მობილური აპლიკაცია: „MY GPC“| ვებგვერდი: www.gpc.ge
პლატფორმის მფლობელი/მოვაჭრე: სს „გეფა“ (ს/ნ 201991229)
სარჩევი
მუხლი 3. პლატფორმით სარგებლობის წესები
მუხლი 4. მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 5. გეფას უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 6. ინტელექტუალური საკუთრება
მუხლი 8. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
მუხლი 10. პლატფორმაზე პროდუქციის შეძენა
მუხლი 12. პარტნიორი კომპანიების პლატფორმებით პროდუქციის შეძენის სპეციალური პირობები
V. კომუნიკაცია და საჩივრების განხილვა
მუხლი 14. კომუნიკაცია და საჩივრების განხილვა
VI. წესებისა და პირობების ცვლილება
მუხლი 15. წესებისა და პირობების ცვლილება
VII. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა
მუხლი 16. პერსონალური მონაცემის დამუშავება, შენახვა და გადაცემა
მუხლი 17. მზა-ჩანაწერების (Cookies) გამოყენების პირობები
მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
I. პრეამბულა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები და პირობები ადგენს და არეგულირებს თქვენ მიერ (შემდგომში — „თქვენ“, „მომხმარებელი“, „რეგისტრირებული მომხმარებელი“ ან „მყიდველი“ — კონტექსტის შესაბამისად) ჩვენს სერვისებსა და პლატფორმაზე წვდომისა და სარგებლობის პირობებს.
1.2. პლატფორმის მფლობელი და მოვაჭრე ვართ ჩვენ — სს „გეფა“, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომერი: 201991229, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №24ა (შემდგომში — „ჩვენ“, „კომპანია“, „ჯპს“ ან „GPC“).
1.3. წესები და პირობები ეხება იმ მომსახურებებს, რომლებიც მუდმივად ან დროდადრო ხელმისაწვდომია თქვენთვის ჩვენი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რაც, მათ შორის, მოიცავს:
1.3.1. პროდუქციის მოძიებასა და დათვალიერებას;
1.3.2. პროდუქციის დისტანციურად შეძენას და მიღებას;
1.3.3. ლოიალობის პროგრამაში ჩართვასა და პროგრამით სარგებლობას;
1.3.4. GPC Global-ის მომსახურებას;
1.3.5. პარტნიორი კომპანიების პლატფორმების მეშვეობით პროდუქციის შეძენას;
1.3.6. მარკეტინგულ აქტივობებსა და სხვა, პერიოდულად დამატებულ ფუნქციებსა და მომსახურებას.
1.4. ჩვენს პლატფორმაზე ნებისმიერი ფორმით წვდომა, მისით სარგებლობა, ანგარიშის რეგისტრაცია, ლოიალობის პროგრამაში ჩართვა (მათ შორის, სავაჭრო ობიექტში), შეკვეთის განთავსება ან/და პროდუქციის/მომსახურების შეძენა მიიჩნევა და უთანაბრდება თქვენს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.
1.5. წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაეცანით და სრულად ეთანხმებით მის შინაარსს და კისრულობთ მისი შესრულების ვალდებულებას. წინამდებარე წესები და პირობები ანაცვლებს მის ყველა წინამორბედ ვერსიას.
1.6. თუ არ ეთანხმებით წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, არ ისარგებლოთ პლატფორმითა და მისი სერვისებით.
1.7. პლატფორმით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ პირადი, არაკომერციული და კანონიერი მიზნებისთვის.
1.8. თუ წესები და პირობები ქართულის გარდა ხელმისაწვდომია სხვა ენაზეც, ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
1.9. წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.10. წესებთან და პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით პლატფორმაზე მითითებული საკონტაქტო არხის მეშვეობით.
II. ზოგადი პირობები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
2.1. თუ სხვაგვარად არ გამომდინარეობს კონტექსტიდან, წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა:
2.1.1. „ჩვენ“, „მოვაჭრე“, „კომპანია“, „ჯპს“ ან „GPC“ — სს „გეფა“ (ს/ნ 201991229), რომელიც ფლობს, მართავს და უზრუნველყოფს პლატფორმაზე წვდომას.
2.1.2. „პლატფორმა“ — მობილური აპლიკაცია „MY GPC“, ვებგვერდი www.gpc.ge , მისი მობილური ვერსია და ნებისმიერი დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა.
2.1.3. „მომხმარებელი“ ან „თქვენ“ — საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სრულწლოვანების ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმით ან/და ჩართულია ლოიალობის პროგრამაში, მიუხედავად ჩართვის საშუალებისა. ტერმინი მოიცავს როგორც რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ მომხმარებელს, აგრეთვე მყიდველს.
2.1.4. „რეგისტრირებული მომხმარებელი“ — მომხმარებელი, რომელსაც პლატფორმაზე გააჩნია ანგარიში.
2.1.5. „არარეგისტრირებული მომხმარებელი“ — მომხმარებელი, რომელსაც არ აქვს გავლილი რეგისტრაცია/ავტორიზაცია.
2.1.6. „ანგარიში“ — რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციის შედეგად გახსნილი პირადი ანგარიში, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ ასეთ მომხმარებელს და რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ.
2.1.7. „რეგისტრაცია“ — პლატფორმაზე პირადი ანგარიშის შექმნის პროცესი.
2.1.8. „ავტორიზაცია“ — პლატფორმაზე პირად ანგარიშში შესვლა საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით.
2.1.9. „პროდუქცია“ ან „პროდუქტი“ — ჩვენ მიერ პლატფორმაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნებისმიერი მომსახურება ან/და პროდუქტი, მათ შორის სამკურნალო საშუალება, კოსმეტიკა, ბავშვთა კვება, სამედიცინო მოწყობილობა, თავის მოვლის საშუალებები, აქსესუარები, სპეციალური შეთავაზებები და სხვ.
2.1.10. „მყიდველი“ — რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით, დისტანციური ფორმით იძენს პროდუქტს.
2.1.11. „გამყიდველი“ — ჩვენ, როგორც პლატფორმის მეშვეობით პროდუქტის დისტანციურად გამყიდველი.
2.1.12. „დისტანციური ხელშეკრულება“ — დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ჩვენს და თქვენს შორის.
2.1.13. „ლოიალობის პროგრამა“ — ჩვენი ლოიალობის პროგრამა - „ზღარბი“, რომლის წესები და პირობები მოცემულია წინამდებარე წესებსა და პირობებში.
2.1.14. „ლოიალობის ბარათი“ — ლოიალობის პროგრამით განსაზღვრული პირობებისა და ფუნქციის მქონე „ზღარბი ბარათი“, რომელიც პირველადად იხსნება (გაიცემა) სავაჭრო ობიექტში ლოიალობის პროგრამაში ჩართვისას, ხოლო პლატფორმაზე აისახება რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ პირადი ნომრის მითითების შემდგომ, წინამდებარე წესებისა და პირობების მე-9 მუხლის შესაბამისად.
2.1.15. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ — პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, რომელიც განთავსებულია ბმულზე: https://gpc.ge/ka/privacy-policy
2.1.16. „მხარეები“ — თქვენ და ჩვენ ერთობლივად.
2.1.17. „სავაჭრო ობიექტი“ — ჩვენ მიერ პროდუქციის რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ნებისმიერი ფიზიკური ობიექტი (მათ შორის, აფთიაქი ან სხვა სავაჭრო ფართი), რომელიც იმყოფება ჩვენს საკუთრებაში ან სარგებლობაში (მათ შორის, იჯარის, ქირავნობის, უზუფრუქტის, თხოვების ან სხვა სამართლებრივი საფუძვლით), მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა და რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. პლატფორმის მეშვეობით განთავსებული შეკვეთის შესრულება (პროდუქტის რეალიზაცია) ხორციელდება სავაჭრო ობიექტიდან.
მუხლი 3. პლატფორმით სარგებლობის წესები
3.1. თქვენ მიერ პლატფორმით სარგებლობისთვის აუცილებელია დაეთანხმოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს. პლატფორმის ნებისმიერი გამოყენება განიმარტება, როგორც წესებსა და პირობებზე დათანხმება და თქვენზე წესები და პირობები გავრცელდება სრულად.
3.2. პლატფორმით სარგებლობა შეუძლია სრულწლოვან ფიზიკურ პირს, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ მომხმარებელს. პლატფორმა ითვალისწინებს განსაზღვრულ შეზღუდვებს არარეგისტრირებული მომხმარებლისთვის, რომელიც შესაძლებელია შეიცვალოს დროდადრო და რომლის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის, ჩვენს პლატფორმაზე.
3.3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, პლატფორმით სარგებლობის პროცესში და პროდუქციის რეალიზაციისთვის დროდადრო პლატფორმაზე განვსაზღვროთ დამატებითი წესები, პროცესები, რომელიც გავრცელდება პროდუქტზე სრულად ან ნაწილობრივ და რომელსაც თქვენთვის ხელმისაწვდომს გავხდით ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით (მაგ. push notifications, in-app notification) ან სხვა საკომუნიკაციო არხით.
3.4. რეგისტრაცია ხორციელდება პლატფორმაზე განთავსებული სავალდებულო ველების შევსებისა და დადგენილი იდენტიფიკაციის გავლის საშუალებით. თქვენი ავტორიზაცია ძალაშია პლატფორმით უწყვეტი 45 დღიანი სარგებლობის შემთხვევაში.
3.5. თქვენ რეგისტრაციისას ადასტურებთ მოწოდებული მონაცემების სისწორეს, სიზუსტესა და მთლიანობას.
3.6. თქვენ პასუხისმგებელი ხართ საკუთარი ანგარიშის მონაცემებისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე და ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
3.7. ანგარიშის უნებართვო გამოყენების ან მისი უსაფრთხოების სავარაუდო დარღვევის ან/და დარღვევის რისკი არის თქვენთან და თქვენ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ.
3.8. ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში, აღდგენა განხორციელდება ჩვენს ხელთ არსებული სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებით. აღდგენის პროცესი განისაზღვრება პლატფორმაზე განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციით.
3.9. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ რეგისტრაციისა და ავტორიზაციის ფორმა და პროცესი, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებელს მოვთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია.
3.10. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დროდადრო, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, თაღლითობის პრევენციის, მოწოდებული მონაცემების სისწორის გადამოწმების ან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, მოვითხოვოთ თქვენი, როგორც რეგისტრირებული მომხმარებლის, იდენტიფიკაცია (ვერიფიკაცია) ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდით. იდენტიფიკაციის ფარგლებში მონაცემები მუშავდება მხოლოდ შესაბამისი მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ შესაბამისად. იდენტიფიკაციის (ვერიფიკაციის) გავლაზე უარის ან მისი წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, ჩვენ უფლებამოსილი ვართ, ვერიფიკაციის წარმატებით გავლამდე შეგიზღუდოთ ან შეგიჩეროთ პლატფორმაზე წვდომა ან/და ანგარიშით სარგებლობა.
