Vascard capsules #30

Vascard capsules #30

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

პრიმეა
About Product
შემადგენლობა: ეიკოზაპენტანოის მჟავა-EPA (Eicosapentaenoic Acid)-200მგ; დოკოზაჰექსანოის მჟავა-DHA (Docosahexaenoic Acid)-100მგ; კალიუმის ოროტატი-Potassium Orotate-200მგ; მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით)-Magnesium (From Mg Oxide)-120მგ; ინოზიტოლი-Inozitol-80მგ; ვიტამინი E (ნატურალური)-D-Alfa-Tocopherol-40მგ; ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი)-Nicotinamid-30მგ;
კოენზიმ Q10-Coenzyme Q10-25მგ; დიჰიდროქვერცეტინი-Dihidroquercetin-20მგ; სელენი (ნატრიუმის სელენიტის სახით)-Selenium (From Sodium Selenite)-150მკგ.

ჩვენებები: კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები, ათეროსკლეროზი, კარდიომიოპათია, არითმია. ნევროლოგია: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სხვადასხვა ეტიოლოგიით გამოწვეული ნევრიტები და ნევრალგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კონცენტრირების უნარის დარღვევა, ძილიანობა, ნევრასთენია. გინეკოლოგია: ინფექციური დაავადებების შედგომი რეაბილიტაციის პერიოდი, საკვერცხეების პოლიკისტოზი (კომბინირებულ თერაპიაში), რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა (კომბინირებულ თერაპიაში). ენდოკრინილოგია: სიმსუქნე, ჰორმონალური დისბალანსი. გასტროენტეროლოგია: ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია. პულმონოლოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები. თერაპია: დასუსტებული პაციენტები (ფიზიკური ძალის მოსამატებლად), ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ინიშნება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, მწვავე გლომერულონეფრიტი, გამწვავებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ბრადიკარდია (< 50 დარტყმა-წთ-ში), 12 წლამდე ასაკი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: იშვიათად გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობისა და ლაქტაციი პერიოდში პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლირებს საგულე გლიკოზიდების, ნიტრატებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტს. აინჰიბირებს ვარფარინის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოზულ აქტივობას.

გამოშვების ფორმა: ვასკარდი #30 გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, მზის სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია: ვაიზ ფარმა („WISE PHARMA”, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი: პრიმეა ლიმიტედ ( „PRIMEA LIMITED“), ინგლისი.
Show More
More Info
Brand
პრიმეა
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
fish oil (omega-3) /EPA+DHA/+kalii oratat+magnesium+inotizol+coenzym Q+vit E+nicotinamid+selen
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page