აქტიური ნივთიერებები: ნიფედიპინი 0.3გ - ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1.5გ. ექსციპიენტები: თეთრი პარაფინი, პროპილენგლიკოლი, საშუალო-ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, მაკროგოლის სტეარატი, ცეტოსტეარილის სპირტი, გლიცეროლის მონოსტეარატი, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა
რექტალური გამოყენების კრემი. მუყაოს კოლოფი შეიცავს ერთ 30გ ალუმინის ტუბს და ერთ კანიულას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სამედიცინო პროდუქტი შეიცავს ნიფედიპინს, დიჰიდროპირიდინს კალციუმის ანტაგონისტური მოქმედებით, რომელსაც ლოკალური გამოყენებისას გააჩნია რელაქსაცირი ეფექტი პერიფერიულ გლუვ მუსკულატურაზე. ნიფედიპინს შეუძლია შიგნითა ანალური სფინქტერის ჰიპერტონუსის შემცირება. ნიფედიპინის მოქმედება ძლიერდება ლიდოკაინის არსებობით, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას. თერაპიული ჩვენება ანალური ნაპრალის და ძირითადად ანალური სპინქტერის ჰიპერტონუსთან დაკავშირებული პროქტოლოგიური პრობლემების მკურნალობა. უკუჩვენება ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების განსაკუთრებით ლიდოკაინის (და სხვა ადგილბრივი საანესთეზიო საშუალებების) ან შემავსებლების მიმართ. ცნობილი ან სავარაუდო ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (იხ. აგრეთვე შეზღუდვები გამოყენებისას). მწვაევ ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა.