/images/logo_en.svg
Chlothexidine biglucinate 0.05% 100.0
Chlothexidine biglucinate 0.05% 100.0

Chlothexidine biglucinate 0.05% 100.0

Georgia

ნეოფარმი

About Product
ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი

შემადგენლობა: 0,05გ D-გლუკონის მჟავა ,ნაერთი N,N-ბის(4-ქლოროფენილ)-3,12დიიმინო-2,4,11,13-ტეტრააზატეტრადეკანედიამიდინთან (2:1),
0,2გ ნატრიუმის ბენზოატი, გამოხდილი წყალი 100მლ-მდე.

მოხმარების წესი : ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი 0,05% გამოიყენება განუზავებელი სახით.

საერეთო მონაცემები: ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი 0,05% ხსნარი არის ეფექტური სადეზინფექციო საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის. ხსნარი ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს წვის შეგრძნებას. ხსნარს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი : ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს. Gგამოიყენება დეზინფექციისთვის, როგორც სახლის პირობებში ასევე სამედიცინო დაწესებულებებში.

ჩვენება:
ხელების ჰიგიენური დამუშავება
სამედიცინო დაწესებულებებში: სამედიცინო პერსონალის ხელების და ხელთათმანების დამუშავება. საოპერაციო სივრცის სანიტარული დამუშავება. საინექციო არის დამუშავება.

სიფრთხილე: მოარიდეთ თვალთან კონტაქტს! თვალთან მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის გამდინარე წყლით. იმ შემთხვევაში თუ სასუნთქი გზების გაღიზიანება შეინიშნება, შეწყვიტეთ პროდუქტთან მუშაობა და დაუყოვნებლივ გადით სუფთა ჰაერზე.
დაუშვებელია შინაგანად მიღება! შიგნით მიღების შემთხვევაში დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და მიაყოლეთ ადსორბენტი (მაგ: ნახშირის ტაბლეტი) მოარიდეთ სითბოს წყაროებს: ცეცხლს, მზის პირდაპირ სხივებს, გამათბობელ მოწყობილობებს.
არ შეიძლება ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის შერევა სხვა სადეზინფექციო და სარეც საშულებებთან!

გამოყენების წესი და პირობები:
- ხელების ჰიგიენური დამუშავება: 5მლ ხსნარი დაიტანეთ ხელის მტევნებზე და 3წთ-ს განმავლოვაში კარგად შეიზილეთ გაშრობამდე, სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ.
- საინექსიო არის დამუშავება: საინექციო არის დამუშავება ხსნარში კარგად დასველებული სტერილური ბამბის ტამპონით, (არანაკლებ 5მლ) 3წთ-ის განმავლობაში, ყოველ ჯერზე ახალი ტამპონით.
- საოპერაციო სივრცის სანიტარული დამუშავებას ატარებენ ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის 0,05%-იან ხსნარში დასველებული სუფთა ღრუბლით ერთი მიმართულებით 5 წთ-ის განმავლობაში. სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ.

შენახვის პირობები: ინახება 15 C -25 ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
Show More
More Info
Brand
ნეოფარმი
Country
Georgia
Generic
chlorhexidine
Dose
0.05%
Form
ხსნარი გარეგანი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
We use cookies to improve your experience. You can opt out of certain cookies. Find out more in our
Cookie Policy
chat