ბოდი შოპი იყენებს 99.9% ბუნებრივ ინგრედიენტებს. იმის გამო, რომ განსაკუთრებულად ვზრუნავთ გარემოზე, ჩვენი შეფუთვები 100%-ით გადამუშავებადია და ასევე, დამზადებულია სრულად გადამუშავებული მასალებისგან. ვინაიდან ფოლგა, პლასტიკი, პოლიეთილენი და სხვა არ არის გადამუშავებადი მასალები, ჩვენს შეფუთვებში მათ ვერ შეხვდებით
ძირითადი მოქმედების ეფექტი : - ინტენსიურად კვებავს და მომენტალურად არბილებს ტუჩებს. - ატენიანებს, ხსნის სიმშრალესა და აქერცვლისკენ მიდრეკილებას. - ანიჭებს ტუჩებს ელასტიურობას და იცავს კანის ქსოვილებს ტუჩების მიმიკის გამო დაზიანებისაგან.
დამატებითი მოქმედების ეფექტი : - იცავს ტუჩებს კლიმატური პირობების მიერ ტუჩების დაზიანებისაგან (მაგალითად სუსხი,ქარი, სიცივე, სიცხე და ა.შ) - იცავს ტუჩებს გამოშრობისაგან და გარემოს მავნებლობისაგან.
გამოყენების წესი : - დაიტანეთ ტუჩებზე თითის ბალიშებით ან ტუჩის ფუნჯით და გადაინაწილეთ. - გამოიყენება დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს საჭიროებისამებრ. - შესაძლოა შეამჩნიოთ რომ კარაქს აქვს მცირე კრისტალები, რაც ნორმალურია და წარმოშობილია ცვილისა და ზეთების შერწყმის გამო. წასმის პროცესში კრისტალები დადნება. ასევე შეგიძლიათ გამოყენებამდე შეათბოთ ორი თითის ბალიშით მათ დასადნობად.
შემადგენლობა : - გრეიპფრუტის თესლის ზეთი - დამატენიანებელი ეფექტით. - CT შიის კარაქი განადან - მკვებავი და აღმდგენი მოქმედებით.