Puriten +D3 caps 2000 IU #100
Puriten +D3 caps 2000 IU #100

Puriten +D3 caps 2000 IU #100

United States of America

პურიტანს პრაიდი
About Product
პურიტენი ვიტამინი D3 50მკგ (2000სე)
ქოლეკალციფეროლი
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 1კაფსულა შეიცავს ქოლეკალციფეროლი–50მკგ-2000სე; დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ზეთი, ჟელატინი, ხორბლის ზეთი.

ჩვენებები: ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. რაქიტის, ჰიპოკლაციემური ტეტანიის, ოსტეომალაციის და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (როგორიცაა ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათეოზი), ვიტამინ D-ს შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეოებების პროფილაქტიკა. როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრადიენტების მიმართ; ჰიპერვიტამინოზი D; კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში; შარდ-კენჭოვანი დაავადება; სარკოიდოზი; თირკმელების უკმარისობა. ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სადღეღამისო დოზის საგულდაგულოდ შერჩევა, რათა თავიდან აიცილონ დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

მიღების წესები და დოზები: 1 კაფსულა ერთხელ დღეში 18 წლიდან.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის რეკომენდებულ დოზებში მიღებისას გვერდითი ეფექტების განვითარება ნაკლებად შესაძლებელია. იშვიათად ვიტამინ D-ს მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობისას ან შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი მაღალი დოზით ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია მოწამლვის განვითარება ე. წ. ჰიპერვიტამინოზი D. 

ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები: მადის დაკარგვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ ცვლილებები (გულისრევა, ღებინება), თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, პოლიურია, დეპრესია, ფსიქიკის დარღვევა, წონაში დაკლება, სისხლში და-ან შარდში კალციუმის დონის მომატება, შარდ-კენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია. 

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში ვიტამინ D3-ის მიღება მაღალ დოზებში ნებადართული არ არის პრეპარატის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ტერატორგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში. ამ დროს შესაძლებელია მისი ჰიპერდოზირებით გამოწვეული სიმპტომების განვითარება ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები: საჭიროა პრეპარატის დოზის გადაჭარბებისაგან თავის დაცვა. ვიტამინზე გარკვეული მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად გათვლილი უნდა იყოს ვიტამინის მიღების ყველა წყარო.

ვიტამინ D3-ს შედარებით მაღალი ან მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან დარტყმითი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია ქრონიკული D3- ჰიპერვიტამინოზის განვითარება. პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება იმობილიზებულ პაციენტებში. ვიტამინ D3-თან ერთად კალციუმის მაღალი დოზებით მიღება ნებადართული არ არის.

დოზის გადაჭარბება: პრეპარატის მწვავე მოწამლვით გამოწვეული ტოქსიკური სიმპტომები შედარებით იშვიათად ვლინდება, უმეტეს შემთხვევაში ახალშობილებში და ბავშვებში ჰიპერდოზირების დროს, 100000სე ან მეტი რაოდენობის ვიტამინის მიღებისას დღეში. სიმპტომები ჰიპერდოზირებისას: საერთო სისუსტე, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პოლიურია, ჰიპერაციდული გასტრიტი, დიარეა, ნაწლავების კოლიკა. ხშირი სიმპტომებია: თავის, კუნთებისა და სახსრების მნიშვნელოვნად დაკლება. ვითარდება ალბუმინურიით, ერითროციტოურიით და პოლიურიით მიმდინარე თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპოკალემია, ჰიპოსტენურია, ნიქტურია და სისხლის წნევის საშუალო დონის მომატება. მძიმე შემთხვევებში ადგილი აქვს რქოვანას შემღვრევას, იშვიათად, თვალის ნერვის შეშუპებას, ფერადი გარსის ანთებას კატარაქტის წარმოქმნით დამთავრებული. შესაძლებელია თირკმელების კენჭოვანი დაავადებების განვითარება, ჩაკირული კერების წარმოქმნა თირკმელებში, აგრეთვე, ისეთ რბილ ქსოვილებში, როგორებიცაა სისხლძარღვები, გული, ფილტვები და კანი.

იშვიათად ვითარდება ქოლესტაზური სიყვითლე. მკურნალობა: პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.
Show More
More Info
Brand
პურიტანს პრაიდი
Country
United States of America
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
2000სე
Form
კაფსულა
Quantity
100
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page