აი-ფრეშ გელი თვალის 5% 10გრ ტუბი
შემადგენლობა:
აი-ფრეშის ტუბი შეიცავს 10გოფთალმოლოგიურ სტერილურ გელს.
1გ აი-ფრეშის გელი შეიცავს 50მგ დექსპანთენოლს, კარბომერს, ორფუძიან ნატრიუმის ედეტატს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, წყალს და ცეტრიმიდს.
გამოყენება:
- აი-ფრეშ გელი დამცავი აპკის წარმოქმნით ატენიანებს და იცავს თვალის ზედაპირს.
- აი-ფრეშ გელი ატენიანებს თვალის ზედაპირს და იცავს რქოვანას ეპითელიუმს, რითაც თვალს უნარჩუნებს ფიზიოლოგიურ ბალანსს.
- იგი უზრუნველყოფს თვალის სიმშრალის, უცხო სხეულის, წვის, და დაღლილობის შეგრძნების შემსუბუქებას, რომელიც ვთარდება კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენების,
- ტელევიზორის ყურების, გათბობის და კონდიციონერის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად.
- კარბომერის ფიზიკური თვისებები აი-ფრეშ გელს საშუალებას აძლევს შეიკავშიროს წყალი, თვალის ზედაპირზე წარმოქმნას საპოხი და დამატენიანებელი ფენა, რაც მშრალი
- თვალის მქონე პაციენტებში ახანგრძლივებს ცრემლის აპკის გახლეჩვის საშუალო დროს.
გამოიყენების წესი:
- პროდუქტის გამოყენების წინ დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები;
- თავი გადახარეთ ოდნავ უკან, ნაზად ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო;
- დაიჭირეთ ტუბი თვალის ზემოთ;
- ტუბზე ხელის ნაზად მოჭერით თითოეულ თვალში ჩაიწვეთეთ 1 წვეთი გელი;
- გამოყენების შემდეგ ტუბს დაახურეთ თავსახური.
გაფრთხილებები:
- არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
- მკურნალობის დროს თვალის გაღიზიანების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს;
- არ გამოიყენოთ კონტეინერის ან ყუთის დაზიანების შემთხვევაში;
- არ გადაყლაპოთ;
- შეინახეთ სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;
- პროდუქტი შეინახეთ სითბოს წყაროებისგან მოშორებით, მშრალ ადგილას 9 C-დან 25 C-მდე ტემპერატურაზე;
- არ შეახოთ თითები და თვალის ზედაპირი ტუბის წვერს;
- პროდუქტი გამოიყენეთ პირველი გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში;
- არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ;
- რეკომენდებული არ არის პროდუქტის გამოყენება სხვის მიერ;
- ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია მხედველობის დაბინდვა, რის გამოც აქტიური სამუშაოს შესრულება რეკომენდებულია მხედველობის დაწმენდის შემდეგ;
- გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზა და ჩაისვით პროდუქტის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ;
- სხვა ოფთალმოლოგიური პროდუქტის გამოყენების დროს ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 15 წუთი;
- თუ ხართ ორსულად, პროდუქტის გამოყნების შესახებ კითხეთ ექიმს;
- პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის 30 დღეზე მეტ ხანს, სიმპტომების არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.