პროვაგის ვაგინალური კაფსულა ხელს უწყობს ნორმალური ენდოვაგინალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას.
თითოეული მყარი მცენარეული ჟელატინის კაფსულა შეიცავს: გუარანას, მეთილსულფონილმეთანს (MSM), ლაქტობაცილუს კრისპატუსს, ლაქტობაცილუს ჯენსენს, ლაქტობაცილუს რამნოზუსს, ლაქტობაცილუს რეუტერს, ინულინს, მცენარეული მაგნიუმის სტერატს.
1 კაფსულის შემადგენლობა:
პროვაგის ვაგინალური კაფსულა ხელს უწყობს ნორმალური ენდოვაგინალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას.
პროვაგის ვაგინალური კაფსულის გამოყენებისას მასში შემავალი გუარანა საშოს ლორწოვანზე წარმოქმნის ჰიდროგელს კაფსულების დაშლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ჰიდროგელი ეკვრის საშოს კედელს, წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს პათოგენების წინააღმდეგ და ატენიანებს საშოს.
პრობიოტიკ ლაქტობაქტერიების კომპლექსი (ლაქტობაქტერია კრისპატუსი, ლაქტობაქტერია ჯენსენი, ლაქტობაქტერია რამნოზუსი, ლაქტობაქტერია რეუტერი) კოლონიზდება საშოში, აღადგენს ვაგინალურ მიკროფლორას (დოდერლეინის კომპლექსი), აძლიერებს ჰიდროგელის ბარიერულ ეფექტს და ხელს უწყობს ფიზიოლოგიური pH-ის აღდგენას (4,0-4.5), რაც თავისთავად დამცავი ფაქტორია.
პრებიოტიკი ინულინი არის ნივთიერება, რომელიც არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ, მაგრამ წარმოადგენს შერჩევით საკვებს პროვაგში არსებული ვაგინალური მიკროორგანიზმებისთვის, შესაბამისად ხელს უწყობს ვაგინალური ეკოსისტემის კოლონიზების უნარს და ნორმალური მიკროფლორის აღდგენას მცირე დროში. ლაქტობაქტერიები საშოს რეგულარული არაპათოგენური, სასარგებლო ორგანიზმებია, ამიტომ პროვაგი შეიძლება გამოყენებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ითვლება, რომ გუარანა, რომელიც ვაგინალური კაფსულის შემადგენელი კომპონენტია, უსაფრთხოა, რადგან ის ფართოდ გამოიყენება, როგორც საკვები დანამატი (E412). პროვაგი არ შეიწოვება, არ ტოვებს ნარჩენებს და გამოიყოფა ჩვეულებრივ წარმოქმნილ ფიზიოლოგიურ გამონადენთან ერთად ვაგინალური ლორწოვანი გარსის მიერ.
გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები, ამოიღეთ კაფსულა ბლისტერიდან და ფრთხილად, რაც შეიძლება ღრმად შეიყვანეთ ვაგინალურ არხში, რათა ხელი შეუწყოს სწრაფ გახსნას, სასურველია მწოლიარე მდგომარეობაში, ძილის წინ. რეკომენდებული დოზაა დღეში 1 კაფსულა 8 დღის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ ეს პროდუქტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ პროდუქტი პერორალურად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენეთ პროდუქტი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თუ პროდუქტის მიღებას რაიმე სახის ალერგიული ან სხვა გვერდითი რეაქცია მოყვა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ გამოიყენებთ პროვაგის ვაგინალურ კაფსულას სხვა ვაგინალურ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის 1 ან მეტი კომპონენტის მიმართ.
ინახება მშრალ, პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მითითებული ვარგისობის ვადა ვალიდურია პროდუქტისთვის, რომელიც გაუხსნელია და სათანადოდ შენახულია.
გამოყენების შემდეგ კონტეინერები არ გადაყაროთ ისე, რომ გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება.