
კანის მოვლის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებობს ბრენდები, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს არ გვაძლევს. ერთ-ერთი ასეთია ფრანგული ნორევა. პროდუქციის მიზანი კანის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენაა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნორევა სახის დამატენიანებელი ხაზი. ის ნებისმიერი ტიპის კანისთვის ნამდვილი ხსნაა.
კანი ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც გარემოსა და ორგანიზმს შორის ერთგვარი ბარიერია. როდესაც კანში ტენიანობის დონე იკლებს, ის ელასტიურობას კარგავს. ასევე, მეტად მგრძნობიარე ხდება, ჩნდება დაჭიმულობის შეგრძნება და ნაადრევი ნაოჭები. ჰიდრატაციის ნაკლებობა შეიძლება არა მხოლოდ მშრალი, არამედ ცხიმიანი კანის მქონე ადამიანსაც აწუხებდეს. სახის კრემის სწორად შერჩევა ამიტომაცაა მნიშვნელოვანი. ბრენდის - ნორევა სახის დამატენიანებელი ხაზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რასაკვირველია, ამის მიზეზი მისი ეფექტურობაა.
გამომშრალ კანზე ანთებითი პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს და მარტივად ღიზიანდება. ნორევას ლაბორატორიამ ისეთი ფორმულები შეიმუშავა, რომლებიც კანს არა მხოლოდ ზედაპირულად ატენიანებს, არამედ მას წყლის ბუნებრივი მარაგის შენარჩუნებას „ასწავლის“. როდესაც კანის ბარიერი (ჰიდროლიპიდური გარსი) დაზიანებულია, წყალი ზედაპირიდან ორთქლდება. ამ პროცესს ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვა (TEWL) ჰქვია. Noreva-ს პროდუქტები სწორედ ამ ბარიერის აღდგენაზე მუშაობენ.
Noreva-ს დამატენიანებელ ხაზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია Aquareva-ს სერია. კერძოდ, Noreva Aquareva-ს სახის კრემი სპეციალურად ნორმალური და კომბინირებული კანისთვისაა შექმნილი. მას მსუბუქი ტექსტურა აქვს, მყისიერად შეიწოვება და ცხიმოვან კვალს არ ტოვებს.
ამ პროდუქტის ეფექტურობას რამდენიმე ინოვაციური კომპონენტი განაპირობებს.
გლაციალური წყლის ლიპოსომები. ეს მიკრო-კაფსულები მინერალებითა და ოლიგოელემენტებით მდიდარ წყალს შეიცავს. ისინი თანდათან თავისუფლდება და კანის უჯრედებს უწყვეტად ამარაგებს.
მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰიალურონის მჟავა. ის ცნობილია თავისი უნარით: წყლის მოლეკულები კანის სიღრმეში მიიზიდოს და შეაჩეროს.
Hydrastim 4C. აქტიური ინგრედიენტი, რომელიც კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს აღადგენს და კანის დატენიანების ბუნებრივ მექანიზმს ააქტიურებს.
რატომ არის ნორევა სახის დამატენიანებელი ასეთი ეფექტური?
ამის გასაგებად კანის სტრუქტურას უნდა ჩავუღრმავდეთ. ეპიდერმისი ტენიანობას მუდმივად კარგავს. Aquareva-ს ხაზი „ჭკვიანი ჰიდრატაციის“ მეთოდს იყენებს. კრემი კანს არა მხოლოდ ზედაპირულად ფარავს, არამედ უჯრედშორის კავშირებს აღადგენს. გლაციალური წყლის ლიპოსომები მცირე რეზერვუარების მსგავად მოქმედებენ. ლიპოსომა თავისი სტრუქტურით ადამიანის უჯრედის მემბრანას ჰგავს. ამის გამო კანის ღრმა ფენებში ადვილად აღწევს და სასარგებლო მინერალებს ათავისუფლებს.