3.11. ანგარიშის გაუქმება. თქვენ უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გააუქმოთ ანგარიში პლატფორმიდან ან ჩვენთან დისტანციური კომუნიკაციის მეშვეობით. ანგარიშის გაუქმების პროცესში ვიტოვებთ უფლებას, მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია ან/და იდენტიფიკაცია.
3.12. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეგიჩეროთ, შეგიზღუდოთ ან გაგიუქმოთ პლატფორმაზე წვდომა ან ანგარიში, თუ ჩავთვლით, რომ დაირღვა წესები და პირობები ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება.
3.13. პლატფორმის მეშვეობით ჩვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ელექტრონული კომუნიკაცია (შეტყობინება, ინსტრუქცია, დამატებითი წესი ან პროცესის აღწერა), რომელიც ადგენს ან აზუსტებს პლატფორმით სარგებლობის პირობებს, წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 4. მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
4.1. თქვენ გაქვთ უფლება:
4.1.1. ისარგებლოთ პლატფორმის ყველა იმ ფუნქციითა და მომსახურებით, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენი სტატუსის შესაბამისად;
4.1.2. მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია პროდუქციის, მისი ფასის, მიწოდების პირობებისა და ლოიალობის პროგრამის შესახებ პლატფორმაზე განთავსებული მონაცემების ფარგლებში;
4.1.3. ნებისმიერ დროს განაახლოთ ან წაშალოთ თქვენი მონაცემები, გააუქმოთ ანგარიში და ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ გათვალისწინებული უფლებებით;
4.1.4. მოგვმართოთ საჩივრით, შეკითხვით ან მოთხოვნით საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
4.2. პლატფორმით სარგებლობის მიზნებისთვის თქვენ აცხადებთ და იძლევით შეუქცევად გარანტიას, რომ:
4.2.1. ხართ სრულწლოვანი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
4.2.2. პლატფორმით სარგებლობთ მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის, საკუთარი თავისუფალი ნებით, მესამე პირის იძულების გარეშე;
4.2.3. თქვენ მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია უტყუარი, ზუსტი და სრულია;
4.2.4. დისტანციური ხელშეკრულების დადების დროს, არ იმყოფებით ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან/და ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, ასევე, არ იმყოფებით შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენთ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა ან/და სხვა აკრძალული ქმედების ობიექტს სხვა მესამე პირის მხრიდან;
4.2.5. არ მონაწილეობთ არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრება, იარაღით ვაჭრობა, ტერორიზმი ან სხვა სახის არამართლზომიერი საქმიანობა);
4.2.6. არ წარმოადგენთ პირს, ვისთანაც ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება აკრძალულია ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციებით;
4.2.7. პლატფორმაზე პირადი ანგარიშის გახსნისას, პლატფორმით სარგებლობისას, პლატფორმის საშუალებით პროდუქტის შეძენისას, დისტანციური ხელშეკრულების ან წესებისა და პირობების მოქმედების განმავლობაში თქვენი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
4.2.8. არ განახორციელებთ ქმედებას, რომელიც იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით, წინამდებარე წესებითა და პირობებით.
4.3. თქვენ ვალდებული ხართ:
4.3.1. არ შეზღუდოთ ან შეაფერხოთ სხვა პირის მიერ პლატფორმით სარგებლობა;
4.3.2. არ ატვირთოთ/გადასცეთ პლატფორმაზე ვირუსის, ჯაშუშური ან სხვა საზიანო პროგრამის/კოდის შემცველი მონაცემი;
4.3.3. ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელოთ პლატფორმის კონტენტის ან მისი ნაწილის კოპირება, რეპროდუქცია, კადრირება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გავრცელება, ბმულით ან ჰიპერბმულით (deep link) დაკავშირება ან სხვაგვარი გამოყენება კომერციული თუ არაპირადი მიზნით;
4.3.4. არ დაარღვიოთ ჩვენი ან მესამე პირთა ინტელექტუალური ან სხვა საკუთრების უფლება;
4.3.5. არ განათავსოთ ან/და არ ატვირთოთ (მათ შორის, GPC Global-ის მოდულში) არასრული, ყალბი, არაზუსტი, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, უხამსი, დისკრიმინაციული ან სხვაგვარად არამართლზომიერი ინფორმაცია, აგრეთვე კონკურენტი ან მსგავსი საქმიანობის ბმულები/რეკლამა;
4.3.6. არ განახორციელოთ „ფიშინგი“, პლატფორმის ნაწილის გაშიფვრის, დაშლის ან უკუღმა აწყობის (reverse engineering) მცდელობა, ციფრული უფლებების მართვის ან უსაფრთხოების მექანიზმების გვერდის ავლა;
4.3.7. არ გამოიყენოთ ავტომატური ძრავი, რობოტი, „სპაიდერი“ ან სხვა მექანიზმი პლატფორმის ნავიგაციის, ძიების ან მონაცემთა მოპოვების მიზნით;
4.3.8. არ მიაყენოთ ზიანი და არ შეუქმნათ საფრთხე პლატფორმის, მისი ქსელის, სისტემისა და მონაცემთა მთლიანობას, უსაფრთხოებასა და გამართულ ფუნქციონირებას;
4.3.9. გაეცნოთ შეძენილი პროდუქტის თანმხლებ ინსტრუქციას, ანოტაციას, მოხმარების/უსაფრთხოების წესებსა და პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციას.
მუხლი 5. გეფას უფლებები და ვალდებულებები
5.1. ჩვენ ვიყენებთ საუკეთესო ძალისხმევას, მოგაწოდოთ პროდუქციის ზუსტი, სრული და განახლებული ასორტიმენტი და უზრუნველვყოთ პლატფორმის გამართული მუშაობა. შესაძლებელია დროებით, სრულად ან ნაწილობრივ შეგეზღუდოთ პლატფორმაზე წვდომა ან/და მისით სარგებლობა, რაც არ წარმოადგენს ამ განცხადების დარღვევას.
5.2. პლატფორმაზე გაზიარებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და პლატფორმის მეშვეობით განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაცია ან/და განხორციელებული ქმედებები ხელმისაწვდომია ჩვენთვის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის” ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი ხელმისაწვდომობა არ უნდა განიმარტოს, როგორც ინფორმაციის ან/და კომუნიკაციის უწყვეტი მონიტორინგი.
5.3. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი:
5.3.1. მონაცემებზე მესამე პირების მიერ არამართლზომიერად, ჩვენი კონტროლის მიღმა განხორციელებულ არასანქცირებულ წვდომაზე (მათ შორის, ჰაკერული შეტევა, კოდირების დარღვევა, ინტერნეტ/სატელეფონო სერვისის უხარისხობა და სხვ.).
5.3.2. იმ ზიანზე (მაგ. ვირუსი ან მონაცემთა დაკარგვა), რომელიც თქვენს მოწყობილობას შეიძლება მიადგეს პლატფორმით სარგებლობით ან მისგან მასალის ჩამოტვირთვით, აგრეთვე პლატფორმის ხელმიუწვდომლობით ან წვდომის შეზღუდვით/შეწყვეტით გამოწვეულ ზიანზე.
5.3.3. მესამე პირთა ვებგვერდების ბმულების საფუძველზე მიღებულ მომსახურებაზე, მათ შინაარსზე, სიზუსტესა და ხელმისაწვდომობაზე, აგრეთვე მათი გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე.
5.3.4. შეკვეთის კურიერისთვის (საკურიერო მომსახურების მიმწოდებლისთვის) გადაცემის შემდეგ, კურიერის მიერ ჩადენილ სამსახურებრივ გადაცდომაზე ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, რომელიც სცდება შეკვეთის მიწოდების ფარგლებს (მათ შორის, კურიერის არაკორექტულ ქცევაზე, თქვენთვის ან მესამე პირისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებაზე, თქვენი პერსონალური მონაცემების არამართლზომიერ გამოყენებაზე), თუ ასეთ ქმედებაში არ არის ჩვენი ბრალი.
5.3.5. შეკვეთის კურიერისთვის (საკურიერო მომსახურების მიმწოდებლისთვის) გადაცემის შემდეგ, პროდუქტის ტრანსპორტირებისას წარმოშობილ, ჩვენი კონტროლის მიღმა არსებულ გარემოებებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროდუქციის შენახვასა და ტრანსპორტირებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, სავაჭრო ობიექტიდან გაცემის ან კურიერისთვის ჩაბარების მომენტამდე.
მუხლი 6. ინტელექტუალური საკუთრება
6.1. პლატფორმის ნებისმიერი კონტენტი — მათ შორის დიზაინი, ვიზუალური გადაწყვეტა, ლოგო, სასაქონლო ნიშანი, ტექსტი, ფოტო, გრაფიკა, პროგრამული კოდი, მონაცემთა ბაზა და ინტერფეისი — წარმოადგენს ჩვენს ან შესაბამისი მართლზომიერი მფლობელის (მწარმოებლის, მომწოდებლის ან ლიცენზიატის) ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2. თქვენ არ გაქვთ უფლება, ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, კონტენტი ან მისი ნაწილი დააკოპიროთ, გაამრავლოთ, შეცვალოთ, გადაამუშაოთ, გაავრცელოთ, საჯაროდ გამოაქვეყნოთ ან კომერციულად გამოიყენოთ, უკუინჟინერიის (reverse engineering) მეშვეობით დაშალოთ, ან გამოიყენოთ ავტომატური საშუალება (crawler, ბოტი, spider) მონაცემთა მასობრივი მოძიების ან ამოღების მიზნით.
6.3. ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, მათ შორის სასაქონლო ნიშანი (ლოგო, საფირმო სახელწოდება) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 7. პროდუქცია
7.1. პროდუქციის ტიპი. პლატფორმა წარმოადგენს პროდუქციის, მათ შორის სამკურნალო საშუალების, კოსმეტიკის, ბავშვთა კვების, თავის მოვლის საშუალებების, მომსახურების და სხვ. შესახებ ინფორმაციის წყაროსა და სარეალიზაციო არხს. ჩვენ არ ვართ პროდუქციის მწარმოებელი და ვახორციელებთ ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას. პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის აღწერა, შემადგენლობა და გამოყენების ინსტრუქცია შესაძლოა ეფუძნებოდეს მწარმოებლის, იმპორტიორის ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
7.2. პლატფორმაზე პროდუქციის შეძენისას შესაძლებელია სავალდებულოდ განისაზღვროს რეცეპტი. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის რეალიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.3. რეცეპტით გასაცემი ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ვიტოვებთ უფლებას, მოვითხოვოთ რეცეპტი, რომლის წარდგენაც უნდა განხორციელდეს მოთხოვნილი ფორმით.
