Pegorel tab 75mg #28

Pegorel tab 75mg #28

Poland

ეს-ლაბი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Clopidogrelum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები

ჩვენება :
პეგორელი შეიცავს კლოპიდოგრელს, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ანტითრომბოციტული მედიკამენტების ჯგუფს. თრომბოციტები (სისხლის ფირფიტები) წარმოადგენენ სისხლის ძალიან მცირე სტრუქტურებს, რომლებიც სისხლის შედედების პროცესში ეწებებიან ერთმანეთს. ანტითრომბოციტული მედიკამენტები ხელს უშლიან რა თრომბოციტების შეწებებას, აქვეითებენ სისხლის შედედების პროცესს (ე.წ. თრომბოზს).
ზრდასრულ პაციენტებში პეგორელი აბრკოლებს თრომბის წარმოქმნას გამკვრივებულ სისხლძარღვებში (არტერიებში), ე.წ. ათეროთრომბოზის პროცესს, რომელსაც შეუძლია ათეროთრომბოზული მოვლენების გამოწვევა (როგორიცაა, მაგ.: ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან უეცარი სიკვდილი).
პეგორელი ინიშნება, სისხლის თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილებისა და თრომბოზის მძიმე შედეგების რისკების შემცირების მიზნით, იმ შემთხვევებში, როცა:
• პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება არტერიების გამკვრივებით (ათეროსკლეროზით);
• პაციენტს ანამნეზში ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან პერიფერიული არტერიული დაავადება;
• პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი მკერდის არეში, ე.წ. არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა). ამ მდგომარეობების სამკურნალოდ შევიწროებულ ან ბლოკირებულ არტერიაში სისხლის დინების აღსადგენად შეიძლება საჭირო გახდეს სტენტის ჩადგმა. ასევე, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს აცეტილსალიცილის მჟავა (ნივთიერება, რომელიც შედის ბევრი პრეპარატის შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, ასევე, ანტითრომბოზული საშუალება).
• პაციენტს აღენიშნება არითმია, კერძოდ, წინაგულების ფიბრილაცია და მას არ შეუძლია პერორალური ანტიკოაგულანტების (ვიტამინ K-ს ანტაგონისტების) მიღება, რომლებიც ხელს უშლიან თრომბის ფორმირებასა და უკვე არსებული თრომბების ზრდას. ამ დროს უფრო ეფექტურია პერორალური ანტიკოაგულანტებით მკურნალობა, ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავით თერაპია ან მისი კომბინაცია პეგორელთან. მაგრამ თუ პაციენტს არ შეუძლია ანტიკოაგულანტების მიღება და არ არსებობს ძლიერი სისხლდენის რისკი, ასეთ შემთხვევაში ინიშნება პეგორელი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.

მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პეგორელის რეკომენდებული დოზა, მათ შორის წინაგულების ციმციმის (არარეგულარული გულის რიტმის) დროს შეადგენს 75 მგ-ს დღეში, პერორალურად, ერთსა და იმავე დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკერდის არეში ძლიერი ტკივილის დროს (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი), მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 300 მგ პეგორელი (75 მგ-იანი 4 ტაბლეტი), შემდგომ, რეკომენდებული დოზა შეადგენს 75 მგ ერთ ტაბლეტს დღეში ერთხელ (როგორც ზემოთ არის აღწერილი)..
პეგორელით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
პეგორელის დოზის გადაჭარბებისას
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოესი ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა სისხლდენის გაძლიერებული რისკის გამო.
პეგორელის დოზის გამოტოვებისას:
პეგორელის დოზის გამოტოვებისას, თუ გასულია 12 საათზე ნაკლები, ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს მაშინათვე და გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით.
თუ დოზის გამოტოვებიდან გასულია 12 საათზე მეტი, უნდა მოხდეს შემდგომი დოზის მიღება ჩვეულ დროს. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პეგორელით მკურნალობის შეწყვეტა
არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის სისხლდენა.
სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენით, სისხლჩაქცევებით, ჰემატომით (უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენით, სისხლიანი შარდით. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლდენა თვალში, თავის ტვინში, ფილტვებში ან სახსრებში.
Show More
More Info
Brand
ეს-ლაბი
Country
Poland
Generic
clopidogrel
Dose
75მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page