ეს უზრუნველყოფს, რომ კანმა ტენი არა მხოლოდ კრემის წასმის მომენტში, არამედ მთელი დღის განმავლობაში მიიღოს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც კონდიცირებულ გარემოში ან გამათბობელთან დიდ დროს ატარებს. Noreva-ს ფორმულები აკვაპორინების მასტიმულირებელ აგენტებს შეიცავს. აკვაპორინები უჯრედში არსებული ცილოვანი არხებია. ისინი წყლის ტრანსპორტირებაზე არიან პასუხისმგებელნი. მათი გააქტიურებით კანი ტენის სწორ განაწილებას შიგნიდან იწყებს.
კანის საჭიროებები სეზონების მიხედვით იცვლება.
ზამთარში დაბალი ტემპერატურა და ქარი ჰიდროლიპიდურ ბარიერს აზიანებს. ეს კანის აქერცვლასა და მიკრო-ბზარებს იწვევს. ასეთ შემთხვევაში, ბრენდის - ნორევა სახის დამატენიანებელი დამცავის ფუნქციას ასრულებს. ის დაზიანებულ უბნებს ავსებს. ზამთრის პერიოდში კანის მგრძნობელობა იზრდება, ამიტომ Aquareva-ს დამამშვიდებელი ეფექტი ორმაგად ფასეულია.
ზაფხულში კი, კანის გადახურებასა თუ დეჰიდრატაციას ულტრაიისფერი სხივები და ოფლიანობა იწვევს. ბევრი ადამიანი შეცდომას უშვებს და ზაფხულში დამატენიანებელზე უარს ამბობს. მათ ჰგონიათ, რომ ასე კანი ნაკლებად გაუცხიმიანდებათ. ნორევას გამოყენების შემთხვევაში, მსგავსი დისკომფორტისგან დაზღვეული ხართ. დამატენიანებელ კრემს მსუბუქი ტექსტურა აქვს. ის კანს აგრილებს და წყლის ბალანსს აღადგენს.
დეფიციტის კომპენსირებისთვის დეჰიდრატირებული კანი ხშირად უფრო მეტ ცხიმს (სებუმს) გამოიმუშავებს. ამიტომაც, დამატენიანებელი ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებმა რეგულარულად უნდა გამოიყენონ.
ნორევას პროდუქტები ზედმეტ დანამატებს არ შეიცავენ, რაც ალერგიული რეაქციების რისკს ამცირებს. Aquareva-ს ხაზში შემავალი გლიცერინი არის კლასიკური, მაგრამ შეუცვლელი ჰუმექტანტი. ის წყალს ჰაერიდან იწოვს და კანში აკავებს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ვიტამინ E-ს. ესაა მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვის - მოლეკულებს, რომლებიც კანის ნაადრევ დაბერებას იწვევენ. ასე თქვენი კანი არა მხოლოდ დატენიანებული, არამედ ოქსიდაციური სტრესისგან დაცული იქნება.
ბრენდს სპეციფიკური ხაზები სხვადასხვა ტიპის კანისთვის აქვს შემუშავებული. ახლა სწორედ მათზე ვისაუბრებთ.
Zeniac და Exfoliac: ეს ხაზები განკუთვნილია პრობლემური, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. ხშირად, აკნეს მკურნალობისას, კანი ძალიან შრება. ამ სერიის ნორევა სახის დამატენიანებელი კრემები კანს ამშვიდებს და ფორებს არ ახშობს.
Sensidiane: შექმნილია ჰიპერმგრძნობიარე და რეაქტიული კანისთვის. ის სიწითლესა და გარემო ფაქტორების მიმართ კანის მგრძნობელობას ამცირებს.
Xerodiane AP+: იდეალურია ძალიან მშრალი და ატოპიური კანისთვის. ის შეიცავს ლიპიდებს, რომლებიც კანს აჯანსაღებს და ქავილის შეგრძნებას ხსნის.