7.4. პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს, არ არის გამიზნული კლინიკური რჩევისთვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული თვითმკურნალობის მიზნით. მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს პროდუქტის ეფექტურობასა და გვერდით მოვლენებზე.
7.5. ჩვენ ვცდილობთ პროდუქცია სათანადოდ აღვწეროთ და ფოტოებით მაქსიმალურად ზუსტად ავსახოთ, თუმცა არ ვიძლევით გარანტიას აღწერის სისრულესა და ფერების სიზუსტეზე, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი მოწყობილობის კონფიგურაციის გამო. პროდუქტის უმნიშვნელო ვიზუალური სხვაობა არ ჩაითვლება შეუსაბამობად.
7.6. მარაგის ცვლილება და პროდუქტის გამოთხოვნა. კონკრეტული პროდუქტის დროებითი დეფიციტის, რეალიზაციის შეზღუდვის ან ბაზრიდან გამოთხოვნის შემთხვევაში ჩვენ უფლებამოსილი ვართ გავაუქმოთ შესაბამისი შეკვეთა ან მისი ნაწილი წინამდებარე წესებისა და პირობების 10.2 პუნქტის შესაბამისად და, საჭიროებისამებრ, გამოთხოვნის შესახებ ინფორმაცია განვათავსოთ პლატფორმაზე ან/და პირადად გაცნობოთ.
7.7. პლატფორმაზე განთავსებული ფასი, ფასდაკლება, სააქციო შემოთავაზება, პრომო კოდი ან ვაუჩერი ეხება მხოლოდ პლატფორმის მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქციას და შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩვენს სავაჭრო ობიექტებში მოქმედი პირობებისგან, თუ პირდაპირ სხვა რამ არ არის მითითებული პლატფორმაზე.
7.8. პროდუქტის განფასებისას შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაცნობებთ, ხოლო თქვენ უფლებამოსილი იქნებით ხელახლა დაადასტუროთ კორექტირებული შეკვეთა ან გააუქმოთ იგი.
7.9. საგარანტიო მომსახურება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, პროდუქტის საგარანტიო პირობები და მათი მოქმედების ვადა მითითებული იქნება პლატფორმაზე, შესაბამისი პროდუქტის აღწერის გვერდზე. საგარანტიო პირობების ფარგლებში მომსახურება გაიცემა აღნიშნული პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქტზე ვრცელდება კანონისმიერი გარანტია, რა ვადაში გამოვლინდება, ნაკლოვანების გამოვლენის შემთხვევაში, წინამდებარე წესებითა და პირობებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ხართ, მოითხოვოთ პროდუქტის უსასყიდლო შეკეთება ან შეცვლა, ფასის პროპორციული შემცირება, ან უარი განაცხადოთ სამომხმარებლო ხელშეკრულებაზე. კანონისმიერი გარანტია ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
7.10. ნაკლიანი პროდუქტი. თუ პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, უფლება გაქვთ მოითხოვოთ ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გახვიდეთ ხელშეკრულებიდან.
7.10.1. პროდუქტის ნაკლად განიხილება ისეთი დაზიანება, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი სარგებლობის შედეგად.
7.10.2. პროდუქტის შეკეთება და შეცვლა თქვენი პირველი რიგის უფლებებია და უფლება გაქვთ, მოითხოვოთ პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროდუქტის ბუნებიდან მწარმოებლის სპეციფიკაციებიდან, პროდუქტის დაშვებული გამოყენებიდან გამომდინარე ან სხვა ობიექტური საფუძვლით შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
7.10.3. პროდუქტი შეკეთდება ან შეიცვლება გონივრულ ვადაში (შეცვლა – ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სტანდარტული შეკეთება – ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში), ისე, რომ არ შეგექმნათ მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც თქვენ ეს საქონელი შეიძინეთ.
7.10.4. პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს ჩვენ მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
7.10.5. თქვენ უფლება გაქვთ, უარი თქვათ ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) პროდუქტი გონივრულ ვადაში არ შეკეთდა ან არ შეიცვალა და თქვენ დაკარგეთ ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი;
გ) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეგიქმნით მნიშვნელოვან შეფერხებას.
7.10.6. თქვენ არ გაქვთ უფლება, უარი თქვათ ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
7.11. პროდუქციის შეუსაბამობაზე დაფუძნებული დაბრუნება. თუ მიწოდებულ პროდუქტს აღმოაჩნდა 7.12 პუნქტში მითითებული რომელიმე ხარვეზი, რომელიც აშკარად შესამჩნევია პროდუქტის მიღების მომენტში, შეგიძლიათ მოგვმართოთ და მოითხოვოთ პროდუქტის დაბრუნება. დაბრუნების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს საკომუნიკაციო არხების მეშვეობით და მოიცავდეს: შეკვეთის ნომერს, პროდუქტების ჩამონათვალს, დაბრუნების მიზეზსა და, ჩვენი მოთხოვნისას, პროდუქტის ფოტო-ვიდეო მასალას.
7.12. გარდა წინამდებარე წესებისა და პირობების მე-8 მუხლითა და 7.9 პუნქტით (კანონისმიერი გარანტია) გათვალისწინებული შემთხვევებისა, პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ:
ა) მოგეწოდათ შეკვეთილისგან განსხვავებული პროდუქტი;
ბ) მიწოდებული პროდუქტი აშკარად არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ აღწერილობას;
7.13. დაბრუნების საკითხის გადასაწყვეტად ჩვენ უფლებამოსილი ვართ მოვითხოვოთ პროდუქტის ფიზიკური შემოწმება. ამ შემთხვევაში თქვენი არჩევანით, შეგიძლიათ ჩვენ მიერ მითითებულ ვადაში თავად, საკუთარი ხარჯით მიიტანოთ პროდუქტი იმ სავაჭრო ობიექტში, საიდანაც განხორციელდა შეკვეთის შესრულება (პროდუქტის რეალიზაცია), ან გადასცეთ იგი ჩვენ მიერ გამოძახებულ კურიერს.
7.14. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაბრუნებული პროდუქტის ღირებულება დაგიბრუნდებათ გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში, იმავე საბანკო ანგარიშზე, რომლითაც განხორციელდა საწყისი გადახდა. უარყოფითი გადაწყვეტილებისას, თუ პროდუქტი გადაცემული იყო ფიზიკური შემოწმებისთვის, უფლებამოსილი ხართ უკან მიიღოთ იგი ჩვენ მიერ მითითებულ ობიექტში.
7.15. შეკვეთის ჩაბარებამდე უნდა დაათვალიეროთ პროდუქტი ვიზუალურად და მისი შეფუთვა და ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში — არ ჩაიბაროთ შეკვეთა.
მუხლი 8. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
8.1. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დისტანციურად შეძენილი პროდუქტის მიმართ, ზოგად წესად, გაქვთ უფლება, საფუძვლის (მიზეზის) მითითების გარეშე, გამოიხმოთ (გააუქმოთ) ნასყიდობის ხელშეკრულება თქვენი ან თქვენ მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) პროდუქტის ფაქტობრივ მფლობელობაში მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში (შემდგომში — „გამოხმობის უფლება“), გარდა 8.2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
8.2. უარის თქმის უფლება არ ვრცელდება, კერძოდ, თუ: (ა) მოგეწოდათ ჰერმეტულად დაცული (დახურული) შეფუთვის მქონე პროდუქტი და მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა, რის გამოც პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის მოსაზრებით (ეს ჩვეულებრივ ვრცელდება, მათ შორის, კოსმეტიკურ პროდუქტზე, რომლის ინდივიდუალური შეფუთვაც ასეთი ხასიათისაა); (ბ) მიწოდებული პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს; (გ) პროდუქტი დამზადებულია თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნით ან აშკარად მორგებულია თქვენს პირად საჭიროებებზე; (დ) მოგეწოდათ ფარმაცევტული პროდუქტი; (ე) კანონმდებლობით განსაზღვრულია სხვა გამონაკლისი შემთხვევა (მათ შორის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები). დამატებით, გამოხმობის უფლება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე ან მომსახურებაზე, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს. ზემოაღნიშნული შეზღუდვები არ ზღუდავს თქვენს კანონისმიერ უფლებას, მოითხოვოთ წინამდებარე წესებისა და პირობების 7.11–7.15 პუნქტებით გათვალისწინებული, პროდუქტის შეუსაბამობაზე დაფუძნებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
8.3. გამოხმობის უფლების გამოსაყენებლად 8.1 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ცალსახა განცხადებით უნდა გვაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ და უზრუნველყოთ პროდუქტის დაბრუნება იმ სავაჭრო ობიექტში, საიდანაც განხორციელდა შეკვეთის შესრულება (პროდუქტის რეალიზაცია), ან საკომუნიკაციო არხების მეშვეობით შეთანხმებული სხვა საშუალებით, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა შეტყობინების გამოგზავნიდან. პროდუქტის დაბრუნებისას უნდა წარმოადგინოთ შეკვეთის კოდი ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შეძენის ფაქტს. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ უფლებამოსილი ვართ ანაზღაურების ნაცვლად დაბრუნებული პროდუქტი შევცვალოთ/ჩავანაცვლოთ.
8.4. გამოხმობის უფლების გამოყენებისას პროდუქტის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებულ პირდაპირ ხარჯს (მათ შორის ტრანსპორტირების ღირებულებას) ანაზღაურებთ თქვენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენ ვიკისრეთ პროდუქტის დაბრუნება საკუთარი ხარჯით. გამოხმობილი პროდუქტი დაბრუნებული უნდა იქნეს გამოუყენებელი, დაუზიანებელი და, შესაძლებლობის ფარგლებში, ორიგინალური შეფუთვით.
8.5. ჩვენ ვაბრუნებთ დაბრუნებული პროდუქტის ფასს და აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად ჩვენთვის გადახდილ თანხას, გამოხმობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა, იმავე გადახდის საშუალებით, რომლითაც განხორციელდა საწყისი გადახდა, გარდა შემთხვევისა, როდესაც თქვენ პირდაპირ დათანხმდით ანაზღაურების სხვაგვარ საშუალებას. ჩვენ უფლებამოსილი ვართ შევაჩეროთ თანხის დაბრუნება, ვიდრე არ მივიღებთ პროდუქტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენ თავად ვიკისრეთ პროდუქტის უკან წაღება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ანგარიშსწორებისას ისარგებლეთ „პარტნიორი მზღვეველის“ სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული თანაგადახდით, დაგიბრუნდებათ მხოლოდ თქვენ მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხა, ხოლო დაფარული ნაწილის საკითხი წყდება „პარტნიორ მზღვეველთან“.
