Normodipine tab 5mg #30

Normodipine tab 5mg #30

Hungary

გედეონ რიხტერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - amlodipine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კალციუმის არხების ბლოკატორები

შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 5 მგ ამლოდიპინი (6,944 მგ ამლოდიპინის ბენზოატის სახით) ან 10 მგ ამლოდიპინი (13,889 მგ ამლოდიპინის ბენზოატის სახით) თითოეულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ა ტიპი), კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა.

აღწერა
5 მგ ტაბლეტები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები მოგრძო-ოვალური ფორმის, გრავირებით “5” ცალ მხარეს;
10 მგ ტაბლეტები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები მოგრძო-ოვალური ფორმის, გრავირებით “10” ცალ მხარეს და ნაჭდევით მეორე მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორები უპირატესი მოქმედებით სისხლძარღვებზე. დიჰიდროპირიდინის წარმოებულები.

გამოყენების ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია.
- ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია.
- ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია).
გამოყენების წესი და დოზირება
დოზები
მოზრდილები
როგორც ჰიპერტონიის, ასევე სტენოკარდიის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეში. მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით, ეს დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას მაქსიმალურ დოზამდე 10 მგ დღეში.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, ნორმოდიპინი გამოიყენება კომბინაციაში თაიაზიდურ დიურეტიკებთან, ალფა-ბლოკატორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან ან ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან. პაციენტებში სტენოკატრდიით და რომლებიც არ პასუხობენ ნიტრატებით და/ან ბეტა-ბლოკატორების ადექვატური დოზებით მკურნალობაზე, ნორმოდიპინი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში.
ერთდროულად დანიშვნისას თიაზიდურ დიურეტიკებთან, ბეტა-ბლოკატორებთან და ინჰიბიტორებთან, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
ანალოგიური დოზებით გამოყენებისას ნორმოდიპინი ერთნაირად კარგად გადაიტანება როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდზმული ასაკის პაციენტების მიერ. ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდირებულია მკურნალობის ჩვეულებრივი სქემა, მაგრამ დოზის გაზრდა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს (იხ. ნაწილი “სიფრთხილით” და “ფარმაკოკინეტიკა”).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
რეკომენდირებული დოზები პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით დადგენილი არ არის. დოზის შერჩევა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას უმცირესი რეკომენდირებული დოზით (იხ. ნაწილები “სიფრთხილით” და “ფარმაკოკინეტიკა”). ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკა პირებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით არ ყოფილა შესწავლილი. პაციენტების მკურნალობა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით უნდა დაიწყოს ამლოდიპინის მინიმალური დოზით, დოზის ტიტრირება თანდათან უნდა ჩატარდეს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები არ კორერილდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხთან, ამიტომ ამ პაციენტებში რეკომენიდრებულია ჩვეულებრივი დოზების გამოყენება. ამლოდიპინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დახმარებით.
ბავშვთა აასკის პაციენტები
6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები არტერიული ჰიპერტენზიით
რეკომენდირებული საწყისი დოზა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ 6-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში შეადგენს 2,5 მგ-ს დღეში; თუ პრეპარატის გამოყენების 4 კვირის შემდეგ ვერ მიიღწევა კონტროლი არტერიულ წნევაზე, დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 5 მგ-მდე დღეში. დოზების გამოყენება, რომლებიც აღემატება დღეში 5 მგ-ს ბავშვთა ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, შესწავლილი არ ყოფილა (იხ. ნაწილები “ფარმაკოდინამიკა” და “ფარმაკოკინეტიკა”). ეს სამკურნალო პრეპარატი არ იწარმოება 2,5 მგ დოზირებით.
6 წლამდე ბავშვთა ასაკი
მონაცემები არ არსებობს.

უკუჩვენებები
ამლოდიპინი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის შემდეგი მდგომარეობებით:
- მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში “შემადგენლობა”;
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
- შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით)
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
Hungary
Generic
amlodipine
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page