გაათავისუფლე გონება ჩვენი ლავანდისა და ვეტივერის დამამშვიდებელი სურნელოვანი სანთლის დახმარებით. აანთე ეს უნაზესი სანთელი და შეუწყე ხელი საკუთარი სხეულისა და გონების მოდუნებას საღამოს პერიოდში. დამზადებულია 98%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით. თითოეული სანთელი დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი ეთერზეთების გამოყენებით, მათ შორისაა ლავანდა პროვანსიდან და ვეტივერი მადაგასკარიდან. და კარგი ამბავი ის არის, რომ ისინი მზადდება 100%-ით მცენარეული და ბუნებრივი რაფსის ცვილის გამოყენებით, რომელიც მოპოვებულია ევროპელი ფერმერებისგან. ასევე შეიცავს ბამბის ფიტილებს. შეფუთულია გადამუშავებად ყუთებსა და შუშის ქილებში.
- ყვავილოვანი და არომატული სურნელი - ლავანდის, ვეტივერისა და ვანილის ნოტები - წვის სრული დრო: 40 საათამდე - ვეგანური
გამოყენების წესები, რეკომენდაციები:
1. პირველი გამოყენებისას, სანთელი ენთოს იქამდე, სანამ ცვილის მთელი ზედაპირი არ გადნება- როგორც წესი, ამას დაახლოებით 3 საათი სჭირდება; 2. ეცადე, რომ ფითილი ყოველთვის ცენტრში იყოს, რათა თავიდან აიცილო ჩაღრმავებები; 3. როცა ჩაქრობის შემდეგ გამაგრდება, გაჭერი ფითილი ყოველ გამოყენებას შორის, რათა თავიდან აიცილო შავი კვამლი წვის დროს. ფითილსა და ცვილის ზედაპირს შორის დაშორება უნდა იყოს დაახლოებით 5 მმ. 4. სუნის შესანარჩუნებლად, სანთელი მაქსიმუმ 4 საათის განმავლობაში უნდა ენთოს.