პროზერინი ხსნარი საინექციო 0.05% 1მლ ამპულა #10
პროზერინი ხსნარი საინექციო 0.05% 1მლ ამპულა #10

პროზერინი ხსნარი საინექციო 0.05% 1მლ ამპულა #10

უკრაინა

დარნიცა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Neostigmini methylsulfas
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Nეოსტიგმინ; (N-(მეთა-დიმეთილკარბამოილ-ოქსიფენილ)-ტრიმეთილამინის სულფატი);

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიქოლინესტერაზული საშუალებები.

გამოყენების ჩვენებები. პროზერინი გამოიყენება მიასთენიის, ტვინის ტრავმის შემდეგ მოძრაობითი დარღვევების, პარალიჩების დროს, აღდგენით პერიოდში გადატანილი მენინგიტის, პოლიომყელიტის, ენცეფალიტისა და სხვა ნეიროინფექციების შემდეგ, ნევრიტების დროს, ნაწლავისა და შარდის ბუშტის ატონიის ასარიდებლად და სამკურნალოდ, ზოგჯერ – სუსტი სამშობიარო საქმიანობის დროს. თვალის პრაქტიკაში პროზერინი ინიშნება მხედველობის ნერვის ატროფიის დროს, იშვიათად – გუგის შესავიწროვებლად და თვალისშიდა წნევის დასაწევად გლაუკომის ღიაკუთხოვანი ფორმის დროს.
როგორც მიორელაქსანტების ანტიდოტე პრეპარატი ინიშნება კუნთების სისუსტისა და სუნთქვის გართულების დროს ანესთეზიის დასრულებისას ანტიმადეპოლაზირებელი კურარეს მსგავსი პრეპარატების გამოყენებით, ასევე მადეპოლაზირებელი მიორელაქსანტების (დითილინი) გამოყენებისას, თუ უკანასკნელები მოქმედებას იწყებენ როგორც ანტიმადეპოლაზირებლები (“ორბაგი ბლოკი”).

გამოყენების წესი და დოზები. პროზერინი კენქვეშ და ინტრავენურად შეიყვანება.
მიასთენიური კრიზის განვითარებისას პროზერინი-დარნიცა შეიყვანება კანქვეშ ჩვეულებრივი დოზებით მცირე ინტერვალებით. კრიზის განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში უფროსებში პრეპარატი ინტრავენურად შეიყვანება დოზით 0.5-1 მლ 0.05% ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარზე, შემდეგ ჩვეულებრივი დოზებით კანქვეშ დამატებით შეიყვანება 1 მლ ეფედრინის ჰიდროქლორიდის 50% ხსნარი. საჭიროების შემთხვევაში პროზერინი მიასთენიის მკურნალობა ტარდება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან (სპირონოლაქტონი), ანაბოლიურ ჰორმონებთან და კორტიკოსტეროიდებთან შეთანხმებით. არასაკმარისი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, ხოლო მაღალი დოზებით მიღებისას შეძლება წარმოიქმნას ქოლინერგიული კრიზი, ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევა და სუნთქვის გართულება.
პროზერინი მიასთენიის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. სხვა დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს 25-30 დღეს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 3-4 კვირიანი შესვენების შემდეგ.
მშობიარობის სტიმულირებისათვის პრეპარატის შეყვანა შეიძლება კანქვეშ 0.5 მგ (1 მლ 0.05% ხსნარი) 1-2-ჯერ 1-საათიანი ინტერვალებით. პროზერინის პირველ ინექციასთან ერთდროულად კანქვეშ ერთჯერადად შეიყვანება 1 მგ (1 მლ 0.01% ხსნარი) ატროპინის სულფატი.
მიორელაქსანტების მოქმედების კუპირებისათვის პროზერინამდე ინტრავენურად შეიყვანება ატროპინის სულფატი დოზით 0.5-0.7 მგ (0.5-0.7 მლ 0.1% ხსნარი). 1.5-2 წუთის შემდეგ პულსის გახშირებიდან ინტრავენურად შეიყვანება 1.5 მგ (3 მლ 0.05% ხსნარი) პროზერინი-დარნიცა. თუ ამ დოზისას ეფექტი არასაკმარისია, პროზერინი-დარნიცა განმეორებით შეიყვანება იგივე დოზით (ბრადიკარდიის გამოვლინებისას განმეორებით შეიყვანება ატროპინის სულფატი). პროზერინის საერთო რაოდენობა, რომლის შეყვანაც შეიძლება 20-30 წუთის განმავლობაში, შეადგენს 5-6 მგ (10-12 მლ 0.05% ხსნარი).
თვალის პრაქტიკაში თვალისშიდა წნევის დასაწევად ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს კონიუქტივალურ ტომარაში შეიყვანება 1-2 წვეთი პროზერინი-დარნიცას 0.05% ხსნარი 1-4-ჯერ დღეში.
უმაღლესი დოზები უფროსებისათვის კანქვეშ: ერთჯერადი 0.002 გ (2 მგ), დღე-ღამის 0.006 გ (6 მგ).
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის პროზერინი ინიშნება კანქვეშ 0.00005 გ (0.05 მგ = 0.1 მლ 0.05% ხსნარი) სიცოცხლის 1 წელზე, მაგრამ არაუმეტეს 0.75 მლ 0.05% ხსნარი 1 ინექციაზე.
როგორც წესი, ბავშვებში პროზერინი ინიშნება ერთხელ დღე-ღამეში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დღე-ღამის დოზის გამოყოფა შეიძლება 2-3 მიღებად.
ბავშვებში ნებისმიერი წამლის ფორმაში პროზერინი გამოიყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებში!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დარნიცა
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ნეოსტიგმინი
დოზა
0.05%
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
1მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი