადი ჰიპოქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის დროს, კომბინირებული ჰიპოქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია.
მიღების წესები და დოზები
ინდივიდუალური. საწყისი დოზა შეადგენს 5-20მგ-ს. საჭიროების შემთხვევაში დოზას ზრდიან 4 კვირიანი შუალედებით. სიმვასტატინი მიიღება ერთჯერ დღეში, საღამოს. მაქსიმალური დოზა შეადგენს 40მგ/დღეში.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, დიარეა, მადის დაქვეითება, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, პანკრეატიტი.
ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, პარესთეზია, პერიფერიული ნევროპათია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, მიოპათია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ანგიონევროტული შეშუპება, მგლურას მაგვარი სინდრომი, ვასკულიტი, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ართრიტი, ჭინჭრის ციება, ქლოშინი.
დერმატოლოგიური რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია, ალოპეცია.
სხვადასხვა: ანემია.
უკუჩვენება
აქტიური პათოლოგიური პროცესი ღვიძლში, ტრანსამინაზების აქტივობის მყარი მატება, ორსულობა, ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა სიმვასტატინის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
სიმვასტატინი არ გამოიყენება ორსულობიოსა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
სიმვასტატინი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, არტერიული ჰიპოტენზიის, ეპილეფსიის, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
სიმვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინულ ანტიკოაგულანტებს, სიმვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, აუცილებელია პროთრომბინული დროის კონტროლი.
არ არის რეკომენდებული სიმვასტატინის ერთდროული გამოყენება იმუნოდეპრესანტებთან, ფიბრატებთან, ნიკოტინის მჟავასთან, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
პედიატრიულ პრაქტიკაში სიმვასტატინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
7698