About Product
ლიპოკარდი
შემადგენლობა
ლიპოკარდის ერთი ვეგანური კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
წითელი საფუარის ბრინჯის ექსტრაქტი 72.5 მგ / მონაკოლინ K 4% 2.9 მგ, კუნელის ექსტრაქტი (ჩრატაეგუს ოხყაცანტჰა L.) – 50 მგ, შავბალახას ექსტრაქტი (Lეონურუს ცარდიაცა) – 25 მგ, ბრაზილიური ჩაის ხის ექსტრაქტი (Iლეხ პარაგუარიენსის A.შტ.- Hილ.) – 25 მგ, უბიქინონი (ჩოQ10) – 10 მგ, კალიუმი – 300 მგ, B3 ვიტამინი (ნიკოტინამიდი) – 16 მგ, B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა) – 6 მგ, B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 1.4 მგ, B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) – 200 მკგ, B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) – 2.5 მკგ, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 1000 სე (25 მკგ).
დამხმარე ნივთიერებებს: ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიკონის დიოქსიდი
არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს გლუტენს
ჩვენებები:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, კარდიომიოპათია, ჰიპოქსიური და იშემიური მდგომარეობები, გულის რითმის დარღვევა) პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია
- ნებისმიერი მიზეზით განპირობებული ჰიპერქოლესტერინემია
- სინთეზური სტატინების აუტანლობა
- სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალემიის პროფილაქტიკა, მათ შორის სხვადასხვა მდგომარეობითა (გულისრევა, დიარეა) და მედიკამენტოზური მკურნალობით (დიურეზული საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები, საგულე გლიკოზიდები) გამოწვეული
- ზოგადი ხასიათის ჩივილები: სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა
უკუჩვენებები
- შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ორსულობა, ლაქტაცია
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, ზრდასრულებში, 1 კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – იხილეთ შეფუთვაზე.
ინახება დახურულ კონტეინერში, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 0-25C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
67964
Generic
red rice yeast+coenzim Q10/ubichinon/+vitamins+minerals+plant extracts