ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის აქტიური ნივთიერებებია ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, რომლებიც მიეკუთვნებიან “პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების” ჯგუფს.
ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი გამოიყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილების სამკურნალოდ. ამ ტიპის დიაბეტს ასევე უწოდებენ ინსულინდამოუკიდებელ შაქრიან დიაბეტს. ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დიაბეტი ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით და/ან სხვა მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ (ინსულინი ან სულფონილშარდოვანა). მე-2 ტიპის დიაბეტი ვითარდება, როცა ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს და ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ინსულინი ვერ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, როცა ორგანიზმი წარმოქმნის დიდი რაოდენობით გლუკაგონს.
ინსულინი და გლუკაგონი, ორივე, წარმოიქმნება პანკრეასში. ინსულინი ხელს უწყობს შაქრის დონის დაქვეითებას სისხლში, განსაკუთრებითQჭამის შემდეგ. გლუკაგონი ხელს უწყობს ღვიძლის მიერ შაქრის წარმოქმნას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას.
როგორ მოქმედებს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონი ორივე აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი და მეტფორმინი, ხელს უწყობს შაქრის დონის კონტროლს სისხლში. ნივთიერება ვილდაგლიპტინი მოქმედებს პანკრეასის მიერ უფრო მეტი ინსულინის და ნაკლები გლუკაგონის წარმოქმნით. ნივთიერება მეტფორმინი ორგანიზმს ეხმარება ინსულინის უკეთ ათვისებაში. ეს მედიკამენტი აქვითებს სისხლში შაქრის რაოდენობას, რაც ხელს უწყობს დიაბეტის გართულებების პრევენციას.
ბავშვები და მოზარდები: ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება •ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე. მკურნალი ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღების პოტენციურ რისკებს ორსულობის დროს; •დაუშვებელია ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს (იხ. ასევე “დაუშვებელია ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის” მიღება). საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მიღების წესი: ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის მისაღები რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის ზუსტ დოზას. მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზაა ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1000 მგ ორჯერ დღეში. მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს თირკმლის ფუნქცია. ასევე, თუ პაციენტი იღებს ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა. მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს მარტო ან სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს.
ვილდაგლიპტინი/მეტფორმინი ნორმონის მიღების მეთოდი - ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად; - ერთი ტაბლეტი მიიღება დილით და მეორე საღამოს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მაშინათვე. ჭამის შემდეგ მაშინათვე საკვების მიღება აქვეითებს დისპეფსიის რისკს.
საჭიროა ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციების დაცვა კვების დიეტასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, თუ პაციენტი იცავს წონის კონტროლის დიაბეტურ დიეტას, ის უნდა გაგრძელდეს ვილდაგლიპტინი/მეტფორმინით მკურნალობის განმავლობაში.
შენახვის წესი:
•მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. •დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. •ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. •მედიკამენტი ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად. •დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემო