/images/logo_ka.svg
მენოპაუზა და კანის მოვლა: დელიკატური მიდგომა Lierac Arkéskin-ისგან
ბლოგი
burgerBlog
კატეგორიები
ჯპს-ის ფილიალები
arrow
კანის დაავადებები და მდგომარეობები
arrow
ჯპს გათამაშება - MY GPC app და საიტზე GPC.GE
arrow
ორსულის და დედის მოვლა
arrow
ჯპს ვებ-გვერდი და MY GPC აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ოპტიკა
arrow
ჯპს აქციები
arrow
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ბავშვის მოვლა
arrow
აქციები
arrow
პირის ღრუს მოვლა
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
ნაწილ-ნაწილ გადახდა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow
ტანის მოვლა
ტუჩის მოვლა
თმის მოვლა
ხელის მოვლა
სახის კანის მოვლა

მენოპაუზა და კანის მოვლა: დელიკატური მიდგომა Lierac Arkéskin-ისგან

სახის კანის მოვლა
calendar
29.07.2025
undefined

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი კანი განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. მენოპაუზის პერიოდი კი განსაკუთრებით სენსიტიურია და კანის სპეციფიკური მოთხოვნილებების გათვალისწინებას ითხოვს. მენოპაუზა ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური, გარდამავალი ეტაპია, რომელიც, როგორც წესი, 45-55 წლის ასაკში იწყება და საკვერცხეების ენდოკრინული ფუნქციის თანდათანობითი შემცირებით ხასიათდება. ეს პროცესი იწვევს სასქესო ჰორმონების, განსაკუთრებით ესტროგენისა და პროგესტერონის დონის მნიშვნელოვან დაქვეითებას. ესტროგენი, რომელიც ქალის ორგანიზმში უმთავრეს როლს ასრულებს, მრავალ ქსოვილზე, მათ შორის კანზეც, რეცეპტორების მეშვეობით მოქმედებს. მისი დეფიციტი კანში ცილების, კერძოდ, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის შემცირებას იწვევს, რაც კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას განაპირობებს. გარდა ამისა, მცირდება ჰიალურონის მჟავის რაოდენობაც, რომელიც კანის დატენიანებისთვის არის აუცილებელი.

ეს ჰორმონალური დისბალანსი, განსაკუთრებით კი ესტროგენის მკვეთრი შემცირება ანდროგენებთან შეფარდებით, იწვევს კანის მრავალფეროვან პრობლემებს: კანი ხდება უფრო თხელი, მშრალი, ნაკლებად ელასტიური, იზრდება ნაოჭების სიღრმე და ჩნდება ასაკობრივი პიგმენტური ლაქები. ხშირია ანდროგენული გამონაყარი (ანუ განახლებული აკნე), რომელიც გამოწვეულია ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის მატებით და ხშირად ყბის ხაზზე ან ნიკაპზე ვლინდება. ასევე, მენოპაუზა ხშირად ამწვავებს ან იწვევს როზაცეას სიმპტომებს, რაც სახის მუდმივი სიწითლითა და გაფართოებული სისხლძარღვებით ვლინდება,  ეს ნაწილობრივ "ცხელ ციმციმებთან" და კანის სისხლძარღვოვანი რეაქტიულობის ზრდასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია პიგმენტაციის პრობლემაც, მათ შორის მელაზმა, რაც ჰორმონალური ცვლილებებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ურთიერთქმედების შედეგია. 

როგორ მოქმედებს ესტროგენის დონის დაცემა კანზე?

ესტროგენი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კანის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. ის ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, ჰიალურონის მჟავის დონის შენარჩუნებას, კანის ბარიერული ფუნქციის გაძლიერებას და ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას. ესტროგენის დონის დაცემასთან ერთად კი კანი განიცდის შემდეგ ცვლილებებს:

  • სიმშრალე და გაუწყლოება: კანი კარგავს თავის ბუნებრივ ტენიანობას, ხდება გაუხეშებული, იქერცლება და შეიძლება გაჩნდეს ქავილის შეგრძნება.

  • ელასტიურობისა და სიმკვრივის დაკარგვა: კოლაგენისა და ელასტინის შემცირების გამო კანი კარგავს თავის საყრდენ სტრუქტურას, რაც იწვევს მის მოშვებას, ნაოჭების გაღრმავებასა და კონტურების ცვლილებას.

  • პიგმენტური ლაქები: ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს მელანინის არათანაბარ განაწილებას, რაც მუქი, ასაკობრივი ან მზის ლაქების გაჩენას განაპირობებს.

