Escolan-sanovel tab 10mg #30
Escolan-sanovel tab 10mg #30

Escolan-sanovel tab 10mg #30

Turkey

სანოველი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ატორვასტატინი.

ჩვენება: ატორვასტატინი გამოიყენება სისხლში ლიპიდების, როგორიცაა ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, დონის დასაქვეითებლად, როცა მხოლოდ დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობითა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი არ იძლევა სათანადო შედეგს. ატორვასტატინი, ასევე, გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან გულის დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფს, მაშინაც კი, როცა ქოლესტერინის დონე სისხლში ნორმალურია. მკურნალობის დროს რეკომენდებულია დაბალი ქოლესტერინის შემცველობის დიეტის დაცვა.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია ატორვასტატინის, სისხლში ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ღვიძლზე; თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები; თუ პაციენტი რეპროდუქციული ასაკის ქალია და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებებს; თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას; ლაქტაციის დროს.

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინება: გრეიფრუტის წვენი: არ არის რეკომენდებული დღეში ერთ ან ორ პატარა ჭიქაზე მეტი გრეიფრუტის წვენის მიღება, რადგან გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ატორვასტატინის ეფექტზე. ალკოჰოლი: არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

ორსულობა და ლქატაცია: არ შეიძლება ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება ორსულობის ან ლაქტაციის დროს. არ შეიძლება ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება შესაძლო ორსულობის, თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეპციის საიმედო საშუალებებს. არ შეიძლება ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება ლაქტაციის დროს. ატორვასტატინის ტაბლეტების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის დროს ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე.

მიღების წესი: ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტაზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის პერიოდშიც. რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში შეადგენს 10მგ ატორვასტატინის ტაბლეტს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ. დოზის კორექცია უნდა მოხდეს ინტერვალით: 4 ან მეტი კვირა. ატორვასტატინის ტაბლეტების მაქსიმალური დოზა მოზრდილებში არის 80მგ ერთხელ დღეში და ბავშვებში-20მგ ერთხელ დღეში. ატორვასტატინის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად და მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. სასურველია ტაბლეტის მიღება ერთსა და იმავე დროს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
სანოველი
Country
Turkey
Generic
atorvastatinum
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page