/images/logo_ka.svg
შეარჩიე სათვალე შენი სახის ფორმის მიხედვით
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
მზის სათვალე
ოპტიკური ლინზები
რეი-ბანი
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

შეარჩიე სათვალე შენი სახის ფორმის მიხედვით

მზის სათვალე
calendar
23.07.2025
undefined

საინტერესოა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სათვალის შერჩევის პროცესში?


ფერებს, ჩარჩოს დიზაინსა და ფორმებს?

რა თქმა უნდა, თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ რიგში ზუსტად უნდა ვიცოდეთ ჩვენი სახის ფორმა, რათა სათვალე იდეალურად მოვარგოთ მას.


სტატიაში გთავაზობთ მარტივ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ თქვენი სახის ტიპი და იპოვოთ სათვალის ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ.

ოვალური სახე

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სახის ფორმა ოვალურია სათვალის შერჩევა აუცილებლად გაგიმარტივდება, რადგან იშვიათია ფორმა, რომელიც ოვალური სახეს არ უხდება, იქნება ეს დიდი ზომის ჩარჩო,  ავიატორის ფორმა,  მეტალის ჩარჩო თუ სხვა.

მრგვალი სახე

მრგვალ სახეს განსაკუთრებულად უხდება მართკუთხედის ან კვადრატის ფორმის სათვალეები, ამიტომ მრგვალი სახის ფორმის შემთხვევაში, არჩევანი ისეთ სათვალეზე შეაჩერეთ, რომელიც თვენი სახის კონტურს მეტ ბალანსს მიანიჭებს.

კვადრატული ფორმის სახე

საპირისპირო შემთხვევა გვაქვს ოთხკუთხედი სახის ფორმის შემთხვევაში. ასეთ დროს სახეს მკვეთრი ხაზები და კონტურები აქვს, ამიტომ სათვალის შერჩევისას უპირატესობა მრგვალ ან ოვალურ სათვალეს მიანიჭეთ, ამასთანავე არჩევანი თხელ ჩარჩოზე შეაჩერეთ და მასიურ ჩარჩოებს მოერიდეთ.

გულის ფორმის სახე

გულის ფორმის სახე ხასიათდება განიერი შუბლით და ვიწრო ქვედა ნაწილით. თუ თქვენი სახე გულის ფორმისაა, სათვალის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ნათელი ფერებიდა ფართო ქვედა ნაწილის მქონე სათვალე განსაკუთრებულად მოგიხდებათ. ასევე შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ სათვალეზე, რომელსაც არ აქვს ჩარჩო.

სამკუთხედის ფორმის სახე

თუ თქვენი სახის ფორმა სამკუთხა ტიპს მიეკუთვნება, განსაკუთრებით მოგიხდებათ ე.წ. “Cateye” სათვალე. ეს სტილი ზედა ნაწილში ვიზუალურ სიმძიმეს მატებს და აბალანსებს სახის ქვედა, უფრო ფართო ნაწილს, რაც სრულყოფილ ჰარმონიას ქმნის.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat