ზედაპირული ექსფოლიაციის ფორმულა მშრალი კანისთვის - წყლის ბაზაზე შექმნილი ალფა-ჰიდროქსი მჟავის (AHA) ხსნარი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ზედაპირის ეფექტურ წმენდას და რეგენერაციას
გამოიყენეთ დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს. თუ კანისთვის 10% ბევრია, შეგიძლიათ პროდუქტი გააზავოთ სხვა საშუალებებთან (მაგ. დამატენიანებელთან), სანამ კანი არ მიეჩვევა.
მოერიდეთ თვალის კონტურსა და უშუალოდ თვალთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ მგრძნობიარე, აშრევებულ ან დაზიანებულ კანზე.
გაღიზიანების შემთხვევაში ჩამოიბანეთ, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს
AHA მჟავა ზრდის კანის მგრძნობელობას მზის მიმართ. პროდუქტის გამოყენებისას და მისი შეწყვეტიდან ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი (SPF) , ატარეთ დამცავი ტანსაცმელი და შეზღუდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება.