About Product
საღეჭი ფორკაპილი-თმის ზრდა #60 საღეჭი მარმელადი
ფორკაპილი წარმოადგენს თმის სიძლიერისა და ჯანმრთელობის ექსპერტს 30 წელზე მეტი დროის განმავლობაში.
საღეჭი ფორკაპილი-თმის ზრდა სპეციალურად შემუშავებულია: თმის ბოჭკოს გაძლიერებისა და სიმტკიცისთვის; თმის ზრდის სტიმულირებისთვის; თმის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ელასტიურობის და ბზინვარების მინიჭებით; თმის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის.
შემადგენლობა: გლუკოზის სიროფი, შაქარი, ნატურალური არომატიზატორები (ჟოლოს და ტყის კენკრის), პექტინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ვიტამინი C, თუთიის ციტრატი, ნატრიუმის სელენიტი, მინდვრის შვიტა (Equisetum arvense L), სტაფილოს კონცენტრატი (Daucus carota L.), შავი მოცხარის კონცენტრატი (Ribes nigrum L.), ვიტამინი B5, B6, B8, B9. შემომგარსველი ნივთიერება-კარნაუბის ცვილი.
კომპონენტები: 2 საღეჭი მარმელადი % VNR*
შეიცავს:
მინდვრის შვიტას
ექსტრაქტი 10მგ 50%
ვიტამინი C 40მგ 100%
ვიტამინი B5 6მგ 143%
ვიტამინი B6 2მგ 892%
ვიტამინი B8
(ბიოტინი) 446მკგ 150%
ვიტამინი B9 300მკგ 50%
თუთია 5მგ
სელენი 55მკგ 100%
* Nutritional Reference Values
შეიცავს 30%-ით ნაკლებ შაქარს ბაზარზე არსებულ სხვა საღეჭ ფორმებთან შედარებით.
არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს.
ვეგანური პროდუქტი.
ჩვენება: მინდვრის შვიტას ექსტრაქტი ასტიმულირებს თმის ზრდას, ეფექტურია ალოპეციის დროს. თმის სიძლიერის კოქტეილი (B5,B6,B8-ბიოტინი,B9-ფოლიუმის მჟავა) მონაწილეობს კერატინის სინთეზში, უზრუნველყოფს თმის სიჯანსაღეს, ამცირებს ცხიმიანობას. თუთიის, სელენის და ვიტამინი C-ს შემცველობის გამო საღეჭი ფორკაპილი თმას ხდის უფრო მორჩილს და ბზინვარეს, ანიჭებს ჯანსაღ იერს.
მიღების წესი და დოზირება: გამოიყენება 15 წლის ასაკიდან. მიიღება დღეში 2 საღეჭი მარმელადი (gummies), ნებისმიერ დროს.
განსაკუთრებული მითითებები: გამოიყენება 15 წლის ასაკიდან. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. შესაძლებელია ფერის მსუბუქი ვარიაციები პრეპარატის ნატურალური შემადგენლობის გამო, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს პროდუქტის ხარისხსა და ეფექტურობაზე. საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ამ პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ნატურალური ხილის გემოს მქონე 60 საღეჭი მარმელადი შეფუთვაში.
მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მობ.: 599 09 09 09 f.: ARKOPHARMA.GEORGIA
Show More
More Info
36904
Generic
equisetum arvense+vit C+vit B-5+vit B-6+vit B-8+acidi folici+zinc+selen