ჩვენ არ გვჯერა უნაკლო კანის- გამონაყარი ცხოვრების სრულიად ნორმალური ნაწილია. მაგრამ ჩვენ გვესმის, არის შემთხვევები, როცა გსურს ცოტა აკონტროლო გამონაყრის წარმოქმნა. სწორედ აქ შემოდის ჩვენი ჩაის ხის ასორტიმენტი და ეს კანის გამწმენდი სახის დასაბანი,რომელიც არის იდეალური პირველი ნაბიჯი. დადასტურებულია, რომ შესამჩნევად ამცირებს გამონაყარს 7 დღეში, ეს გელი ინტენსიურად ასუფთავებს და განაახლებს კანს, ანიჭებს მას უფრო სუფთა იერს. აშორებს ჭარბ ცხიმის სიმშრალის ან დაჭიმულობის შეგრძნების გარეშე. მძლავრი ნივთი! ეს არის ჩვენი ყველაზე ბუნებრივი ფორმულირება და გამდიდრებულია 91% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით, ჩაის ხის ზეთით და სალიცილის მჟავით. შეიძლება ცოტა საშიშად ჟღერდეს, მაგრამ სალიცილის მჟავა არის უბრალოდ ბეტა-ჰიდროქსი მჟავა (BHA), რომელიც ცნობილია, რომ ნაზად ქერცლავს კანის მკვდარ უჯრედებს, რაც ხელს უწყობს დაბინძურების და ზედმეტი ცხიმის მოცილებას. ჩაის ხის ზეთი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამწმენდი ინგრედიენტია.დიდებული მწვანე შეფუთვა ახლა გადამუშავებადია.
- დადასტურებულია, რომ შესამჩნევად ამცირებს გამონაყარს 7 დღეში - ინტენსიურად ასუფთავებს კანს - გელ-ქაფის ფორმულა - ვეგანური - დერმატოლოგიურად შემოწმებული
გამოყენების წესები, რეკომენდაციები:
1. გადაინაწილე ნოტიო კანზე წრიული მოძრაობებით, რათა კარგად აქაფდეს. მოარიდე თვალებს. 2. ჩამოიბანე წყლით . 3. გამონაყრისკენ მიდრეკილი კანის სრული რუტინისთვის, გამოიყენე ჩაის ხის ტონართან და შრატთან ერთად.