Anaprilin tab 10mg #50

Anaprilin tab 10mg #50

Russia

ტატქიმფარმი
About Product
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
პროპრანოლოლის ჰიდროქლორიდს – 10 მგ ან 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 10 მგ ან 40 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასელექციური ß-ადრენობლოკატორი. ათქ-კოდი: C07AA05.ჩვენება:
- არტერიული ჰიპერტენზია;
- დაძაბვის სტენოკარდია;
- არასტაბილური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდიის გამოკლებით);
- სინუსური ტაქიკარდია (მათ შორის ჰიპერთირეოზის დროს);
- პარკუჭზედა ტაქიკარდია;
- მოციმციმე ტაქიარითმია;
- პარკუჭზედა და პარკუჭთა ექსტრასისტოლია;
- მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა (სისტოლური არტერიული წნევა მეტია 100 მმ.ვწ.სვ-ზე);
- ესენციური ტრემორი;
- ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (აჟიტირება და კანკალი);
- შაკიკი (შეტევათა პროფილაქტიკა);
- დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი და თირეოტოქსიკური კრიზების მკურნალობისას სიმპტომური თერაპია;
- ფეოქრომოციტომა (მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში);
- სიმპათო-ადრენალური კრიზები დიენცეფალური სინდრომის ფონზე.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკვების მიღებამდე, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს: მიიღება 40 მგ 2-ჯერ დღეში. არასაკმარისად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს სადღეღამისო დოზა იზრდება 120 მგ-მდე (40 მგ 3-ჯერ დღეში) ან 160 მგ-მდე (80 მგ 2-ჯერ დღეში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 320 მგ-ს.
სტენოკარდიის, გულის რითმის დარღვევის დროს: საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 60 მგ-ს (20 მგ 3-ჯერ დღეში), შემდეგ სადღეღამისო დოზას ზრდიან 80-120 მგ-მდე, რომელიც ნაწილდება 2-3 მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 240 მგ-ს.
შაკიკის პროფილაქტიკისა და ესენციური ტრემორის დროს: პრეპარატს ნიშნავენ საწყისი დოზით 120 მგ (40 მგ 3-ჯერ დღეში), აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 160-მგ-მდე დღეში.
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკის დროს: ანაპრილინით მკურნალობა იწყება გადატანილი ინფარქტიდან მე-5 და 21-ე დღეებს შორის შუალედში, ინიშნება დოზით 120 მგ (40 მგ 3-ჯერ დღეში), 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 80 მგ 2-ჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში 180-240 მგ 2-3 მიღებაზე.
ჰიპერთირეოზის დროს (სიმპტომური თერაპია) ანაპრილინი ინიშნება 40 მგ 3-4-ჯერ დღეში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა პირველადი დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღებათა შორის ინტერვალის გაზრდა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს ანაპრილინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიმდინარეობდეს დეტალური დაკვირვება ნაყოფის მდგომარეობაზე, რადგან ანაპრილინის მიღებამ ორსულობის პერიოდში შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება, ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია. მშობიარობამდე 48-74 სთ-ით ადრე ანაპრილინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ანაპრილინით მკურნალობა უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ტატქიმფარმი
Country
Russia
Generic
propranolol
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page