Beoli caps #30

Beoli caps #30

Turkey

ჰონორ ილაჩ სანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Vit.B1-B12, Mg,Linolenic ac
აღწერილობა: წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების, გამა ლინოლენის მჟავის

(ომეგა-6), მაგნიუმის, ურიდინის და ციტიდინის კომპლექსს. კომბინაცია უზრუნველყოფს ნერვული სისტემისა და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ჯანსაღ ფუნქციობას.
მაგნიუმი - მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. მაგნიუმის იონები ამცირებს ნეირონთა აგზნებადობას, ანელებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს თან ახლავს კუნთების სისუსტე, ტრემორი, რეფლექტორული აგზნებადობის მომატება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, გულის რითმის დარღვევა ექსტრასისტოლიებით და ტაქიკარდიით და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა.

ვიტამინი B1 - ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის მუშაობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების უზრუნველსაყოფად.

ვიტამინი B2 - მნიშვნელოვანია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ასტიმულირებს ქსოვილოვან რეგენერაციას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული ტროფიკული დაზიანებების აღდგენას.

ვიტამინი B3 (ნიაცინი) - მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და სინთეზის პროცესებში. ახდენს სისხლში ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების ნორმალიზებას. ახასიათებს ვაზოდილატაციური მოქმედება პრეარტერიოლებისა და არტერიოლების დონეზე (თავის ტვინშიც) და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. ასევე ხასიათდება მსუბუქად გამოხატული ანტიკოაგულაციური მოქმედებით (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას) და დეზინტოქსიკაციური თვისებებით. ნიაცინის დეფიციტი კორელაციაშია სეროტონინის და მელატონინის სინთეზის შემცირებასთან, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების მიზეზი ხდება.

ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) - მონაწილეობს კორტიკოსტეროიდების სინთეზში. არის ნივთიერებათა ცვლის სტიმულატორი, ამცირებს ცხიმოვან მარაგს ორგანიზმში, იცავს ორგანიზმს სტრესისაგან.

ვიტამინი B6 - აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამინომჟავებისა და ნეირომედიატორე-ბის ბიოსინთეზში. ასტიმულირებს მაგნიუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ზრდის მის ბიოშეღწევადობას უჯრედებში.

ვიტამინი B7 ბიოტინი - მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ახდენს სისხლში გლუკოზის დონეს რეგულირებას. მონაწილეობს ენერგიის სინთეზის პროცესში. დადებითად მოქმედებს კანისა და კანის დანამატების სიჯანსაღეზე.

ვიტამინი B8 (ინოზიტოლი) - ნეიროტრასმიტერია, დიდ როლს თამაშობს კომუნიკაციაში ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის. სწორედ ინოზიტოლი არის ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც ტვინი გადასცემს ინფორმაციას მთელ ორგანოზმს ნერვული ქსოვილის მეშვეობით. ინოზიტოლი ირგებს ორგანიზმში ყველა ნეიროტრანსმიტერის როლს. სეროტონინის ტრანსპორტირებაც დამოკიდებულია ინოზიტოლზე, რაც უზრუნველყოფს ადამიანის დადებით და კარგ ხასიათზე ყოფნას. ინოზიტოლი ასევე არის ფოსფოლიპიდების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რაც უზრუნვლეყოფს ტვინის უჯრედების დამცავი გარსის ანუ მემბრანის სიჯანსაღეს.

ვიტამინი B12 - მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირების პროცესში, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების ზრდისა და ფორმირების პროცესს. გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების გენერირების პროცესში. ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას. აუმჯობესებს ჰემოპოეზს, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციებზე. ამცირებს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებისაგან გამოწვეულ ტკივილს.

ურიდინისმონოფოსფატიდა ციტიდინის მონოფოსფატი: არის ბუნებრივი ნივთიერები, რომლელიც მონაწილეობას იღებს ნერვული სტრუქტურების აღდგენის პროცესში. ციტიდინი მონაწილეობს ლიპიდების კომპლექსის სინთეზში, რომლებიც ქმნიან ნეირონულ მემბრანას, ძირითადად სფინგომიელინს, მიელინის გარსის მთავარ კომპონენტს.
Show More
More Info
Brand
ჰონორ ილაჩ სანი
Country
Turkey
Generic
gama-linolen acid (omega-6)+vitamins+minerals
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page