8.6. „მივაკითხავ“ მეთოდით შეკვეთილი პროდუქტის შემთხვევაში, თუ თქვენ ან თქვენ მიერ განსაზღვრულ მესამე პირს ჯერ არ მიგიღიათ პროდუქტის ფაქტობრივი მფლობელობა, შეგიძლიათ დამატებითი ხარჯების გარეშე გააუქმოთ შეკვეთა წინამდებარე წესებისა და პირობების 10.14 პუნქტის შესაბამისად; ასეთ შემთხვევაში წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ვადები და პროცედურა არ გამოიყენება.
მუხლი 9. ლოიალობის პროგრამა
9.1. ლოიალობის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია სავაჭრო ობიექტში რეგისტრაციის გზით ან ჩვენ მიერ დადგენილი სხვა საშუალებით. ლოიალობის ბარათის პირველადი გახსნა შეგიძლიათ სავაჭრო ობიექტში, ადგილზე, თქვენი პირადი ნომრისა და მობილური ტელეფონის ნომრის საფუძველზე; ბარათის გახსნა სრულდება 9.3 პუნქტის შესაბამისად, თქვენ მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის დადასტურების შემდეგ.
9.2. თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი და უკვე გაქვთ ლოიალობის ბარათი, პლატფორმაზე (მობილურ აპლიკაციასა და ვებგვერდზე) ბარათის ველში პირადი ნომრის მითითების შემდგომ, ანგარიშში აგესახებათ თქვენს სახელზე უკვე გახსნილი ლოიალობის ბარათი, რომელზეც ირიცხება ქულები ელექტრონული კომერციის ან ფიზიკურ პოს-ტერმინალზე ტრანზაქციის დასრულების შემდეგ.
9.3. სავაჭრო ობიექტში ლოიალობის პროგრამაში ჩართვისას წინამდებარე წესებისა და პირობების ბმული მოგეწოდებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ლოიალობის პროგრამაში ჩართვის პროცესი სრულდება მას შემდეგ, რაც ადგილზე დაადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ. წინამდებარე პუნქტის საფუძველზე წესებისა და პირობების დადასტურების ღილაკის მონიშვნით თქვენ დამატებით ადასტურებთ, რომ აცხადებთ თანხმობას ლოიალობის პროგრამაში ჩართვასა და შესაბამისი ლოიალობის ბარათის გახსნაზე. წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, დავნერგოთ დამატებითი ვერიფიკაციის საშუალებები.
9.4. წინამდებარე წესები და პირობები (მათ შორის, წინამდებარე მუხლი) სრულად ვრცელდება ლოიალობის პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ მომხმარებელზე, მიუხედავად ჩართვის საშუალებისა, მათ შორის, პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე ჩართულ მომხმარებელზე. ლოიალობის პროგრამაში ჩართვა, ლოიალობის ბარათით სარგებლობა ან ქულების დაგროვება/გამოყენება უთანაბრდება თქვენს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე. წესებისა და პირობების ის დებულებები, რომლებიც თავისი შინაარსით უკავშირდება მხოლოდ ანგარიშს ან პლატფორმის ფუნქციონალს, პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე ჩართულ მომხმარებელზე ვრცელდება პლატფორმაზე მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
9.5. სტატუსი (ვარსკვლავები). ლოიალობის ბარათის მფლობელს ენიჭება სტატუსი ვარსკვლავების სახით, კალენდარული კვარტლის განმავლობაში დახარჯული თანხის მიხედვით. სტატუსი განსაზღვრავს ქულების დარიცხვის კოეფიციენტს — რაც უფრო მაღალია სტატუსი, მით მეტი კოეფიციენტით ირიცხება ქულა.
9.6. სტატუსი განისაზღვრება შემდეგი სქემით (კვარტლის განმავლობაში დახარჯული თანხის მიხედვით (მოცემული პირობები შესაძლებელია შეიცვალოს, აღნიშნული არ წარმოადგენს მავალდებულებელ პირობებს ჩვენთვის)):
სტატუსი | კვარტალური დანახარჯი |
|---|---|
1 ვარსკვლავი | 0 – 100 ლარის ჩათვლით |
2 ვარსკვლავი | 101 ლარიდან – 300 ლარის ჩათვლით |
3 ვარსკვლავი | 301 ლარიდან – 450 ლარის ჩათვლით |
4 ვარსკვლავი | 451 ლარიდან – 850 ლარამდე |
5 ვარსკვლავი | 850 ლარი ან მეტი |
9.6.1. კვარტლის განმავლობაში დახარჯული თანხის დაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა. სადაზღვევო შენაძენის შემთხვევაში, — მხოლოდ მომხმარებლის მიერ თანაგადახდის სახით გადახდილი თანხა.
9.7. დასაშვებია სტატუსის ცვლილება კვარტლის განმავლობაში. ნებისმიერი ცვლილება პლატფორმაზე და ჩვენს სისტემაში აისახება არაუგვიანეს 24 საათისა.
9.8. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ლოიალობის პროგრამაში განვსაზღვროთ დამატებითი ბენეფიტები, მინიჭებული სტატუსის მიხედვით. აღნიშნული წარმოადგენს ჩვენს უფლებას და არა ვალდებულებას, რასთან დაკავშირებითაც თქვენ არ გაქვთ რაიმე სახის მოლოდინი ან/და მოთხოვნა.
9.9. ქულების დაგროვება და გამოყენება. თქვენთვის მონიჭებული სტატუსის შესაბამისად განისაზღვრება გადახდილ თანხაზე დასაგროვებელი ქულების კოეფიციენტი. ვიტოვებთ უფლებას, აღნიშნული კოეფიციენტი შევცვალოთ დროდადრო, რაც აისახება ჩვენს სისტემაში. დაგროვილი ქულების შესახებ ინფორმაცია აგესახებათ პლატფორმაზე. ქულებით შესაძლებელია შეკვეთის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდა, ხელმისაწვდომი ქულების და მათი შესაბამისი ლარის ექვივალენტის შესახებ ინფორმაცია აისახება პლატფორმაზე.
9.10. ქულის მოქმედების ვადა. ყოველი კალენდარული წლის დასრულებისას, მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით (შემდგომში — „საანგარიშო თარიღი“), ლოიალობის ბარათზე არსებულ, საანგარიშო თარიღამდე დაგროვებულ და გამოუყენებელ ქულათა ჯამს (ნაშთს) აკლდება საანგარიშო თარიღამდე ბოლო 3 (სამი) წელზე ადრე დაგროვებული ქულების ოდენობა. შესაბამისად, ვადაგასულ ქულად მიიჩნევა საანგარიშო თარიღამდე ბოლო 3 (სამი) წელზე ადრე დაგროვებული და გამოუყენებელი ქულა.
9.11. ქულის გაუქმება. საანგარიშო თარიღიდან ვადაგასული ქულის გამოყენება, მათ შორის შეკვეთის ღირებულების დასაფარად, შეუძლებელია. ვადაგასული ქულა უქმდება (ჩამოიწერება ლოიალობის ბარათიდან) არაუგვიანეს საანგარიშო თარიღის შემდგომი 31 იანვრისა.
9.12. ინფორმირება. ჩვენ ყოველწლიურად, მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე, საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გაცნობებთ იმ ქულების ოდენობის შესახებ, რომლებიც მომდევნო საანგარიშო თარიღისთვის შესაძლოა გახდეს ვადაგასული, აგრეთვე მათი გაუქმების ვადის შესახებ. გარდა ამისა, აპლიკაციაში, თქვენს ანგარიშზე აისახება იმ ქულების ოდენობა, რომლებიც მომდევნო საანგარიშო თარიღისთვის პოტენციურად ვადაგასული გახდება.
9.13. ჩვენ უფლებამოსილი ვართ ნებისმიერ დროს შევცვალოთ ლოიალობის პროგრამის პირობები, ქულების დარიცხვის/გამოყენების წესი, კოეფიციენტები და ბენეფიტები პლატფორმაზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით.
III. მომსახურება
მუხლი 10. პლატფორმაზე პროდუქციის შეძენა
10.1. დისტანციური ხელშეკრულება. პლატფორმაზე პროდუქციის სარეალიზაციოდ განთავსება წარმოადგენს დისტანციური ხელშეკრულების დადების შეთავაზებას (ოფერტს). ხელშეკრულება დადებულად ითვლება თქვენ მიერ შეთავაზებაზე თანხმობის (აქცეპტის) გამოხატვის მომენტიდან, რაც გამოიხატება შეკვეთის გაფორმებითა და ღირებულების გადახდით. ხელშეკრულება ითვლება დადებულად იმ პირობით, რომ დაკმაყოფილებულია წინამდებარე წესებისა და პირობების 10.2 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები; ამ პირობების დაუკმაყოფილებლობისას მოქმედებს 10.3 პუნქტით განსაზღვრული შედეგები.
10.2. ჩვენ უფლებამოსილი ვართ არ დავადასტუროთ ან გავაუქმოთ შეკვეთა, მასზე გადახდილი თანხის სრული დაბრუნებით, კერძოდ, თუ: (ა) შეკვეთილი პროდუქტი არ არსებობს საკმარისი მოცულობით მარაგში ან მისი რეალიზაცია შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით ან უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, მათ შორის პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვნის შემთხვევაში; (ბ) ფასის ან პროდუქტის აღწერის მითითებისას დაშვებულია ტექნიკური ან სხვა აშკარა შეცდომა (იხ. აგრეთვე 7.8 პუნქტი); (გ) გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი შეკვეთის თაღლითურ ხასიათზე, დუბლირებულ შეკვეთაზე ან გადახდის ინსტრუმენტის არამართლზომიერ გამოყენებაზე; (დ) ვერ დაადასტურეთ შესაბამისი პროდუქტისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი ასაკი ან სხვა წინაპირობა; (ე) შეკვეთის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ჩვენი კონტროლის მიღმა არსებული გარემოების გამო.
10.3. 10.2 პუნქტში მითითებულ საფუძვლებზე შეკვეთის უარყოფის ან გაუქმების შესახებ ჩვენ დაუყოვნებლივ გაცნობებთ საკომუნიკაციო არხის მეშვეობით და უზრუნველვყოფთ გადახდილი თანხის სრულ დაბრუნებას წინამდებარე წესებისა და პირობების 10.11 პუნქტით დადგენილი წესით.
