About Product
სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს
რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი - ექვივალენტური 50 მგ. ელემენტური რკინის,
ფოლის მჟავა ....50 მკგ.,
ვიტამინი B12(ციანკობალამინი)....0,7 მკგ.
ჩვენებები: *რკინადეფიციტური ანემიები: პროფილაქტიკა და მკურნალობა
- პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.); - რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ორსულობა, ლაქტაცია, ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, დონორობა)-მკურნალობა და პროფილაქტიკა; - რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისიშეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეა, ჭიებით ინვაზია);
უკუჩვენება : ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური-შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).
დოზირება: 0 - 1 წელი: 2,5 - 5 მლ. 1-ჯერ დღეში;
1 - 12 წელი: 5 - 10 მლ. 1-ჯერ დღეში;
12 წლის ზევით: 20 მლ. 1-ჯერ დღეში.
მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე.
ევროფარი კაფსულა მიიღება 12 წლის ზევით და მოზრდილებში თითო კაფსულა 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე.
შენახვის წესი: შეინახეთ 25 რC-ზე ნაკლებ ოთახის ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Show More
More Info
2573
Generic
iron III hydroxidum+acidi folici+vit B-12