About Product
ინგრედიენტები: ფქვილი შვრიის (შეიცავს გლუტენს), კალციუმის კარბონატი, მარილი, ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა), რკინის (II) ფუმარატი, ბიფიდობაქტერიები არა ნაკლებ 1x106 კწე/გ. სურსათი შეიძლება შეიცავდეს რძეს და სოიოს. სურსათი შეფუთულია მოდიფიცირებულ ატმოსფეროში აზოტით.
კვებითი ღირებულება 100 გ მზა სურსათში (წყლით განზავებისას/დედის რძეში გახსნისას): ენერგეტიკული ღირებულება 56/111 კკალ; 233/465 კჯ; ცხიმები 0,88/3,8 გ; მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 0,176/1,379 გ; ცილები 1,9/3,2 გ; ნახშირწყლები 10,1/16გ; მათ შორის შაქრები 0,582/6,726 გ; მარილი 8,75/67,75 მგ; ნატრიუმი 3,5/27,1მგ; კალციუმი 66,2/85,7 მგ; ვიტამინი C 8,8/12,3 მგ; რკინა 1,2/1,3 მგ;
სასარგებლო ინფორმაცია:
მარტივი სუფთა რეცეპტურა:
√ არავითარი დამატებული შაქარი
√ არავითარი პალმის ზეთი
√ არავითარი ხელოვნური საღებავები, კონსერვანტები და არომატიზატორები
√ არავითარი გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტები
დამატებული საქაროზის გარეშე; სურსათი შეიცავს ბუნებრივი (ნატურალური) წარმოშობის შაქრებს.
მომზადების წესი: 1. დაიბანეთ ხელები და აიღეთ სუფთა ჭურჭელი. 2. დაასხით სუფთა თეფშზე 37 0C ტემპერატურის 160 მლ დედის რძე ან საბავშვო ნარევი. იმ შემთხვევაში, თუ ფაფის მომზადებისთვის იყენებთ საბავშვო ნარევს, სასმელი წყალი ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, გააგრილეთ 40 0C-მდე და გახსენით საბავშვო ნარევის საჭირო რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ ფაფის მომზადებისთვის იყენებთ სასმელ წყალს, ადუღეთ ის 5 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ 40 0C-მდე. დაასხით სუფთა თეფშზე 160 მლ წყალი. 3. ჩაყარეთ მშრალი ფაფის რეკომენდებული რაოდენობა - 25 გ (6-7 სუფრის კოვზი) ცალკე ფინჯანში. თანდათან ამატეთ მშრალი ფაფა დედის რძით, ანადუღარი წყლით ან საბავშვო ნარევით სავსე თეფშზე, განუწყვეტლივ ურიეთ. 4. მოურიეთ ფაფას ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
არ ხარშოთ! კვებეთ ბავშვი სუფთა კოვზით. ფაფა საჭიროა მომზადდეს უშუალოდ ყოველი კვების წინ. არ შეინახოთ კვების შემდეგ დარჩენილი განზავებული ფაფა. ჩვენ გირჩევთ, ბავშვს მისცეთ ფაფა მჯდომარე მდებარეობაში, მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.
ახალი პროდუქტის შემოღება დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და თანდათან გაზარდეთ ულუფა საჭირო მოცულობამდე.
წყლით განზავებისას ფაფა არ უზრუნველყოფს რაციონის აუცილებელ კვებით ღირებულებას. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რაციონის კორექციის მიზნით.
შენახვის პირობები: დახურული კოლოფი შეინახეთ მშრალ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არა უმეტეს 75%-ის პირობებში. გახსნილი კოლოფი მჭიდროდ დახურეთ. გახსნის შემდეგ კოლოფი შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში.
Show More
More Info
8106
Generic
Porridge without milk