- სახის გამწმენდი ხაზი. - ნებისმიერი ასაკის ქალბატონებისათვის. - ყველა ტიპის კანისათვის. - სახის, თვალისა და ტუჩებისათვის.
ძირითადი მოქმედების ეფექტი: - საფუძვლიანად და დელიკატურად აშორებს კანს მაკიაჟს და დაბინძურებას. - ატენიანებს, არბილებს და კვებავს კანს. - ამშვიდებს კანს და ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას.
დამატებითი მოქმედების ეფექტი: - ანიჭებს კანს სასიამოვნო, გამაცოცხლებელ სურნელს.
გამოყენების წესები, რეკომენდაციები: - პომპაზე ორჯერ დაჭერით მიღებული რაოდენობის სითხით დაასველეთ ბამბის დისკი, შემდეგ დაიტანეთ სახეზე, თვალზე, ტუჩებსა და ყელზე და გაიწმინდეთ წრიული მოძრაობებით. - არ საჭიროებს ჩამობანას.
შემადგენლობა და ძირითად მოქმედ ნივთიერებათა თვისებები: - რბილი გამწმენდი, ნატურალური წარმოშობის აგენტები - მაკიაჟის მოსაშორებელი, გამწმენდი ეფექტით. - ბერძნული ბეგქონდარას თაფლი - მკვებავი, დამამშვიდებელი, კომფორტის მომნიჭებელი ეფექტით. - ასკილის ნაყოფის ექსტრაქტი - დამამშვიდებელი, დამატენიანებელი ეფექტით. - ვარდის ნაყენი - ძლიერი ანტი-დაბინძურების მოქმედებით. - ზამბახის სურნელის დანამატი - სასიამოვნო, გამომაცოცხლებელი ეფექტისთვის.