10.4. შეძენის პროცესი. პლატფორმაზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული ანგარიშით, ავტორიზაციის შემდეგ. ავტორიზაციის შემდეგ, პლატფორმაზე პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების საფუძველზე, მომხმარებლის ანგარიშში აისახება მის სახელზე სავაჭრო ობიექტში უკვე გახსნილი ლოიალობის ბარათი, წინამდებარე წესებისა და პირობების 9.2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო ლოიალობის პროგრამაში ჩართვა და ბარათის პირველადი გახსნა რეგულირდება 9.1 და 9.3 პუნქტებით. პროდუქციის შეძენის პროცესში მომხმარებელი ირჩევს პროდუქციის მიღების მეთოდს და პლატფორმაზე განთავსებული გადახდის საშუალებებიდან ერთ-ერთს. შეკვეთის განთავსება იზღუდება შესაბამისი სავაჭრო ობიექტის (აფთიაქის) სამუშაო საათების დასრულებამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) წუთით ადრე, ვინაიდან ასეთ დროს შეკვეთის მომზადება ან/და მიწოდება შესაძლოა ობიექტურად ვერ მოესწროს. შეზღუდვის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი სავაჭრო ობიექტის სამუშაო საათები და შეზღუდვის კონკრეტული პერიოდი, ხელმისაწვდომია პლატფორმაზე.
10.5. შეძენის განხორციელების და დასრულების შემდეგ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, პროდუქციის მარაგის არარსებობის შემთხვევაში, სრულად ან ნაწილობრივ გავაუქმოთ შეკვეთა. შეკვეთის დადასტურება, მათ შორის, თანხის გადახდევინება არ წარმოადგენს გარანტიას, რომ შეკვეთაში მითითებული პროდუქცია არის მარაგში.
10.6. მარაგისა და ვარგისიანობის ვადის გადამოწმება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შეკვეთილი პროდუქციის მოკლევადიანობის შემთხვევაში მოგთხოვოთ დამატებითი თანხმობა ან სრულად ან/და ნაწილობრივ გავაუქმოთ შეკვეთა, მათ შორის თანხის გადახდევინების შემდეგ.
10.7. საკუთრების უფლებისა და რისკის გადასვლა. საკუთრების უფლება პროდუქტზე და შეძენილი პროდუქტის შემთხვევითი დაღუპვის, განადგურების, დაზიანების, გაფუჭების ან დაკარგვის რისკი თქვენ გეკისრებათ მხოლოდ პროდუქტის ფაქტობრივი გადაცემის მომენტიდან, კერძოდ:
ა) თუ პროდუქტს მიწოდების მისამართზე მიიტანს ჩვენ მიერ შერჩეული გადამზიდავი (კონტრაქტორი) — იმ მომენტიდან, როდესაც პროდუქტს მიწოდების ადგილზე ფაქტობრივად ჩაიბარებთ თქვენ ან თქვენ მიერ მითითებული მესამე პირი;
ბ) აფთიაქიდან პროდუქტის გატანისას („მივაკითხავ“ სერვისი) — იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი ფარმაცევტი პროდუქტს ფაქტობრივად გადასცემს თქვენ ან თქვენ მიერ განსაზღვრულ მიმღებ პირს.
10.8. „მივაკითხავ“ სერვისი. ამ მეთოდით შეკვეთილი პროდუქცია ინახება აფთიაქში შეკვეთიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში არ გამოცხადდებით, შეკვეთა უქმდება და გადახდილი თანხა გიბრუნდებათ 1–3 სამუშაო დღეში. შეკვეთის გასატანად ფარმაცევტს უზიარებთ შეკვეთის კოდს, რის შემდეგაც ხდება შეკვეთის გადაცემა.
10.9. საკურიერო („მომიტანე“) სერვისი. საკურიერო სერვისი ფასიანია და განისაზღვრება მიწოდების მანძილით; ტარიფი დაანგარიშდება მისამართის დამატებისთანავე. საკურიერო სერვისით სარგებლობისას კალათის მინიმალური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 (ოცი) ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემატება მინიმალური შეკვეთის შესავსები საკომისიო. თითოეულ შეკვეთას ემატება სერვისის საკომისიო, რომლის ოდენობა შესაძლოა განსხვავდებოდეს და მიეთითება შეკვეთის გვერდზე, შეკვეთის ჯამურ ღირებულებაში ცალკე ასახვით, შეკვეთის დადასტურებამდე.
10.10. თუ საკურიერო სერვისით სარგებლობისას თქვენი მიზეზით ვერ ხერხდება შეკვეთის ჩაბარება (არასწორი მისამართი, სატელეფონო ზარის გამოტოვება და სხვ.), პროდუქცია ბრუნდება შესყიდვის სავაჭრო ობიექტზე და თქვენ შეგიძლიათ: სავაჭრო ობიექტიდან გაიტანოთ იგი შეკვეთიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში; გააუქმოთ შესყიდვა (პროდუქტის ღირებულება გიბრუნდებათ 1–3 სამუშაო დღეში); ან ხელახლა გადაიხადოთ საკურიერო სერვისის ღირებულება და დანიშნოთ დამატებითი კურიერი.
10.11. თანხის დაბრუნების შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხორციელდება იმავე საგადახდო ინსტრუმენტზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა.
10.12. პრომო კოდები. შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ პრომო კოდით. ერთ შეკვეთაზე შესაძლებელია ისარგებლოთ მხოლოდ ერთი პრომო კოდით. პრომო კოდით სარგებლობის პირობები განისაზღვრება ჩვენს პლატფორმაზე ან/და პრომო კოდის გაცემისას.
10.13. გათამაშებები და ქეშბექ აქციები. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, პლატფორმის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის არხით დროდადრო შემოგთავაზოთ გათამაშებები ან/და ქეშბექ აქციები, რომელთა პირობებიც განისაზღვრება ინდივიდუალურად და განთავსდება პლატფორმაზე.
10.14. შეკვეთის გაუქმება. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ შეკვეთა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. თუ გაუქმება მოხდა შეკვეთის კურიერისთვის ჩაბარებამდე, პროდუქტის ფასი გიბრუნდებათ სრულად.
10.15. სადაზღვევო პირობების გამოყენება. თუ ხართ იმ სადაზღვევო კომპანიის დაზღვეული, რომელთანაც გვაქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება (შემდგომში — „პარტნიორი მზღვეველი“), პლატფორმაზე შეძენისას შესაძლებელია ისარგებლოთ თქვენი სადაზღვევო პაკეტის პირობებით. ამისთვის საჭიროა ავტორიზაცია და დამატებითი იდენტიფიკაცია. პარტნიორი მზღვეველების ჩამონათვალი განთავსებულია პლატფორმაზე.
10.15.1. შეკვეთის ფორმირებისას თქვენ მიერ გადასახდელი თანხა, მათ შორის თანაგადახდის ოდენობა, ავტომატურად დაიანგარიშება პარტნიორი მზღვეველის მიერ მოწოდებული მონაცემებით (სადაზღვევო დაფარვა, მიმართვა, ლიმიტი, გამონაკლისები და სხვ.). საბოლოო გადასახდელი თანხა გეცნობებათ შეკვეთის დადასტურებამდე.
10.15.2. სადაზღვევო დაფარვის, ლიმიტის, მიმართვის, თანაგადახდისა და სხვა სადაზღვევო პირობების განსაზღვრა და განმარტება, აგრეთვე სადაზღვევო დაფარვაზე უარის თქმა, პარტნიორი მზღვეველის პასუხისმგებლობაა. ამ საკითხებზე მიმართეთ პარტნიორ მზღვეველს. ჩვენ არ ვართ თქვენსა და პარტნიორ მზღვეველს შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების მხარე.
10.15.3. თუ სადაზღვევო პირობა ან გადასახდელი თანხა არასწორად აისახა პარტნიორი მზღვეველის მონაცემების უზუსტობის, დაგვიანებით განახლების ან ტექნიკური ხარვეზის გამო, ამის შესახებ გაცნობებთ და შემოგთავაზებთ ან კორექტირებული შეკვეთის დადასტურებას, ან მის გაუქმებას გადახდილი თანხის სრული დაბრუნებით. ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი ვართ, დროებით შევაჩეროთ სადაზღვევო პირობების გამოყენების ფუნქციონალი ხარვეზის აღმოფხვრამდე.
10.15.4. სადაზღვევო პირობებით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას ან შეკვეთის გაუქმებისას, მათ შორის წინამდებარე წესებისა და პირობების მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე, თანხა გიბრუნდებათ მხოლოდ თქვენ მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხის ფარგლებში, წინამდებარე წესებითა და პირობებით დადგენილი წესით. პარტნიორი მზღვეველის მიერ დაფარული ნაწილის საკითხი წყდება ჩვენსა და პარტნიორ მზღვეველს შორის.
10.15.5. სადაზღვევო პირობის ფარგლებში შეძენილ პროდუქციაზე ლოიალობის პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიტების გავრცელება შესაძლებელია შეიზღუდოს პერიოდულად.
მუხლი 11. GPC Global
11.1. GPC Global-ის მომსახურების აღწერა
11.1.1. GPC Global-ის მომსახურების ფარგლებში, უფლებამოსილი ხართ, პლატფორმაზე, კერძოდ მობილურ აპლიკაციაში „MY GPC“ და ვებგვერდზე www.gpc.ge, შეგვიკვეთოთ პროდუქცია, რომლის ასორტიმენტიც განისაზღვრება ჩვენ მიერ და მათ შორის შესაძლებელია მოიცავდეს ოპტიკურ პროდუქციას, კერძოდ ასტიგმატურ ან/და ფერად ლინზას, ასევე საქართველოში არარეგისტრირებულ, დეფიციტური ან/და სხვა კანონით დაშვებული სამკურნალო საშუალებას (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ან/და მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებისა) და ჩვენ უზრუნველვყოფთ შეკვეთილი პროდუქციის საქართველოში შემოტანის ორგანიზებას, წინამდებარე წესებისა და პირობების, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11.1.2. GPC Global-ის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
11.2. GPC Global-ით სარგებლობა და დასაშვებობა
11.2.1. GPC Global-ის მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ, ჩვენს აპლიკაციაში ან ვებგვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდგომ;
11.2.2. GPC Global-ის მომსახურებით სარგებლობის ფარგლებში, უფლებამოსილი ხართ, შეგვიკვეთოთ პროდუქცია, რომლის ასორტიმენტიც განისაზღვრება ჩვენ მიერ და მათ შორის შესაძლებელია მოიცავდეს ოპტიკურ პროდუქციას, კერძოდ ასტიგმატურ ან/და ფერად ლინზას, ასევე საქართველოში არარეგისტრირებულ, დეფიციტურ ან/და სხვა კანონით დაშვებულ სამკურნალო საშუალებას (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ან/და მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებისა) პირადი ან/და მესამე პირის ინდივიდუალური საჭიროებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ:
a. სამკურნალო საშუალება საქართველოში დაშვების უფლების არმქონეა და ფლობთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო წესით გაცემულ, დამოწმებულ და მოქმედ ფორმა № IV-100/ა-ს;
b. სამკურნალო საშუალება საქართველოში დაშვების უფლების მქონეა, მიეკუთვნება მეორე ჯგუფს და ფლობთ სათანადო წესით გაცემულ ფორმა №3 რეცეპტს.
c. გაქვთ სათანადო უფლებამოსილება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პირის თანხმობა/მინდობილობა, განახორციელოთ შეკვეთა მესამე პირის სასარგებლოდ და ჩვენ გადმოგვცეთ ამ მესამე პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, GPC Global-ის მომსახურების გაწევის მიზნით;
d. ადასტურებთ, რომ მოთხოვნილი პროდუქტის რაოდენობა და მიზანი შეესაბამება ინდივიდუალურ საჭიროებას და არ უკავშირდება პროდუქტის შემდგომ რეალიზაციას, კომერციულ გავრცელებას ან კანონით დაუშვებელ გამოყენებას.
