Koril caps 500mg #30

Koril caps 500mg #30

Romania

სანიენსი
About Product

შემადგენლობა: კრილის ქონი 500მგ, ფოსფოლიპიდები 200მგ, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (EPA-DHA) 90მგ, ასტაქსანტინი 400მკგ; კაფსულა (გარსი: ჟელატინი, გლიცერინი, წყალი, ვანილის არომატი).

გამოყენების ჩვენებები: ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების ნორმალური დონის აღდგენა; კარდიოვასკულარული დაავადებების რისკის შემცირება; ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნება; შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების და ბუნებრივი ანტიოქსიდანტების დონის აღდგენა; ორგანიზმის ფიზიკური და ინეტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდა, მეხსიერების, აზროვნების, კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება.

კრილის ქონი-ძლიერმოქმედი საშუალება ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების წინააღმდეგ. კრილი არის კიბორჩხალისებრთა ოჯახის წარმომადგენელი (პოლარული შრიმპი) მოიპოვება უპირატესად ანტარქტიკის ოკეანეში, მსოფლიოს ყველაზე სუფთა ოკეანეში. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კრილის ქონი 40-ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე კლასიკური თევზის ქონი, ეს განპირობებულია კრილის ქონის უნარით სრულად განიცადოს აბსორბცია და მისი უნიკალური თვისებით - სრულად გაიხსნას სითხეებში. თევზის ქონისგან განსხვავებით, კრილი მდიდარია ასტაქსანტინით, წითელი პიგმენტით, რომელიც მის წითელ შეფერილობას განაპირობებს. ასტაქსანტინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომლის შემცველობა იცავს კრილის ქონს დაჟანგვისგან და არ საჭიროებს კონსერვანტების დამატებას.

კორილის თვისობრივი მახასიათებლები და მოქმედება: კრილის ქონი არის ახალი თაობის ომეგა 3, წარმოდგენილი ხსნადი ფოსფოლიპიდების სახით; კრილის ქონი შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს (EPA, DHA) და არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ძირითადი წყარო (ასტაქსანტინი); კრილის ქონი ეფექტურია სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, HDL-სა და LDL-ს ოპტიმალური თანაფარდობის შესანარჩუნებლად; კორილი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და უზრუნველყოფს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას, კარდიოვასკულური სისტემის გრძელვადიანი ოპტიმალური ფუნქციონირების ხელშეწყობას; DHA კორილის შემადგენლობაში უზრუნველყოფს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჯანსაღი მხედველობის შენარჩუნებას; ფოსფოლიპიდებში არსებული ქოლინი ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას.
მიიღება შიგნით. რეკომენდებული დოზები მოზრდილებისთვის: 1-2 კაფსულა დღეში საკვების მიღების წინ ან კვების დროს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე, 2 კვირიანი შესვენებებით, სამკურნალო კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში 2-3 -ჯერ. არ მიიღება დღეში 3 კაფსულაზე მეტი.

არ შეიცავს: კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, საღებავებს, დამატკბობლებს და გლუტეინს.

სიფრთხილით გამოიყენება სისხლის შედედების პრობლემების მქონე პირებში.

უკუჩვენება: კიბოსნაირთა ოჯახის მიმართ ალერგიულ პირებში გამოყენება.

ორსულებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

სამკურნალო ეფექტის მისაღებად თევზის ქონის ომეგა 3 -ის დღიური კლასიკური დოზაა 250მგ, ეს არის უხსნადი თევზის ქონის დოზა.

კრილის ქონი კი შეიცავს მხოლოდ ხსნად ომეგა 3, რომელიც სრულად აბსორბირდება და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ბიოშეღწევადობას.

შენახვის პირობები: შეინახეთ 25C ტემპერატურამდე, ორიგინალურ შეფუთვაში, დაუშვებელია დღიური დოზის გადაჭარბება, ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კორილი საკვები დანამატია და არ ცვლის ბალანსირებულ დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

გამოიყენება ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
Show More
More Info
Brand
სანიენსი
Country
Romania
Generic
kril oil+phospholipides+omega-3+astaxanthin
Dose
500მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page