დეკლოსიდი კრემი 30გრ ტუბი #1

დეკლოსიდი კრემი 30გრ ტუბი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1გ კრემი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო 0,25მგ, კლოტრიმაზოლი 10მგ, გენტამიცინის სულფატი 1მგ, კლიოქინოლი 20მგ. დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი მსუბუქი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მაკროგოლი ცეტოსტეარილის ეთერი, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ქლოროკრეზოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

გამოყენების ჩვენებები: დერმატიტები; ეგზემა; ნეიროდერმიტი; ოტომიკოზები; ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია; კანის ჩირქოვანი დაავადებები; გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.

გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანი გამოყენებისათვის. დეკლოსიდის კრემის მცირე რაოდენობა თხელი ფენით დაიტანება 2-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ ზედაპირზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ სახის კანზე, სხეულის სხვა ზედაპირებთან შედარებით უფრო ხშირად, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ატროფიული ცვლილებები. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი; კანის ტუბერკულოზი; სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები; ჩუტყვავილა; მარტივი ჰერპესი; პოსტვაქცინალური კანისმიერი რეაქციები; ღია ჭრილობაზე დატანა; 7 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოვლენები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანის ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა). გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანა. პაციენტმა თავი უნდა აარიდოს პრეპარატის დატანას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე. პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა. შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან. ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ არის გამოვლენილი დეკლოსიდის რაიმე ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: დეკლოსიდის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატის კომპონენტები დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში დეკლოსიდის დანიშვნისას უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.

გამოყენება პედიატრიაში: ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 7 წლის ასაკიდან მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და ექიმის კონტროლის ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ბეკლომეტაზონთან დაკავშირებული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარება. დეკლოსიდის, ისევე როგორც სხვა გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოიდული საშუალებების, კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ასევე ქალასშიდა წნევის მომატება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის დადგენილი პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, კუშინგის სინდრომის გამოვლინებები) განვითარება. მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა: კრემი გარეგანი გამოყენებისათვის, ალუმინის ტუბში 30გ. 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი+გენტამიცინი+კლიოქუინოლი
ფორმა
კრემი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი