სოლ დე ჟანეირო 62 ტანის სკრაბი 220გრ — Brazilian Bum Bum ხაზი. აშორებს დამბლარ უჯრედებს და ტანს ტოვებს გლუვი, ტკბილი არომატით.
ქვიშასავით ნაზი სხეულის სკრაბი, რომელიც კუპუასუს დაფქული თესლითა და შაქრის კრისტალებით ნაზად ახდენს კანის ექსფოლიაციას და ატენიანებს მას, მთელი წლის განმავლობაში გლუვი და რბილი კანის შესანარჩუნებლად.
აიღეთ სკრაბის უხვი რაოდენობა და ხელისგულებს შორის გაათბეთ, რათა მკვებავი ზეთები გააქტიურდეს და პროდუქტი კანზე მარტივად გადანაწილდეს.
-დაიტანეთ სველ კანზე და წრიული მოძრაობებით ნაზად შეიზილეთ, რათა ხელი შეუწყოთ კანის მიკროცირკულაციას და გააძლიეროთ მისი დამარბილებელი ეფექტი.
-გამოყენების შემდეგ წაისვით Brazilian Bum Bum Cream (იყიდება ცალკე), რათა კანის მოვლის ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერდეს.
-Bum Bum Body Scrub იდეალურია ავტორუჯის გამოყენებამდე.
ბრაზილიური სილამაზის რჩევა:
Bum Bum Body Scrub განსაკუთრებით ეფექტურია იდაყვების, მუხლების, წვივებისა და ტერფებისთვის. შეგიძლიათ ნაზად შეიზილოთ ფეხის თითებს შორისაც, სანამ აბაზანაში ისვენებთ, დამატებითი სიამოვნებისა და სახლში სპას მსგავსი გამოცდილებისთვის.
დაფქული კუპუასუს თესლი- ნაზად ასწორებს და არბილებს კანის ზედაპირს, ამასთანავე მდიდარ ფორმულას განსაკუთრებულ, კრემისებრ ტექსტურას ანიჭებს.
გუარანას ექსტრაქტი – ბუნებრივი წარმოშობის აქტიური ინგრედიენტი, ყავაზე 5-ჯერ მეტ კოფეინს შეიცავს. ხელს უწყობს კანის გამოცოცხლებას და მას უფრო მკვრივ და ელასტიურ იერს ანიჭებს.
ქოქოსის ზეთი – ღრმად კვებავს, არბილებს და ატენიანებს კანს.