Gastrochol tab #20

Gastrochol tab #20

Turkey

ჰონორ ილაჩ სანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Foeniculum,Helichrysum,Curcuma,Taraxacum
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
Anserina ..............200 მგ
Helichrysum.........200 მგ
Dandelion.............100 მგ
Turmeric...............200 მგ
Fennel...................400 მგ
ინგრედიენტები: შემკვრელი აგენტი მიკროკრისტალური ცელულოზა, (Potentilla anserina L) ბატის მარწყვა-ბალახი, ცერეცო (Foeniculum vulgare Mill., ნაყოფი) ფხვნილი, Helichrysum (ნეგო (Roth.) G. Don., ღერო ყვავილებით) ფხვნილი, კურკუმა (Curcuma longa L., ფესვი) ფხვნილი, ბაბუაწვერა (Taraxacum) officinale (L.) Weber ex FH Wigg., ფესვი), შეწებების საწინააღმდეგო აგენტები: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიურითვისებები:
Anserina Potentilla ბატის მარწყვა-ბალახი მცენარის ფოთლები შეიცავს C ვიტამინს, კაროტინს, აგრეთვე ელაგის მჟავას (კუმარინები), მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავო-
ნოიდებს და ლეიკოანტოციანიდინებს. ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას, ამცირებს ანთებას, ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას, ანელებს ტკივილს.
Helichrysum ნეგო, უკვდავა - ქოლერეტიკია, ასტიმულირებს კუჭის და პანკრეასის სეკრეციას,
აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აქვს სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კვლევებმა დაადასტურა, რომ ნეგოს ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით ოქროსფერი სტაფილოკოკის შტამების მიმართ. ასევე აქვს გამოხატული ანტიფუნგალური (Candida albicans), და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
Dandelion ბაბუაწვერას ფესვები - გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში ასევე ტრადიციულ მედიცინაში. მისი როლი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებაში საკმაოდ დიდია.
ის არეგულირებს მონელების პროცესს და ეხმარება ორგანიზმს ყაზბობის პრობლების აღმოფხვრაში. რაც დადებითად აისახება ბუასილის დაავადების დროს.
ასევე ბაბუაწვერას ფესვები ეხმარება ორგანიზმს ღვიძლისდაავადებებთან გამკლავებაში და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის აღდგენაში. მისი მიღება პროფილაქტიკის მიზნით თავიდან აგარიდებთ ნაღვლის მუშტში კენჭების დაგროვებას, რადგან არის კარგი ნაღველმდენი საშუალება. თუ გაქვთ კანის პრობლემები დაგეხმარებათ ისეთი დაავადებების მკურნალობაში როგორის გამონაყარი კანზე, ძირმაგარები და ა.შ.

Fennel ცერეცო-შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს, დიდი ოდენობით C, B1, B2, PP და P ვიტამინებს. კალიუმის, კალციუმის, რკინის და ფოსფორის მარილებს. ცერეცოს ეთერზეთები ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას და ნაწლავებიდან აირთა განდევნას. განსაკუთრებით არეგულირებს მსხვილ ნაწლავში მიმდინარე მონელების პროცესებს, ამცირებს კოლიკას და მისგან გამოწვეულ ტკივილსა და დისკომფორტს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზის, სტენოკარდიის დროს. ახდენს ნაწლავთა ნერვული დაბოლოებების სტიმულაციას და სეკრეციის გაუმჯობესებას.

გამოყენების რეკომენდაცია:
ქრონიკული ყაბზობა და მეტეორიზმი; დისპეფსია, ადინამია; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; გასტროდუოდენალური რეფლუქსი; მწვავე და ქრონიკული არაკალკულოზური ქოლეცისტიტი; სანაღვლე გზების დისკინეზია; პოსტქოლეცისტ-ექტომიური სინდრომი; მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტის კომპლექსურ თერაპიაში; ღვიძლის ტოქსიური დაზიანება - კომპლექსურ მკურნალობაში; რენდგენო და გასტროსკოპიული კვლევის წინა მოსამზადებელ პერიოდში (შებერილობა, სპაზმი, ტკივილი).
უკუჩვენებები:
რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა; თირკმლის მწვავე უკმარისობა; ღვიძლის მძიმე დაავადებები.
დოზირების რეჟიმი:
ერთი ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში, კვებამდე 15-20 წუთით ადრე.
Show More
More Info
Brand
ჰონორ ილაჩ სანი
Country
Turkey
Generic
foebiculum+curcuma+helichrysum+taraxacum+Potentilla anserina
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page