ნორევა სახის დამატენიანებელი კიდევ უფრო ეფექტური იქნება, თუ გამოყენების რამდენიმე წესს დაიცავთ:
პირველ რიგში, საჭიროა კანის სწორი გასუფთავება. რეკომენდებულია, კრემი ოდნავ ნოტიო კანზე დაიტანოთ. ეს ჰიალურონის მჟავას ტენის უკეთ „ჩაკეტვაში“ ეხმარება;
კრემი რეგულარულად, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს გამოიყენეთ. კანის რეგენერაცია ღამით უფრო აქტიურია, ამიტომ ძილის წინ დატენიანება აუცილებელია;
ნუ დაივიწყებთ კისრისა და დეკოლტეს ზონას;
დღისით კი დამატენიანებლის შემდეგ, ყოველთვის SPF გამოიყენეთ, რადგან მზე კანის გამოშრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
კოსმეტიკური საშუალება საუკეთესოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც მას ორგანიზმი შიგნიდანაც უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ დღეში საჭირო რაოდენობის წყალს სვამდეთ. თუმცა კანის ჰიდრატაციას ეს ვერ უზრუნველყოფს, თუ გარეგანი ბარიერი დაზიანებულია.
ტრიქოლოგები და დერმატოლოგები აღნიშნავენ, რომ კანის ზედაპირიდან წყალი ყველაზე აქტიურად ღამით ორთქლდება. ამიტომ, საღამოს რუტინაში Noreva-ს დამატენიანებელი ჩართეთ.
ნორევას პროდუქცია მკაცრ კლინიკურ კონტროლს გადის. ბრენდის ფილოსოფია „კანის რეაბილიტაციას“ ეფუძნება. კრემი სიმშრალეს დროებით კი არ ნიღბავს, არამედ კანის სტრუქტურას აუმჯობესებს.
Noreva-ს პროდუქტები ხშირად კომპლექსური თერაპიის დროს ინიშნება. ეს იმიტომ, რომ ისინი ჰიპოალერგიულია.
ნორევას არჩევა ფრანგული ფარმაცევტული სტანდარტების ნდობას ნიშნავს. Aquareva 24h მსუბუქი კრემი არის პროდუქტი, რომელიც თქვენი რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდება.
ჯანსაღი კანის საიდუმლო მის დატენიანებაშია. ბრენდის - ნორევა სახის დამატენიანებელი თქვენს კანს ბზინვარებას, ტენიანობასა და სიმტკიცეს 24 საათის განმავლობაში შეუნარჩუნებს.
ნუ დაელოდებით კანის გამოშრობასა და გაღიზიანებას. მასზე ზრუნვა ხარისხიანი დერმატო-კოსმეტიკით დღესვე დაიწყეთ. Noreva Aquareva-ს მსუბუქი კრემი და ბრენდის სხვა პროდუქტები სააფთიაქო ქსელ ჯპს-ში ყოველთვის ხელმისაწვდომია.
რით განსხვავდება Noreva Aquareva სხვა დამატენიანებელი კრემებისგან?
Noreva Aquareva იყენებს „ჭკვიანი ჰიდრატაციის“ ტექნოლოგიას. მისი მთავარი კომპონენტია გლაციალური წყლის ლიპოსომები. ისინი კანის ღრმა ფენებში მინერალებს თანდათანობით გამოყოფენ. ეს არა მხოლოდ მყისიერ, არამედ უწყვეტ, 24-საათიან დატენიანებას უზრუნველყოფს.
სჭირდება თუ არა ცხიმიან კანს დამატენიანებელი?
დიახ, აუცილებლად. ხშირად ცხიმიანი კანი სინამდვილეში დეჰიდრატირებულია. ამის გამო ორგანიზმი მეტ ცხიმს (სებუმს) გამოიმუშავებს. ნორევას მსუბუქი ტექსტურის კრემები წყლის ბალანსს აღადგენენ.
რომელი ხაზია საუკეთესო აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის?
პრობლემური კანისთვის ნორევამ Zeniac და Exfoliac ხაზები შექმნა. ისინი მკურნალობისგან გამოფიტულ კანს ამშვიდებს და გაღიზიანებას ამცირებს. რაც მთავარია, აკნესთან ბრძოლას ხელს არ უშლის.