- სახის გამწმენდი ხაზი. - ზრდასრული ასაკის ქალბატონები. - მგრძნობიარე კანი (თავსებადია კონტაქტურ ლინზებთან). - თვალი. - გავლილი აქვს დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კონტროლი. - ვეგანური.
ძირითადი მოქმედების ეფექტი: - ორფაზიანი ტექსტურა, ზეთისა და ლოსიონის გაერთიანებით, საფუძვლიანად აშორებს თვალიდან ყოველდღიურ და წყალგამძლე მაკიაჟს. - აძლიერებს კანის ბარიერს და ინარჩუნებს მის ბუნებრივ მიკრობიომს. - ანიჭებს კანს სისუფთავის შეგრძნებას. - არ აცხიმიანებს კანს.
დამატებითი მოქმედების ეფექტი: - რბილად აშორებს მაკიაჟს და არ აზიანებს წამწამებს.
გამოყენების წესები, რეკომენდაციები: - გამოყენებამდე შეანჯღრიეთ, დაიტანეთ ბამბის დისკზე და ნაზად გაიწმინდეთ თვალის გარშემო არე.
შემადგენლობა და ძირითად მოქმედ ნივთიერებათა თვისებები: - პრებიოტიკული კომპლექსი, რომელიც შედგება 3 აქტიური ინგრედიენტისგან : 1. ზღვის წყალი (გამდიდრებულია მინერალებით და მიკროელემენტებით) - კანის მიკრობიომის მაბალანსირებელი მოქმედებით. 2. მწვანე და ყავისფერი წყალმცენარეები (GREEN AND BROWN ALGAE - შაქრის და ამინომჟავების წყარო ) - მიკრობიომის გამაძლიერებელი მოქმედებით. 3. შაქარი - სასარგებლო ბაქტერიების დამცავი მოქმედებით. - პროვიტამინ B5 - წამწამების დამცავი მოქმედებით. - 99% ნატურალური ინგრედიენტები.