UVB და UVA სხივებისგან მაღალი დონის დაცვა.
არამელანომური კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის პრევენცია რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის.
აქტინიკას ლოსიონი ეფექტურია აქტინური კერატოზის და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის პროფილაქტიკისთვის, იცავს კანს როგორც UVB, ასევე UVA სხივებისგან. იგი შეიცავს ფოტოსტაბილურ ფართო სპექტრის ფილტრებს და არის წყალგაუმტარი.
გამოყენება: დაიტანეთ აქტინიკას ლოსიონი უხვად, ყოველ დილით, სხეულის ღია ნაწილებზე, სხვა კოსმეტიკური საშუალების გამოყენებამდე 10 -15 წუთით ადრე.
პროდუქტის ნაკლები რაოდენობით წასმა ამცირებს დაცვის დონეს.
ლოსიონს აქვს დამატენიანებელი თვისებები, არ შეიცავს ემულგატორებს და პარფუმს.
მოერიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და შუადღის ინტენსიურ მზეს.
ატარეთ დამცავი ტანსაცმელი.
მოერიდეთ ლოსიონის თვალთან კონტაქტს, ლოსიონის დატანის შემდეგ კანის წვის ან გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი გამოყენება.
შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის ფერის შეცვლა.
მწარმოებელი: GALDERMA INTERNATIONAL
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში შპს ,,გეა“.