დოსტინექსი ტაბლეტი 0.5მგ #8

დოსტინექსი ტაბლეტი 0.5მგ #8

იტალია

ფაიზერი
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: კაბერგოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონული საშუალება (პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი).

ჩვენებები: ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტა ან ლაქტაციის ხელოვნურად დათრგუნვა: დედის სურვილის მიხედვით. ან იმ შემთხვევაში, როდესაც ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, როგორც დედისთვის ასევე ნაყოფისთვის. მკვდრადშობილი ნაყოფი ან აბორტი;
ჰიპეპროლაქტინემიით გამოწვეული დისფუნქციის მკურნალობა (ქალებში - ამენორეა, ოლიგომენორეა, ანოვულაცია, გალაქტორეა, უნაყოფობა, მამაკაცებში - იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება);
ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული ადენომების მკურნალობა (მიკრო და მაკროპროლაქტინემიით).
იდიოპათიური ჰიპეპროლაქტინემია ან “ცარიელი” თურქული კეხის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობას ასოცირებულს ჰიპეპროლაქტინემიასთან.
დოზირების რეჟიმი:

მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დასათრგუნად ინიშნება 1 მგ (2 ტაბლეტი 0.5 მგ) ერთხელ მშობიარობიდან პირველივე დღეს.

დაწყებული ლაქტაციის დასათრგუნად - 0.25 მგ (1/2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში 2 დღის განმავლობაში (ჯამური დოზა 1 მგნ), აღნიშნული დოზირებისას გვერდითი ეფექტები (განსაკუთრებით არტერიული ჰიპოტენზია) ნაკლებად აღინიშნება.

ჰიპეპროლაქტინემიის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება კვირაში 1-2-ჯერ (მაგ. ორშაბათს ან ორშაბათს და ხუთშაბათს). საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს (0.25 მგ) ან 1 ტაბლეტს (0.5 მგ) კვირაში. თერაპიული ეფექტის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდა. კვირის დოზის მომატება წარმოებს თანდათანობით (0.5 მგ 1-თვიანი ინტერვალით). საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 1 მგ-ს კვირაში და შეიძლება მისი მერყეობა 0.25 მგ-დან 2 მგ-მდე კვირაში. ჰიპეპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში იყენებენ 4.5 მგ-ს კვირაში. პრეპარატის მიღება ხდება ჭამის დროს.

უკუჩვენებები:

* კაბერგოლინის და ჭვავის რქის ალკალოიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები;

* ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული მოშლა;

* ორსულთა ტოქსიკოზი;

* ანამნეზში მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. 16 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

*რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.

* ეფექტური დოზის შერჩევისას, რეკომენდებულია სისხლში პროლაქტინის რეგულარული (თვეში ერთხელ) კონტროლი. მისი ნორმალიზაცია აღინიშნება 2-4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

* პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას საჭიროა რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევები. ცერვიკალური და ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩათვლით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე,
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაიზერი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
კაბერგოლინი
დოზა
0.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
8
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი