Flagimet granulus 400mg  sachet #14

Flagimet granulus 400mg sachet #14

Greece

ვან ფარმა ინდუტრიალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - metronidazole
ფლაგიმეტი გრანულები 400მგ/პაკეტი (ჩანართში ეწოდება ფლაგიმეტი) შეიცავს მედიკამენტს რომელსაც ეწოდება მეტრონიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ბენზოატის სახით). მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება ანტიბიოტიკებს. მოქმედებს ინფექციების გამოწმვევი ბაქტერიების და პარაზიტების განადგურებით.
ფლაგიმეტის გამოყენება შესაძლებელია:
-სისხლის, ტვინის, ფილტვების, ძვლების, გენიტალური ტრაქტის, მენჯის, კუჭის და ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ.
-ღრძილების წყლულების და სხვა დენტალური ინფექციების სამკურნალოდ.
-ფეხის ინფიცირებული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ
-ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციითვის.

ფლაგიმეტის გამოყენებამდე მიმარეთთ ექიმს თუ:
ორსულად ხართ, ორსულობას გეგმავთ ან ორსულობას ეჭვობთ. ფლაგიმეტი არ უნდა მიიღონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა.ბავშვს ძუძუთი კვებავთ. ამ დროს უკეთესია ფლაგიმეტი არ გამოიყენოთ. რადგან მცირე რაოდენობა გამოიყოფა ლაქტატში.

როგორ გამოიყენება ფლაგიმეტი
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
-ფლაგიმეტი მიიღეთ პერორალურად. პაკეტის შიგთავსი მოათავსეთ პირის ღრუში და გადაყლაპვის გაადვილებისთვის დააყოლეთ წყალი.
-მეტრონიდაზოლის დოზა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე, მკურნალონის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება დაავადების ტიპზე და სიმწვავეზე.
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

მოზრდილები
საწყისი დოზაა 800მგ
8 საათის შემდეგ მიიღეთ მეორე 400მგ დოზა და გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ.
ბავშვები
თქვენი ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას
დოზა გაიმეორეთ 8 საათში ერთხელ
თუ ბავშვი 8 კვირაზე მცირე ასაკისაა, ექიმი მისცემს ერთ სადღეღამისო დოზას ან ორ დოზას, 12 საათიანი ინტერვალით.
ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენციისთვის

მოზრდილები
ფლაგიმეტის მიღება დაიწყეთ ოპერაციამდე 24 საათით ადრე
მიიღეთ 400მგ პრეპარატი 8 საათში ერთხელ
ოპერაციის შემდეგ შეიძლება მეტრონიდაზოლი გაიკეთონ ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით, სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებთ.
ბავშვები
ბავშვს ფლაგიმეტი მიეცით ოპერაციამდე 1-2 საათით ადრე
ექიმი წონის მიხედვით განსაზღვრავს ბავშვის დოზას.
ოპერაციის შემდეგ ბავშვს შეიძლება მეტრონიდაზოლი გაუკეთდეს ვენაში ან რექტალურად, სანთლის სახით სანამ გრანულების ორალურად მიღებას შეძლებს.
ინფექციების სხვა ტიპი

პარაზიტების და ზოგიერთი ბაქტერიით გამოწვეული სხვა ინფექციების სამკურნალოდ, ექიმი გადაწყვეტს რამდენი მეტრონიდაზოლი უნდა მიიღოთ და რა სიხშირით. ეს დამოკიდებული იქნება დაავადებაზე და მის სიმწვავეზე.
პაციენტები ღვიძლის პრობლემებით

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზის ან მედიკამენტის ნაკლები სიხშირით მიღება.
Show More
More Info
Brand
ვან ფარმა ინდუტრიალი
Country
Greece
Generic
metronidazole
Dose
400მგ
Form
გრანულა
Packing
პაკეტი
Quantity
14
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page