  • მომატებული მგრძნობელობა და სიწითლე: კანის ბარიერული ფუნქციის შესუსტების გამო კანი უფრო მგრძნობიარე ხდება კოსმეტიკური საშუალებების, ამინდის ცვლილებებისა და სხვა გარე ფაქტორების მიმართ.

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ფრანგული პრემიუმ ბრენდი Lierac წარმოგიდგენთ Arkéskin-ის ხაზს, რომელიც შექმნილია სპეციალურად მენოპაუზის დროს კანის სიჯანსაღისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.

Lierac Arkéskin: ღამის მოვლის რუტინა სრულყოფილი შედეგისთვის

Lierac-Arkéskin-Nighttime

Lierac Arkéskin-ის ღამის კრემი - "The Menopause Night Cream" - წარმოადგენს სახისა და ყელის ძირითად მოვლის საშუალებას, რომელიც განკუთვნილია ზრდასრული ქალბატონებისთვის და იდეალურია კანის ყველა ტიპისთვის. ეს ინოვაციური ფორმულა ტესტირებულია გინეკოლოგიური და დერმატოლოგიური კონტროლის ქვეშ, რაც მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მეტყველებს.

ძირითადი მოქმედების ეფექტი: Lierac-ის ინოვაციური ტექნოლოგია

Lierac Arkéskin-ის კრემის მთავარი სიძლიერე მის უნიკალურ ტექნოლოგიაში, The Synchro+ Night complex-ში მდგომარეობს. ეს კომპლექსი მიზანმიმართულად მოქმედებს კანის ბუნებრივ რიტმებზე, რათა შეასწოროს მენოპაუზის თვალსაჩინო ნიშნები. ის ააქტიურებს რეგენერაციის მექანიზმებს, აძლიერებს უჯრედების განახლებას და ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას.

  • კანის გამკვრივება და ასაკობრივი ნიშნების კორექცია: კრემი ეფექტურად ამკვრივებს კანს და ამცირებს ასაკობრივ ნიშნებს, ანიჭებს მას ახალგაზრდულ იერს.

  • ინტენსიური კვება და სიმშრალის მოხსნა: მენოპაუზის დროს კანის სიმშრალე ხშირი პრობლემაა. Arkéskin-ის კრემი ინტენსიურად კვებავს კანს, ხსნის სიმშრალის შეგრძნებას და აღადგენს მის კომფორტს.

დამატებითი მოქმედების ეფექტი:

  • მატებს კანს სიმტკიცეს და ტენიანობას: გარდა ძირითადი მოქმედებებისა, კრემი მატებს კანს სიმტკიცესა და ინტენსიურ ტენიანობას, რაც აუცილებელია მისი ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.

გამოყენების წესები და რეკომენდაციები:

სრულყოფილი შედეგისთვის, დაიტანეთ Lierac Arkéskin-ის ღამის კრემი საღამოს, გასუფთავებულ სახესა და ყელზე მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობით. რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს კანის ჯანსაღ იერსახეს და კომფორტის შეგრძნებას.

შემადგენლობა და ძირითადი მოქმედი ნივთიერებები:

Lierac Arkéskin-ის კრემის ეფექტურობა განპირობებულია მისი მდიდარი შემადგენლობით:

  • ღამის ბიოპეპტიდები: ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, აქვს მკვებავი, გამამკვრივებელი და მაბალანსირებელი მოქმედება.

  • 100% ბუნებრივი წარმოშობის ვექტორიზებული ჰიალურონის მჟავა: უზრუნველყოფს ინტენსიურ ნაოჭსაწინააღმდეგო, შემავსებელ და გამამკვრივებელ მოქმედებას.

  • 96% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები: კრემის შემადგენლობა მაქსიმალურად ბუნებრივია, რაც მინიმუმამდე ამცირებს კანის გაღიზიანების რისკს.

  • ვეგანური ფორმულა: Lierac Arkéskin-ის კრემი ვეგანური პროდუქტია, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მათთვის, ვინც ეთიკურ არჩევანს ანიჭებს უპირატესობას.

Lierac Arkéskin-ის ღამის კრემი გთავაზობთ ჰოლისტურ მიდგომას მენოპაუზის დროს კანის მოვლის მიმართ. ის არა მხოლოდ ასწორებს თვალსაჩინო ნიშნებს, არამედ აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ფუნქციებს და ანიჭებს მას სიცოცხლისუნარიანობას. მიანიჭეთ თქვენს კანს ის ზრუნვა, რომელსაც ის იმსახურებს Lierac Arkéskin-თან ერთად.

/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat