/images/logo_en.svg
Gold L-carnitine with chrom tab #20
Gold L-carnitine with chrom tab #20

Gold L-carnitine with chrom tab #20

Poland

ლაბ. ოლიმპი

About Product

შემადგენლობა:
კვებითი ღირებულება-1 ტაბლეტი % NRV*
L-კარნიტინი 1000მგ
ქრომი 40მკგ 100%
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი; მჟავიანობის რეგულატორი ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი; შემავსებელი-სორბიტოლი; სტაბილიზატორი-პოლიეთილენგლიკოლი; დამატკბობლები-საქაროზა, სუკრალოზა; არომატიზატორი-კაროტინი (ფორთოხლის არომატისთვის). გოლდ L-კარნიტინი 1000 ქრომით-არის საკვები დანამატი შუშხუნა ტაბლეტების ფორმით, L-კარნიტინისა და ქრომის პიკოლინატის შემცველობით. პროდუქტი შეიცავს დამატკბობლებს.

L-კარნიტინი-B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან ბეტა-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
L-კარნიტინი-აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
L-კარნიტინი-ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
ქრომი ხელს უწყობს ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმს და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

რეკომენდებული დოზა: 1 ტაბლეტი, უნდა გაიხსნას 200მლ წყალში. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

გაფრთხილება: პროდუქტი არ უნდა მიიღონ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნაწილის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებმა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისდან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ლიმპ ლაბს (OLIMP LABS), პოლონეთი.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ოლიმპი
Country
Poland
Generic
L-carnitine+chrom
Dose
1000მგ+40მგ
Form
ტაბლეტი შუშხუნა
Quantity
20
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat