შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: მაგნიუმი 281მგ; ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)-5მგ; ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი)–24მგ; ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)-120მგ; ვიტამინი B3-18მგ; ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)-3მგ; ომეგა-3 40მგ; ფოლის მჟავა-400მკგ; ალფა-ლიპოის მჟავა-10მგ; ბეტა კაროტინი-15მგ; ბორელის ზეთი 20მგ.
ჩვენებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მინერალური ნივთიერებების უკმარისობის და ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა. ორსულებში მაგნიუმის დეფიციტის პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები: გამოყენების წინ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
რეკომენდებულია ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში შიგნით მისაღებად: დღეში 1 ტაბლეტი საუზმის შემდეგ, წყალთან ერთად. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიის განვითარება.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, სისუსტე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა. შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მკურნალობა: გააქტიურებული ნახშირი შიგნით მისაღებად, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და გვერდით ეფექტებს (მათ შორის, შარდში კრისტალების წარმოქმნა).
შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N30.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია: ,,შელბი ფარმა”, დიდი ბრიტანეთი.