Marnys Fosginjal caps #30

Marnys Fosginjal caps #30

Spain

მარნისი
About Product
FOSGINJAL-ფოსგინჯალი კაფსულა #30

შემადგენლობა: ლიოფიზირებული სამეფო ჟელე (ექვივალენტურია 300მგ სუფთა ფუტკრის რძის); კორეული ჟენშენი; სოიოს ლეციტინი; დიკალციუმ ფოსფატი.

ჩვენება: გონებრივი და ფიზიკური გადაღლა; ყურადღების, კონცენტრაციის უნარის დარღვევა; დაღლილობა, დაბალი შრომისუნარიანობა; სტრესის შედეგების პროფილაქტიკა.

უკუჩვენება: 16 წლამდე ასაკი. სიფრთხილით ინიშნება სოიოზე ალერგიის დროს.

გამოყენების წესი: 1 ან 3 კაფსულა დღეში. სასურველია ჭამის წინ.

დამატებითი ინფორმაცია: ტვინი საჭიროებს მუდმივ კვებას ჰარმონიული ფუნქციონირბებისათვის. MARNYS®-ის ფოსგინჯალის შემადგენელი ინგრედიენტების-(სამეფო ჟელე, კორეული ჟენშენი, სოიოს ლეციტინი, ბიკალციუმფოსფატი)- ერთობლივი მოქმედება ხელს უწყობს გონებრივი აქტივობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მოქმედებს კონცენტრაციაზე, მეხსიერებასა და სისწრაფეზე. ასევე, სისუსტესთან და დაღლილობასთან ბრძოლით აუმჯობესებს ორგანიზმის ფიზიკურ აქტივობას. ევროპული ფარმაკოპეის მიხედვით, კორეული ჟენშენის ხარისხი განისაზღვრება, მასში გინსენოზიდების (Rg1) შემცველობით, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 10%. გინსენოზიდები (Rg1)-ჟენშენის აქტიური ინგრედიენტებია, განსაკუთრებით სასარგებლო გონებრივი აქტივობისთვის. კორეული ჟენშენი ხელს უწყობს ნორმალური იმუნოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებას და სისხლში გლუკოზის ნორმალურ შემცველობას, ფიზიკური და მენტალური აქტივობების ენერგეტიკული პროცესების სასარგებლოდ. ჟენშენში შემავალი გინსენოზიდები განსაზღვრავენ მის ანტიოქსიდატურ აქტივობას. სამეფო ჟელე წარმოადგენს საკვებ დანამატს უჯერი ცხიმოვანი მჟავების, ძირითადი ამინომჟავების, ვიტამინებისა და მინერალების შემცველობით, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესებისთვის. MARNYS®-ის ფოსგინჯალში გამოყენებულია ლიოფიზირებული სამეფო ჟელე, რაც 300მგ სუფთა სამეფო ჟელეს ექვივალენტურია. სოიოს ლეციტინის ფოსფოლიპიდები და ბიკალციუმფოსფატის კალციუმი არიან ნერვული უჯრედების ძირითადი შემადგენელი კომპონენტები. ფოსფოლიპიდები უზრუნველყოფენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებას, ხოლო კალციუმი-ნერვული იმპულსების გადაცემას.

ფუტკრის პროდუქტებზე განსაკუთრებული მგრძნობელობის შემთხვევაში საჭიროა კონსულტაცია პროფესიონალთან. საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებული იქნას დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სანაცვლოდ. არ უნდა მოხდეს რეკომედებული დოზის გადაჭარბება.

შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C.

შეფუთვა: #30 კაფსულა.
Show More
More Info
Brand
მარნისი
Country
Spain
Generic
royal jele+ginseng+soya lecitin+bicalutamid phsphate
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page