სანდო მონაცემების მისაღებად რეკომენდირებულია პირველი დილის შარდის ანალიზი ან ნებისმიერი შარდის ანალიზი ოთხსაათიანი შარდშეკავების შემდეგ. უკეთესია გამოიყენოთ სტერილიზებული ჭიქა თავსახურით შარდის მოსაგროვებლად. ალტერნატიული ვარიანტია სრულიად ახალი, უხმარი, მშრალი ერთჯერადი ჭიქა.
1.დაიბანეთ ხელები საპნით გამდინარე წყლით. 2.არ მოხსნათ თავსახური კონტეინერს, სანამ არ იქნებით მზად მოშარდვისთვის. 3.მოაგროვეთ კონტეინერში არანაკლებ 30მლ შარდი. 4.გააგრილეთ შარდი ოთახის ტემპერატურამდე, ამისათვის დადეთ კონტეინერი სწორ ზედაპირზე 5 წუთით.
ტესტის გაკეთების ეტაპები:
1.გახსენით შეფუთვა ტესტ-ხაზის, დაიკავეთ ფერადი მხრიდან და ამოიღეთ ტესტი. არ შეეხოთ ტესტის სხვა ნაწილს და არ დადოთ (იატაკზე,ზედაპირზე). 2.დაიკავეთ ტესტ-ხაზი ვერტიკალურად და მოათავსეთ (ჩადეთ) ბოლო ისრით შარდში. დარწმუნდით რომ ისრები მიმართულია ქვევით. ჩაუშვით ტესტ-ხაზი და დააკვირდით რომ მაქსიმალურის ხაზი იყოს ზევით. მაქსიმალური ხაზი არ მოათავსოთ შარდში. 3.ამოიღეთ ტესტ-ხაზი მაშინვე, როდესაც ნიმუში მიაღწევს სატესტო უბანს. 4.მოათავსეთ ტესტ-ხაზი სუფთა და სწორ ზედაპირზე ოთახის ტემპერატურის პირობებში 5წუთი. შემდეგ იხილეთ შედეგი.