About Product
შემადგენლობა: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინი და 2.5 მგ ინდაპამიდი. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები სულფონამიდის წარმოებულ დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში.
ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არასაკმარისად ექვემდებარება საწყის მკურნალობას, ასევე პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც უკვე ღებულობენ 8 მგ პერინდოპრილს და 2.5 მგ ინდაპამიდს ცალ-ცალკე.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, უპირატესად დილით, უზმოზე. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, როდესაც კრეატინინის კლირენსი მეტია 60 მლ-ზე წუთში, არ არის დოზის კორექციის საჭიროება. ასაკოვნებსა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სამკურნალო კურსი იწყება მცირე დოზით.
გვერდითი მოვლენები: კალიუმის, ნატრიუმის დონის შემცირება სისხლში, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ჰიპოტენზია წამოდგომისას, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ცილა შარდში, კრეატინინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება, შარდოვანას და გლუკოზის დონის მომატება სისხლში, თავის ტკივილი, დაღლილობა, ასთენია, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა, კრუნჩხვა, მგრძნობელობის მოშლა, უმადობა, გემოს შეგრძნების დარღვევები, გონების დაბინდვა, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, ფაღარათი, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია, ანემია, ჰემოგლობინის, თრომბოციტების, ჰემატოკრიტის დაქვეითება, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ალერგიული რეაქციები კანის მხრივ, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა.
უკუჩვენებები: ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის აგფ-ინჰიბიტორების მიღების ფონზე. ჰიპოკალემია, თირკმლის გამოხატული უკმარისობა, ღვიძლის გამოხატული უკმარისობა, QT ინტერვალის გამახანგრძლიევბელი პრეპარატების ერთდროული მიღება, ორსულობა, ძუძუთი კვება, პერინდოპრილის, ინდაპამიდის, სხვა აგფ ინჰიბიტორების ან სულფონამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის მიღებისას მოსალოდნელია ინდივიდუალური რეაქციების გამოვლინება, რაც საჭიროებს სიფრთხილეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, გულისრევა, პირღებინება, თავბრუსხვევა, პოლიურია, ოლიგურია, ბრადიკარდია, ელექტროლიტური დისბალანსი. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტის დანიშვნა, წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექცია.
გარეგნული სახე და შეფუთვა: #30 ტაბლეტი ბლისტერებზე, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მწარმოებელი: შ.პ.ს. „ჯი-ემ-პი“, ქ. თბილისი, საქართველო
Show More
More Info
26398
Generic
perindopril+indapamide