Zimocard MR tab 35mg #30

Zimocard MR tab 35mg #30

India

ლაბ. ზიმი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი 35მგ.

ჩვენება: კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა მონოთერაპიაში ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში. იშემიური წარმოშობის კოხლეარულ-ვესტიბულური წარმოშობის დარღვევების მკურნალობა, როგორიცაა თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში.
ოფთალმოლოგია: ქორიორეტინალური დარღვევები იშემიის ელემენტებით.

მიღების წესი და დოზირება: შიგნით (პერორალური) მიღება. პრეპარატი მიიღება წყალთან ერთად, ჭამის დროს.
ჩვეულებრივი დოზა-თითო ტაბლეტი დილით და საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად-გულისრევა, ღებინება, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმეირის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია სტენოკარდიის ბაზისური მკურნალობისთვის, მარგამ არა მისი შეტევების
კუპირებისათვის. ის ასევე უკუნაჩვენებია საწყისი მკურნალობის სახით არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკადიუმის
ინფარქტის დროს: სტენოკარდიის შეტევის შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებისათვის ამ პრეპარტის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ მკურნალობის დროს დადასტურდა ორსულობის ფაქტი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. დედის რძეში პრეპარატის გადასვლის შესახებ სარწმუნო მონაცემების არარსებობის გამო მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ზიმი
Country
India
Generic
trimetazidine
Dose
35მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page