Venoplant cream gel 100ml #1
Venoplant cream gel 100ml #1

Venoplant cream gel 100ml #1

Italy

აესკულაპი
About Product
შემადგენლობა: ჰეპარინი 4.000 სე, ყვითელი ძიძო- 20% კუმარინი 0,1გ, ესცინი 1გ, აზიური ცენტელა 0,1გ. ფარმაკოლოგიური თვისებები: ვენოპლანტის კრემ-გელს გააჩნია ანგიოპროტექტული მოქმედება. აუმჯობესებს ტროფიკას, მიკროცირკულაციას და კაპილარების ტონუსს ქვედა კიდურების ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს. ვენოპლანტის კრემ-გელი შეიცავს მცენარეულ ლიპოპროტეინულ ემულგატორს: ზეითუნის ზეთის გლუტინატი. ნივთიერება დამზადებულია ზეითუნის ზეთზე და ხორბლის პროტეინზე, რაც უზრუნველყოფს კრემ- გელის კანზე წასმისას კარგ ამტანობას და მთავარი კომპონენტების კარგად შეწოვას. ესცინი- ცხენისწაბლას მთავარი შემადგენელი კომპონენტია, მრავალ ექსპერიმენტულ მოდელებში დამტკიცებულია ესცინის ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და კაპილარების განვლადობის შემამცირებელი მოქმედება. სისხლძარღვების განვლადობის შემცირება ხელს უშლის ცილოვანი მოლეკულების, ელექტროლიტების და წყლის გადასვლას მიმდებარე ქსოვილებში, შედეგად მცირდება ვენური უკმარისობის სიმპტომები: ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი და ქავილი. ცენტელას ექსტრაქტის ტრიტერპენული ფრაქცია - აზიური ცენტელა (Centella Asiatica) სამკურნალო მცენარეა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენება თერაპიული მიზნით. ეს მცენარე მდიდარია ტრიტერპენებით, რომელიც სამკურნალო ეფექტს ახდენს კანზე და ვენურ ცირკულაციაზე. ტრიტერპენული ფრაქცია შეიცავს : Asian Acid (30%), Madecassic acid (30%), Asiaticoside (40%). ეს ნივთიერებები აუმჯობესებენ შემაერთებელი ქსოვილის ტროფიკას და ამცირებენ მიკროსისხლძარღვოვან განვლადობას. შედეგად ისინი უზრუნველყოფენ შემაერთებელი ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებას კანქვეშა ელასტიურობის და ვენების ელასტიურობის გაუმჯობესების ხარჯზე, ასევე აუმჯობესებენ ქსოვილების ფიზიოლოგიურ დრენაჟს, რომლის შეფერხებაც იწვევს ცელულიტს, შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში. ყვითელი ძიძო - ამ მცენარის ნედლი ან გამხმარი ფოთლები და ყვავილები გამოიყენება სამედიცინო თვალსაზრისით. შეიცავს კუმარინს, აქტიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება მედიცინაში და მისი ძალიან მაღალი ლიპოფილურობიდან გამომდინარე მთლიანად შეიწოვება კანიდან. კუმარინი ასტიმულირებს მაკროფაგული ენზიმების პროტეოლიზურ აქტივობას, რითაც ახდენს ვენური უკმარისობის დროს შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციას. ამ ნივთიერების შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ამცირებს ვენური შეგუბების და ლიმფური სტაზის განვითარებას გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, მათ შორის ტრავმისა და ორთოპედიული ქირურგიის დროს. ჰეპარინი- მუკოპოლისაქარიდი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჰემოკოაგულაციურ კასკადზე და გამოიყენება მისი ანტიკოაგულაციური მოქმედებიდან გამომდინარე. კანზე წასმისას ამცირებს ჰემატომების წარმოქმნას და ტრავმის შედეგად სითხის გაჟონვას, დაჟეჟილობის განვითარებას ან ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევას.
ჩვენებები: ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები. ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ტრავმის და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა. დოზირების რეჟიმი: კრემ-გელის თხელი ფენა წაისვით დაზიანებულ ადგილას 1-ჯერ ან რამოდენიმეჯერ დღეში. ნაზად შეიზილეთ სანამ კრემ-გელი მთლიანად არ შეიწოვება. შენახვის პირობები: ინახება 15-30 C ტემპერატურაზე, სითბოსგან, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
აესკულაპი
Country
Italy
Generic
heparin+escin+centella+meliloto
Form
კრემ-გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page