11.2.3. თქვენ პასუხისმგებელი ხართ GPC Global-ის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორეზე, სისრულეზე, ნამდვილობაზე, მოქმედების ვადაზე, აგრეთვე თქვენს უფლებამოსილებაზე, მათ შორის, მესამე პირის სახელით მოქმედების უფლებაზე. ადასტურებთ, რომ კანონიერად ფლობთ და უფლებამოსილი ხართ გადმოგვცეთ შესაბამისი პერსონალური მონაცემები, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, და რომ ასეთი მონაცემების გადაცემა და დამუშავება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ნებისმიერ ზიანზე, რაც წარმოიშობა თქვენ მიერ არასწორი, არასრული, ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდების, მესამე პირის მონაცემების ან უფლებების დარღვევის ან წინამდებარე პირობების/ხელშეკრულების დარღვევის შედეგად.
11.3. GPC Global-ისთვის შეკვეთა, დადასტურება და გაუქმება
11.3.1. GPC Global-ისთვის პროდუქტის შეკვეთის პროცედურა, შემდეგი თანმიმდევრობით:
11.3.1.1. ავტორიზაციის შემდგომ ავსებთ GPC Global-ის ელ-განაცხადს ჩვენს პლატფორმაზე;
11.3.1.2. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დავამუშავოთ თქვენი განაცხადი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და დაგიკავშირდეთ განაცხადთან დაკავშირებით, მისი დადასტურების ან დაზუსტების, ან გაუქმების მიზნით;
11.3.1.3. თქვენ წარმოგვიდგენთ განაცხადის თარიღზე წარმოდგენილ სამედიცინო და სხვა დოკუმენტაციას დედნის ან დამოწმებული ასლის სახით.
11.3.1.4. ჩვენ შემუშავებული გვაქვს შიდა პროცედურა შეკვეთის დადასტურების და GPC Global-ის შეკვეთის გაფორმებისთვის და შემდგომ პროდუქტის მიწოდებისთვის, რომელიც შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად. თქვენ პროცედურაში ჩაერთვებით განცხადების გამოგზავნის შემდეგ და GPC Global-ის მომსახურების მისაღებად ეს პროცესი თქვენთვის იქნება სავალდებულო.
11.3.1.5. მხოლოდ განაცხადის დადასტურების შემდეგ, და იმ პირობით, რომ შესრულებულია 11.3.1.3 ქვეპუნქტის მოთხოვნა, გავაფორმებთ GPC Global-ის ხელშეკრულებას და შევთანხმდებით პროდუქციის მიწოდების ძირითად პირობებზე, რაც სავალდებულოა შესასრულებლად.
11.3.2. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული GPC Global-ის ხელშეკრულებაში, შეკვეთა ჩვენ მიერ შესასრულებლად სავალდებულოა ჩვენ მიერ შეკვეთის დადასტურებისა და თქვენ მიერ GPC Global-ის შეკვეთის ღირებულების სრულად გადახდის შემდგომ. ანგარიშსწორების წესი განსაზღვრულია GPC Global-ის ხელშეკრულებით.
11.3.3. თქვენ უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გააუქმოთ შეკვეთა და შეწყვიტოთ ხელშეკრულება, ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ გადახდილია GPC Global-ის შეკვეთის ღირებულება, შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნული არ ექვემდებარება დაბრუნებას.
11.3.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან გავაუქმოთ შეკვეთა, მათ შორის, თუ: წარმოდგენილია არასრული, არაზუსტი, ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია/დოკუმენტაცია; არღვევთ GPC Global-ის ხელშეკრულებას ან წინამდებარე პირობებს; პროდუქტის მოძიება, შეძენა, ტრანსპორტირება, საქართველოში შემოტანა, გაცემა ან მიწოდება შეუძლებელია ან მნიშვნელოვნად გართულებულია; პროდუქტის ფასი ან დაკავშირებული ხარჯები არაგონივრულად იზრდება; პროდუქტის შემოტანა ან მიწოდება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, რეგულატორულ მოთხოვნებს, შიდა პროცედურებს ან ჩვენი გონივრული კომერციული/ოპერაციული შესაძლებლობების ფარგლებს. თუ შეკვეთა ჩვენ მიერ გაუქმდება თქვენი ბრალის გარეშე და უკვე გადახდილი გექნებათ შეკვეთის ღირებულება, დაბრუნება განხორციელდება გაუქმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში, იმ შემთხვევაში, თუ გაუქმება ხდება თქვენი ბრალით, დაბრუნებას არ ექვემდებარება ის თანხები, რომლებიც უკვე გადახდილია მესამე პირებისთვის ან წარმოადგენს ჩვენ მიერ გაწეულ დაუბრუნებელ ხარჯს, თუ სხვაგვარად არ არის მოთხოვნილი მოქმედი კანონმდებლობით.
11.4. განაცხადის სისწორე, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV-100/ა, ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია
11.4.1. თქვენ პასუხისმგებელი ხართ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის სისწორეზე, სიზუსტეზე, მოქმედების ვადასა და მათ შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის მოთხოვნილი პროდუქტის დასახელების, რაოდენობის სისწორეზე. ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ წარმოადგენთ ნებისმიერ დამატებით დოკუმენტაციას, მათ შორის, თქვენი უფლებამოსილების დამდგენ დოკუმენტაციას.
11.4.2. თქვენთვის ცნობილია, რომ ვალდებული ხართ, შეკვეთის განთავსების თარიღზე და ნებისმიერ დროს შეკვეთის გადაცემის თარიღამდე ფლობდეთ განაცხადში მოთხოვნილი და ატვირთული დოკუმენტაციის დედანს ან მათ სათანადო წესით დამოწმებულ ასლს.
11.4.3. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ არ ვახორციელებთ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის ფორმა N3 რეცეპტის, ფორმა №IV-100/ა-ის სამედიცინო შინაარსის, დიაგნოზის, დანიშნულების, მკურნალობის მიზანშეწონილობის ან პროდუქტის გამოყენების საჭიროების შეფასებას. ჩვენ არ ვეწევით სამედიცინო მომსახურებას, არ ვიძლევით სამედიცინო რჩევას ან რეკომენდაციას და არ ვადასტურებთ პროდუქტის სამედიცინო ეფექტურობას, უსაფრთხოებას ან კონკრეტული თერაპიული შედეგის მიღწევას. ამასთან, ჩვენ უფლებამოსილი ვართ, ჩვენი შიდა პროცედურების და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების ფარგლებში, შევამოწმოთ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური არსებობა, სისრულე, მოქმედების ვადა და სხვა გარეგნული/ფორმალური შესაბამისობა, რაც არ ჩაითვლება დოკუმენტის სამედიცინო შინაარსის ან გამცემი პირის პროფესიული გადაწყვეტილების დადასტურებად.
11.4.4. თქვენ ვალდებული ხართ, აგვინაზღაუროთ და დაგვიცვათ ნებისმიერი პრეტენზიის, მოთხოვნის, ზიანის, ჯარიმის, სანქციის, ხარჯის ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც წარმოიშობა თქვენ მიერ არასწორი, არასრული, ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების, მესამე პირის მონაცემების ან უფლებების დარღვევის, პროდუქტის არასათანადო გამოყენების ან წინამდებარე პირობების/ხელშეკრულების დარღვევის შედეგად.
11.5. მიწოდება, მიწოდების ვადები და პროდუქტის გატანა
11.5.1. პროდუქტის მიწოდება განხორციელდება ჩვენს სააფთიაქო ქსელში არსებულ ობიექტებზე, ობიექტების ჩამონათვალი ხელმისაწვდომი იქნება შეკვეთის განხორციელებისას.
11.5.2. პროდუქტის მიწოდების წინაპირობას წარმოადგენს განაცხადის თარიღზე წარმოდგენილი სათანადო სამედიცინო დოკუმენტაციის და სხვა კანონმდებლობით სავალდებულო დოკუმენტაციის დედნის ან დამოწმებული ასლის ჩვენთვის გადმოცემა.
11.5.3. მიწოდების ვადა წარმოადგენს მხოლოდ სავარაუდო პერიოდს და დამოკიდებულია, მათ შორის, უცხოურ მომწოდებელზე, მწარმოებელზე, პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე, ტრანსპორტირებაზე, საბაჟო და სხვა სახელმწიფო ორგანოების მოქმედებაზე, დოკუმენტაციის სისრულეზე, ვალუტის კურსზე, რეგულატორულ მოთხოვნებზე და სხვა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სრულად არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს.
11.5.4. პროდუქტის მიწოდების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით და მათი ათვლა იწყება GPC Global-ის შეკვეთის ღირებულების სრულად გადახდის მომენტიდან, ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა შესაძლებელია შეიცვალოს, მათ შორის გაგრძელდეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას. ვადის ცვლილება ან გაგრძელება არ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევად, თუ იგი გამოწვეულია ჩვენგან დამოუკიდებელი ან ობიექტურად გამართლებული გარემოებებით.
