It is used in cases of primary hypercholesterolemia when dietary therapy is ineffective.
შემადგენლობა: \nწითელი საფუარიანი ბრინჯი 333mg მონაკოლინ K 3% (10mg)\nკოპტის ფესურები 50mg ბერბერინი 98% (49mg)\nველური მოცვი 43mg ფლავონოიდები 5.5% (2,36mg)\n\nანგიოპროტექტორული და ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება; აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და სისხლის რეოლოგიურ თვისებებს; როგორც ბუნებრივ პროდუქტს ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა, ადვილად ათვისებადობა და მინიმალური გვერდითი მოვლენები. \n\nჩვენება: პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში; დისლიპიდემიამ კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცირიდემია; ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია; მეტაბოლური სინდრომი; ათეროლიპის გამოყენება რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის დროს, დამხმარე თერაპიის სახით; სინთეზური სტატინების ,,აუტანლობა” (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია, რაბდომიოლიზი, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).\n\nმიღების წესი: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით. არ შეიძლება კაფსულის დაღეჭვა და უზმოზე მიღება. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.\n\nმკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამოდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი-მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.\n\nუკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.\n\nშეფუთვა: 30 კაფსულა.\n\nმწარმოებელი: ევე ლაბორატორიე. ლატვია.