Blocordil tab 50mg #20

Blocordil tab 50mg #20

Slovenia

კრკა
About Product
წამლის ფორმა: 25მგ ან 50მგ-იანი ტაბლეტი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
გამოყენების ჩვენება:
არტერიული ჰიპერტენზია (მ.შ. რენოვასკულარული);
გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომ
პაციენტებში კლინიკურად სტაბილური მდგომარეობით;
დიაბეტური ნეფროპათია 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს.
დოზირება და მიღების წესი:
საწყისი დოზა შეადგენს 6.25 – 12.5მგ-ს 2-3-ჯერ დღეში. არასაკმარისი ეფექტის დროს დოზას
თანდათან ზრდიან 25-50მგ-მდე 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150მგ-ს.
უკუჩვენებები:
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18წლამდე ასაკი, მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილისა
და სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება
უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი,
დაღლილობის შეგრძნება, ასთენია, პარესთეზიები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიული ჰიპოტენზია, იშვიათად - ტაქიკარდია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, მადის დაქვეითება, გემოვნების
შეგრძნების დარღვევა, იშვიათად – მუცლის ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა, ღვიძლის
ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა, ჰიპერბილირუბინემია, ცალკეულ შემთხვევებში –
ქოლესტაზი, ერთეულ შემთხვევებში - პანკრეატიტი;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია, აციდოზი;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: პროტეინურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, იშვიათად - კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი,
შრატისმიერი დაავადება, ლიმფოადენოპათია
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
Slovenia
Generic
captopril
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page