11.5.5. თუ პროდუქტის ხელმისაწვდომობის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ არ გამოცხადდებით პროდუქტის მისაღებად, უარს განაცხადებთ მიღებაზე ან ვერ უზრუნველყოფთ პროდუქტის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენას, ჩვენ უფლებამოსილი ვართ, შევინახოთ პროდუქტი გონივრული ვადით არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა და/ან მოვიქცეთ პროდუქტის ბუნების, შენახვის პირობების, მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, არ გიბრუნდებათ ის თანხა, რომელიც შეესაბამება უკვე გაწეულ ან დაუბრუნებელ ხარჯებს, ხოლო დამატებითი შენახვის, განკარგვის ან სხვა დაკავშირებული ხარჯები შეიძლება დაგეკისროთ დამატებით.
11.6. პროდუქტის ხარისხი
11.6.1. თქვენთვის ცნობილია, რომ პროდუქტის ხარისხზე, შემადგენლობაზე, უსაფრთხოებაზე, ეფექტურობაზე, გამოყენების შედეგზე, შენახვის პირობებზე მწარმოებლის ან მომწოდებლის კონტროლის ფარგლებში და პროდუქტის თანმხლებ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მწარმოებელი ან/და მომწოდებელი. ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობისა და შიდა პროცედურების ფარგლებში, უზრუნველვყოფთ პროდუქტის შეძენას შერჩეული/სანდო მომწოდებლისგან და პროდუქტის საქართველოში შემოტანის ორგანიზებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ არ ვიძლევით პროდუქტის სამედიცინო ეფექტურობის, კონკრეტული შედეგის, გვერდითი ეფექტების არარსებობის ან მომხმარებლისთვის/პაციენტისთვის შესაბამისობის გარანტიას, გარდა იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც პირდაპირ არის დადგენილი მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე პირობებით.
11.7. ანგარიშსწორება
11.7.1. თქვენ მიერ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების მიზნით მოგეცემათ დამატებით 3 სამუშაო დღიანი ვადა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდება დამატებითი შეტყობინების გარეშე.
11.8. სპეციალური დათქმა არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ
11.8.1. თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტი შესაძლოა არ იყოს რეგისტრირებული საქართველოში და მისი შემოტანა ხორციელდებოდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული ინდივიდუალური წესით.
11.8.2. თქვენ აცნობიერებთ, რომ საქართველოში სახელმწიფო რეგისტრაციის არარსებობა თავისთავად არ გულისხმობს პროდუქტის უხარისხობას ან უსაფრთხოების ნაკლებობას; ამასთან, არც პროდუქტის მოძიება, შეკვეთა, შემოტანის ორგანიზება ან მიწოდება ჩვენი მხრიდან არ წარმოადგენს პროდუქტის სამედიცინო ეფექტურობის, უსაფრთხოების, კონკრეტული თერაპიული შედეგის, მომხმარებლისთვის/პაციენტისთვის შესაბამისობის ან გვერდითი ეფექტების არარსებობის გარანტიას. პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება თქვენი და შესაბამისი სამედიცინო სპეციალისტის პასუხისმგებლობით.
11.9. კომუნიკაცია
11.9.1. GPC Global-ის ფარგლებში, თქვენ გვაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას და ირჩევთ საკომუნიკაციო არხს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, კომუნიკაციის დამყარებას არჩეული საკონტაქტო არხის მეშვეობით, და ვიტოვებთ უფლებას, დაგეკონტაქტოთ სხვა ალტერნატიული არხის გამოყენებითაც.
11.9.2. GPC Global-ის საკონტაქტო არხი არის ელ. ფოსტა და საკონტაქტო ნომერი: [email protected] ; (+995)577504549.
11.9.3. საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გაზიარებული მიწოდებული ინფორმაცია მიიჩნევა მიღებულად მეორე მხარის მიერ, კომუნიკაციის თარიღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 12. პარტნიორი კომპანიების პლატფორმებით პროდუქციის შეძენის სპეციალური პირობები
12.1. ზოგადი დებულებები. ჩვენ უფლებამოსილი ვართ, ვითანამშრომლოთ კომპანიებთან (შემდგომში – „პარტნიორი კომპანია“), რომელთა ელ. კომერციის პლატფორმის (შემდგომში – „პარტნიორის პლატფორმა“) მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია ჩვენი პროდუქციის შეძენა. პარტნიორის პლატფორმის მეშვეობით შეძენაზე შესაძლოა მოქმედებდეს წინამდებარე წესებით და პირობებით, მათ შორის მე-10 მუხლით, დადგენილი პირობებისგან განსხვავებული პირობები, რა შემთხვევაშიც, ასეთ განსხვავებულ პირობებს ენიჭება უპირატესობა.
12.2. პარტნიორის პლატფორმის მეშვეობით შეძენაზე ვრცელდება წინამდებარე წესები და პირობები, ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და განსხვავებების გათვალისწინებით. ამ მუხლსა და წესებისა და პირობების სხვა დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, პარტნიორის პლატფორმის მეშვეობით შეძენასთან მიმართებით უპირატესობა ენიჭება ამ მუხლს.
12.3. პარტნიორის პლატფორმაზე რეგისტრაცია, ავტორიზაცია და მისი ფუნქციონალით სარგებლობა რეგულირდება შესაბამისი პარტნიორი კომპანიის წესებითა და პირობებით და მის მიერ დადგენილი სხვა დოკუმენტებით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით. ჩვენ არ ვართ პარტნიორის პლატფორმის მფლობელი ან ოპერატორი და არ ვაგებთ პასუხს მის ტექნიკურ გამართულობასა და ხელმისაწვდომობაზე.
12.4. ლოიალობის პროგრამა. პარტნიორის პლატფორმის მეშვეობით განხორციელებული შენაძენი არ აისახება წინამდებარე წესებისა და პირობების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ სტატუსსა, ლოიალურ ქულებსა და ბენეფიტებზე, თუ ამ მუხლით კონკრეტული პარტნიორი კომპანიისთვის სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
12.5. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური პირობები არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს, რომლებიც მას მოქმედი კანონმდებლობით ენიჭება, მათ შორის წინამდებარე წესებისა და პირობების მე-7 მუხლით (ნაკლიანი/შეუსაბამო პროდუქტი) და მე-8 მუხლით (გამოხმობის უფლება) გათვალისწინებულ უფლებებს.
12.6. პარტნიორი კომპანიის პლატფორმის მეშვეობით შეძენის სპეციალური პირობები:
12.6.1. რეგისტრაცია და მონაცემთა გადმოცემა. პარტნიორი კომპანიის პლატფორმის მეშვეობით შეძენისას მომხმარებელს არ მოეთხოვება ჩვენს პლატფორმაზე დამატებითი რეგისტრაცია. პარტნიორი კომპანია აგროვებს, ამუშავებს და გადმოგვცემს თქვენს პერსონალურ მონაცემსა და შეკვეთის დეტალებს.
12.6.2. საკურიერო მომსახურება. პარტნიორი კომპანიის პლატფორმის მეშვეობით შეძენისას საკურიერო მომსახურების ღირებულება შესაძლებელია განისაზღვრებოდეს წინამდებარე წესებისა და პირობების 10.9 პუნქტისგან განსხვავებული წესით.
12.6.3. გადახდის მეთოდები. პარტნიორი კომპანიების პლატფორმაზე შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია პარტნიორი კომპანიის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდებით.
12.6.4. პრომო კოდები და გათამაშებები. პარტნიორი კომპანიების პლატფორმაზე არ მოქმედებს წინამდებარე წესებისა და პირობების 10.12 პუნქტით გათვალისწინებული პრომო კოდების ფუნქციონალი და 10.13 პუნქტით გათვალისწინებული გათამაშებები, სანამ სპეციალურად არ შეთანხმდება.
12.6.5. კომუნიკაცია და მხარდაჭერა. პარტნიორი კომპანიის პლატფორმის მეშვეობით განთავსებულ შეკვეთასთან დაკავშირებული შეკითხვის ან პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელი მიმართავს პარტნიორი კომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, პარტნიორი კომპანიის პლატფორმაზე მითითებული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
12.6.6. ჩატი და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი. პარტნიორი კომპანიების პლატფორმის ჩატში მომხმარებელთა მომსახურებას არ ახორციელებენ ჩვენი ოპერატორები. პარტნიორი კომპანიის პლატფორმაზე ხელმისაწვდომ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს ჩვენ არ ვმართავთ და, შესაბამისად, არ ვაგებთ პასუხს მის მიერ დამოუკიდებლად გენერირებული პასუხების სისწორესა და სისრულეზე. ეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ ინფორმაციაზე, რომელსაც პროდუქტის შესახებ ჩვენ ვაწვდით (მათ შორის, პროდუქტის აღწერა, ფასი და მახასიათებლები). ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის პასუხი არ წარმოადგენს სამედიცინო ან ფარმაცევტულ კონსულტაციას; პროდუქტის შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ პროდუქტის აღწერას, თანმხლებ ინსტრუქციას, ფარმაცევტს ან ექიმს.
12.7. ჩვენ უფლებამოსილი ვართ, დროდადრო დავამატოთ ახალი პარტნიორი კომპანიები ან შევცვალოთ არსებული პარტნიორი კომპანიისთვის დადგენილი სპეციალური პირობები წინამდებარე წესებისა და პირობების მე-15 მუხლით დადგენილი წესით. ასეთი ცვლილება არ ვრცელდება ცვლილებამდე განთავსებულ და დადასტურებულ შეკვეთაზე.
IV. მარკეტინგი
მუხლი 13. მარკეტინგი
13.1. პირად მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგული ხასიათის ინფორმაციას (მათ შორის, სმს-ის, ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით — ინფორმაციას ახალი პროდუქციის შესახებ, აქციებს, ფასდაკლებებს, პრომოუშენებს, სიახლეებსა და პერსონალიზებულ შემოთავაზებებს) გაწვდით მხოლოდ წინასწარი, თავისუფლად გამოხატული, კონკრეტული და ცალსახად მიღებული თანხმობის საფუძველზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული თანხმობა მოიპოვება ცალკე, სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილი მექანიზმით (მაგ. ცალკე თანხმობის ველი/დადასტურება რეგისტრაციისას ან პროფილში) და ექვემდებარება ცალკე დადასტურებას, დამოუკიდებლად წინამდებარე წესებსა და პირობებზე ან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე“ თანხმობისგან. მარკეტინგულ კომუნიკაციაზე თანხმობა დამოუკიდებელია პლატფორმის ძირითადი ფუნქციური შესაძლებლობებით სარგებლობისგან და მისი გამოთხოვა არ ზღუდავს ამ უკანასკნელით სარგებლობას.
