Arcofluid physical and intellectual biostimulator amp #20
Arcofluid physical and intellectual biostimulator amp #20

Arcofluid physical and intellectual biostimulator amp #20

France

არკოფარმა
About Product
შემადგენლობა: ორგანული ჯანჯაფილის (Zingiber officinale) ფესვის ექსტრაქტი, ორგანული მაკის ბოლქვის ექსტრაქტი (Lepidium meyeni), ორგანული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი (Panax ginseng), ორგანული გუარანას თესლის ექსტრაქტი (Paullinia cupana), ორგანული ხორბლის სიროფი, ორგანული ფორთოხლის წვენის კონცენტრატი.
ჯანჯაფილის ფესვის ექსტრაქტი 7,6გ
მაკის ბოლქვის ექსტრაქტი 250მგ
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი 150მგ
გუარანას თესლის ექსტრაქტი 75მგ

ჩვენებები: ჯანჯაფილი (ჯინჯერი, კოჭა)-მედიცინაში ცნობილია სასარგებლო თვისებებით. მისი ძირითადი ბიოაქტიური კომპონენტია ჯინჯეროლი, რომელიც ჯანჯაფილს ანიჭებს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და იმუნომასტიმულირებელ თვისებებს.
მაკა-ზოგჯერ მას პერუს ჟენშენსაც უწოდებენ. მისი ბიოაქტიური კომპონენტები უზრუნველყოფენ დადებითი გუნება-განწყობის შენარჩუნებას, ფიზიკური და გონებრივი ენერგიის გაძლიერებას, ლიბიდოს და მამაკაცის ფერტილობის გაუმჯობესებას.
ჟენშენი-მისი ფესვის ექსტრაქტი ცნობილია, როგორც ძლიერი იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური საშუალება. ჟენშენი ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას.
გუარანას თესლი შეიცავს კოფეინის მაღალ კონცენტრაციას, ასევე თეოფილინს და თეობრომინს. სამედიცინო მიზნებით გამოიყენება მისი მასტიმულირებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. გუარანას თესლის ექსტრაქტი ხელს უწყობს ტონუსის ამაღლებას, აქვს დაღლილობის საწინააღმდეგო მოქმედება.

მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებულია მოზრდილთათვის. მიიღება 1 ამპულა დღეში, დილის ან შუადღის კვების დროს. უნდა მოერიდონ პრეპარატის მიღებას დღის მეორე ნახევარში. კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამოდენიმეჯერ.
გამოყენების წინ ამპულა უნდა შეანჯღრიონ. პროდუქტის ნატურალური შემადგენლობის გამო შესაძლებელია მცირე ნალექის არსებობა, რომელიც არ ახდენს გავლენას მის ხარისხზე. ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით უნდა მოატეხონ ამპულას ერთი ბოლო ჭიქის გვერდით, რათა მინის ნამსხვრევი არ მოხვდეს ჭიქაში. გადმოატრიალონ ამპულა და მოტეხილი ბოლო მოათავსონ ჭიქის თავზე. მოატეხონ ამპულის მეორე ბოლო ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით. დაელოდონ, რათა ამპულის შიგთავსი მთლიანად მოთავსდეს ჭიქაში. დაამატონ ნახევარი ჭიქა წყალი ან ხილის წვენი (125მლ).

განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
შეიცავს კოფეინს (დაახლოებით 5მგ 1 ამპულაში).
თუ პაციენტი იტარებს ანტიკოაგულაციურ ან ანტიდიაბეტურ მკურნალობას, რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
არ არის რეკომენდებული სხვა სტიმულატორებთან ერთად მიღება. საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: დასალევი ხსნარი ამპულებში. 10მლ X 20 ამპულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
France
Generic
Zingiber officinale+Lepidium meyeni+Panax ginseng+Paullinia cupana
Dose
10მლ
Form
ხსნარი ორალური
Packing
ამპულა
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page