Enozid-H tab 10mg+25mg #20

Enozid-H tab 10mg+25mg #20

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: ენალაპრილის მალეატი - 10 მგ;
ჰიდროქლოროთიაზიდი – 25 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ენოზიდ H (აშ) და ენოზიდ HL (აშ ელ) წარმოადგენს კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას.
მის შემადგენლობაში შედის აგფ ინჰიბიტორი (ენალაპრილის მალეატი) და თიაზიდური დიურეზული საშუალება (ჰიდროქლოროთიაზიდი).

ჩვენებები: • ნებისმიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია;
• გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში).

მიღების წესები და დოზები: პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. ენოზიდ H (აშ)-ისა და ენოზიდ HL (აშ ელ)-ის მიღება არ არის დაკავშირებული საკვებთან, რეკომენდებულია მისი მიღება ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს ერთხელ დღეში. არასაკმარისი თერაპიული ეფექტის დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა.
მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის.
უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტებისადმი ან სხვა აგფ ინჰიბიტორებისადმი მომატებული მგრძნობელობა; ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების ფონზე განვითარებული ანგიონევროზული შეშუპება; პორფირია; ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი < 0.5 მლ/წმ); ანურია; ბავშვთა ასაკი, რადგანაც პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება ორსულობის დროს (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) უკუნაჩვენებია.
ენალაპრილი და ენალაპრილატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
enalapril+hydrochlorothiazide
Dose
10მგ+25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page