V. კომუნიკაცია და საჩივრების განხილვა
მუხლი 14. კომუნიკაცია და საჩივრების განხილვა
14.1. თქვენსა და ჩვენ შორის კომუნიკაცია ძირითადად ხორციელდება ელექტრონულად — თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული წერილით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ჩვენ უფლებამოსილი ვართ ასევე გამოვიყენოთ ზეპირი სატელეფონო კავშირი, შეტყობინების ფანჯარა, სოციალური ქსელის „ჩათი“ და სხვა საკომუნიკაციო არხი.
14.2. თქვენ გვეთანხმებით, რომ დაგიკავშირდეთ უკუკავშირის მისაღებად, საჩივრის/შეკითხვის განსახილველად ან მომსახურების გასაწევად და მზად ხართ, ამგვარი კომუნიკაციისას მაქსიმალურად ითანამშრომლოთ ჩვენთან.
14.3. მიღებულ საჩივარს ჩვენ განვიხილავთ გონივრულ ვადაში და მიღებულ გადაწყვეტილებას გაცნობებთ იმავე ან სხვა შესაბამისი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით.
14.4. თქვენ უფლებამოსილი ხართ, ჩვენთვის მიმართვის დამოუკიდებლად ან მის ნაცვლად, საჩივრით მიმართოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში უფლებამოსილ ზედამხედველ ორგანოს — საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს — ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე - საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს ზედამხედველ ორგანოს.
14.5. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავა. წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა ან უთანხმოება მხარეთა შორის ექვემდებარება გადაჭრას მოლაპარაკების გზით.
14.6. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს. ჩვენთვის დავასთან დაკავშირებული კორესპონდენცია ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი მოწოდებულია მისამართზე : საქართველო, ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №24ა.
14.7. ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი. პლატფორმაზე შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გაწვდით ზოგად ინფორმაციას ჩვენი პროდუქციის, შეკვეთის განთავსების, მიწოდების, ლოიალობის პროგრამისა და პლატფორმით სარგებლობის შესახებ. ასისტენტის პასუხები ავტომატურად გენერირდება, ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს ჩვენი ფარმაცევტის ან ექიმის კონსულტაციას, დიაგნოზს ან მკურნალობის დანიშნულებას; ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული თვითმკურნალობის ან დიაგნოსტიკის მიზნით. სამკურნალო საშუალების შერჩევის, დოზირებისა და გამოყენების საკითხებზე მიმართეთ ჩვენს ფარმაცევტს ან ექიმს და გაეცანით პროდუქტის თანმხლებ ინსტრუქციას. ასისტენტის პასუხსა და პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციას (პროდუქტის აღწერა, ფასი, შეკვეთისა და მიწოდების პირობები), წინამდებარე წესებსა და პირობებს ან ჩვენი ოპერატორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შორის შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება ამ უკანასკნელს. ასისტენტისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების მიწოდება სავალდებულო არ არის, ხოლო მიწოდებული მონაცემები მუშავდება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის” შესაბამისად.
VI. წესებისა და პირობების ცვლილება
მუხლი 15. წესებისა და პირობების ცვლილება
15.1. ჩვენ უფლებამოსილი ვართ ნებისმიერ დროს ცალმხრივად შევიტანოთ ცვლილებები წესებსა და პირობებში. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც აუარესებს მომხმარებლის არსებულ პირობებს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება პლატფორმაზე.
15.2. წვდომისას, სარგებლობისას ან შეძენისას მოქმედებს წესებისა და პირობების ის ვერსია, რომელიც განთავსებულია პლატფორმაზე შესაბამის მომენტში. ცვლილების შემდეგ პლატფორმით სარგებლობის გაგრძელება ადასტურებს თქვენს თანხმობას შესწორებულ პირობებზე. ცვლილება არ მოქმედებს უკვე დადებული და დადასტურებული შეკვეთის/ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პირობებზე.
15.3. თუ არ ეთანხმებით რომელიმე ცვლილებას, შეგიძლიათ შეწყვიტოთ პლატფორმით სარგებლობა და გააუქმოთ ანგარიში პირადი პროფილიდან ან მოითხოვოთ მისი გაუქმება საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
VII. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა
მუხლი 16. პერსონალური მონაცემის დამუშავება, შენახვა და გადაცემა
16.1. „პერსონალური მონაცემი“ განიმარტება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების სრული პირობები (კატეგორიები, სამართლებრივი საფუძვლები, შენახვის ვადები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და უსაფრთხოების გარანტიები) განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ (https://gpc.ge/ka/privacy-policy), რომელიც წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია და რომელსაც უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ მითითებულ ლინკზე გადასვლით. შეუსაბამობის შემთხვევაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებში უპირატესობა ენიჭება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“.
მუხლი 17. მზა-ჩანაწერების (Cookies) გამოყენების პირობები
17.1. „მზა-ჩანაწერები“ არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება თქვენს მოწყობილობაში, როდესაც სტუმრობთ ჩვენს “პლატფორმას”. აუცილებელი „მზა-ჩანაწერების“ გამოყენება უზრუნველყოფს თქვენს მიერ პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობას, ხოლო “სხვა ტიპის მზა-ჩანაწერები“ ამარტივებს პლატფორმაზე მუშაობას.
17.2. პლატფორმა იყენებს ,,პირველი მხარის მზა-ჩანაწერებს“, რომლებიც აუცილებელია პლატფორმის მხრიდან მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების შეთავაზებისთვის. „პირველი მხარის მზა-ჩანაწერები“ არის ისეთი ტიპის "მზა-ჩანაწერები", რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ჩვენი ვებსერვერის მიერ, არ გადაეცემა მესამე მხარეს და უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირებისთვის.
17.3. ასევე, შესაძლებელია პლატფორმა სარგებლობდეს ,,მესამე მხარის მზა-ჩანაწერებით“ ან/და “სხვა ტიპის მზა-ჩანაწერებით”, რომლებიც ამარტივებს პლატფორმაზე მუშაობას ან გამოიყენება პლატფორმის მომხმარებელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების მისაღებად, რის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იქნება პლატფორმაზე და გამოვიყენებთ, მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში.
17.4. “აუცილებელი მზა-ჩანაწერები” გამოიყენება:
17.5. “აუცილებელი მზა-ჩანაწერები” ინახება თქვენს მოწყობილობაში სესიის ხანგრძლივობით ან მათი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვადით. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს წაშალოთ მზა-ჩანაწერები ბრაუზერის ან მოწყობილობის პარამეტრებიდან; ამასთან, აუცილებელი მზა-ჩანაწერების წაშლამ ან დაბლოკვამ შესაძლოა შეაფერხოს პლატფორმის ცალკეული ფუნქციის მუშაობა.
მუხლი 18. კონფიდენციალურობა
18.1. თქვენსა და ჩვენ შორის გაზიარებული ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და მუშავდება კონფიდენციალურობის დაცვით, დამუშავების მართლზომიერი მიზნებისა და საფუძვლების გათვალისწინებით.
18.2. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ ინფორმაციაზე, რომელსაც წარმოადგენთ პლატფორმაზე გამოსაქვეყნებლად.
18.3. მესამე მხარის ვებგვერდებმა, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულის სახით შესაძლოა გამოჩნდეს პლატფორმაზე, შესაძლოა განათავსონ ე.წ. „მზა ჩანაწერები“ (Cookies) ან მოითხოვონ პერსონალური ინფორმაცია. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ასეთ საიტებს და არ ვაგებთ პასუხს მათ მონაცემთა დაცვის პრაქტიკაზე; მათზე გადასვლისას სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
VIII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
19.1. პასუხისმგებლობა. წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა იწვევს ამავე წესებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მხარეები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ ერთმანეთს ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული დადასტურებული ზიანი.
19.2. კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური ფარგლებით და მომხმარებლის კანონისმიერი უფლებების შეულახავად, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს: (ა) არაპირდაპირ ზიანზე, და მიუღებელ სარგებელზე ან საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე; (ბ) მესამე პირის — მათ შორის, საკურიერო კომპანიის, საგადახდო სერვისის პროვაიდერის, ბანკის ან ინტერნეტ/ტელეკომუნიკაციო პროვაიდერის — ქმედება-უმოქმედობით მიყენებულ ზიანზე; (გ) ზიანზე, რომელიც წარმოიშვა მომხმარებლის მიერ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების, ანგარიშის დაცვის წესების დარღვევის ან პლატფორმის არამართლზომიერი გამოყენების შედეგად; (დ) წინამდებარე წესებისა და პირობების 19.4 პუნქტით გათვალისწინებული ფორსმაჟორული გარემოებით გამოწვეულ ზიანზე.
19.3. წინამდებარე მუხლით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ზიანზე, რომლის შეზღუდვა ან გამორიცხვა კანონმდებლობით დაუშვებელია, მათ შორის ჩვენი განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებულ ზიანზე ან სიცოცხლის/ჯანმრთელობის დაზიანებაზე.
19.4. ფორს-მაჟორი. მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული) გარემოებებით. ფორსმაჟორულ გარემოებად მიიჩნევა წესებისა და პირობების/ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი, მხარეთა კონტროლისგან დამოუკიდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი და გადაულახავი გარემოებები, რომლებიც პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენენ მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის: ტექნიკური სისტემების გათიშვა, ელექტროენერგიის ან ინტერნეტსერვისის მიწოდების შეწყვეტა, კიბერშეტევა, კონტრაქტორი მესამე მხარის გაუმართაობა, სტიქიური უბედურება, ომი, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაწესებული შეზღუდვა, პანდემია/ეპიდემია და სხვ. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გადაიდება გარემოების აღმოფხვრამდე, რის შესახებაც დაზარალებული მხარე გონივრულ ვადაში აცნობებს მეორე მხარეს.
19.5. დებულებათა დამოუკიდებლობა. თუ წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილი ბათილად იქნა ცნობილი ან შეწყდა, ეს არ იმოქმედებს დანარჩენი დებულებების ნამდვილობაზე.
19.6. უფლების შენარჩუნება. ჩვენ მიერ რომელიმე უფლების გამოყენებისგან თავის შეკავება ან მისი გადავადება არ ჩაითვლება ამ უფლებაზე უარის თქმად.
19.7. შეთანხმების მოქმედება. პლატფორმით სარგებლობის შეთანხმება მოქმედებს უვადოდ. წინამდებარე წესები და პირობები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან“ ერთად წარმოადგენს მხარეთა შორის სრულ შეთანხმებას პლატფორმით სარგებლობის თაობაზე.
მოვაჭრის საკონტაქტო ინფორმაცია
სს „გეფა“ (ს/ნ 201991229)
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №24ა
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: (+995 32) 2 71 07 07
ვებგვერდი: www.gpc.ge | აპლიკაცია: „MY GPC“