Eleganr Rosa gel 1% 30gr #1
Eleganr Rosa gel 1% 30gr #1

Eleganr Rosa gel 1% 30gr #1

India

ელეგანტ კოსმედი
About Product
შემადგენლობა: მეტრონიდაზოლი USP-1.0% w-w; გელის ფუძე-საჭირო რაოდენობით.

ჩვენება: გელი შეიცავს მეტრონიდაზოლს 1%, რომელიც წარმოადგენს ანტიბიოტიკს და გამოიყენება გარკვეული კანის დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია როზაცეას სახელით (ზრდასრულების აკნე), რომელიც წარმოადგენს კანის ანთებით დაავადებას, რაც იწვევს სახის შეშუპებას, სიწითლეს და სახეზე მშრალ დაზიანებებს. პრეპარატს აქვს შესაძლებლობა შეამციროს სიწითლე, შეშუპება და როზაცეას მიერ გამოწვეული მუწუკები. გელი ახდენს შეშუპების (ანთების) შემცირებას ბაქტერიების ზრდის შეჩერებით. ელეგანტ როზა გელი ნაჩვენებია ადგილობრივი გამოყენებისათვის როზაცეა ანთებითი მუწუკების და ფისტულების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები: ელეგანტ როზა გელი უკუნაჩვენებია ინდივიდებში, რომლენსაც აქვთ მეტრონიდაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორია.

გამოყენების წესი და დოზირება: ელეგანტ როზა გელის გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული კანის დაბანა. დაზიანებულ ადგილზე უნდა დაიტანონ ელეგანტ როზა გელი და რბილად შეიზილონ. კოსმეტიკის გამოყენება შესაძლებელია 5 წუთის შემდეგ, უნდა დაელოდონ რომ მედიკამენტი გაშრეს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: უნდა მიემართპს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ პაციენტს აქვს ალერგიული რეაქციის ნიშნები: ჭინჭირის ციება; სუნთქვის გაძნელება; სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.
დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოს მკუნრალ ექიმს, თუ ელეგანტ როზა გელის გამოყენებისას აქვს გახურების ან წვის შეგრძნება.
ზოგადი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს: ზომიერი წამოხურების ან წვის შეგრძნება; ხელებში ან ფეხები შეგრძნების დაქვეითება ან ჩხვლეტის შეგრძნება; კანის მსუბუქი სიწითლე ან გაღიზიანება; მშრალი, უსწორმასწორო ან აქერცლილი კანი; გულისრევა; ან პირში მეტალის გემოს შეგრძნება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სპეციალური მითითება: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს და ფარმაცევტს, თუ პაციენტი არის ალერგიული მეტრონიდაზოლის ან მოცემული გარეგანი გამოყენების პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ფარმაცევტს უნდა სთხოვონ ინგრედიენტების სია.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს და ფარმაცევტს, რა ურეცეპტო მედიკამენტებს, ვიტამინებს, საკვებ დანამატებს და მცენარეული პროდუქტებს ღებულობს პაციენტი ან აპირებს რომ მიიღოს. პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ჩამოთვალა შემდეგი პრეპარატები: ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხევადებელი), როგორიცაა ვარფარინი (კოუმადინი, ჯანტოვენი).
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს აქვს ან ოდესმე ჰქონია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება (ზურგის ან ტვინის დაავადებები) ან სისხლის დაავადება.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი არის ორსულად, გეგმავს დაორსულებას, ან არის ლაქტაციის პერიოდში. თუ პაციეტი დაორსულდა მეტრონიდაზოლის გამოყენებისას, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გაფრთხილებები: მეტრონიდაზოლის სისტემური შეწოვა გამოვლინდა მეტრონიდაზოლის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აღინიშნა დიარეა, სისხლიანი დიარეა და კოლიტი (მათ შორის ფსევდო-მემბრანული კოლიტი) მეტრონიდაზოლის ადგილობრივი გამოყენებისას. თუ განვითარდა მნიშვნელოვანი დიარეა უნდა შეწყდეს გელის გამოყენება.
გელი არ გამოიყენება, თუ პაციენტს ჰქონდა მეტრონიდაზოლზე, ლინკომომიცინზე, ადაპალენზე ან გელის რომელიმე ინგრედიენტზე ალერგიული რეაქცია.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C და მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საჭიროა სითბოსგან და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან.

გამოშვების ფორმა: 30გ ელეგანტ როზა გელი ლამინირებულ ტუბში, რომელიც მოთავსებულია ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

მწარმოებელი: ელეგანტ კოსმეტიკ პვტ. ლტდ., ინდოეთი.
Show More
More Info
Brand
ელეგანტ კოსმედი
Country
India
Generic
metronidazole
Dose
1%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page