შემადგენლობა 10 გ შეიცავს: აქტიური სუბსტანცია: არნიკას (Aრნიცა) ნაყენი Ø 3 გ. მალამოს ფუძე: არაქისის რაფინირებული ზეთი, მატყლის ცვილი, ყვითელი ცვილი, მატყლის ცვილის სპირტები, გამოხდილი წყალი.
ჩვენებები ძვლოვან-კუნთოვანი და სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის პროცესების სტიმულირება და მოწესრიგება ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანების დროს, განსაკუთრებით მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისას, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს; ყველა სახის ბლაგვი დაზიანება, როგორიცაა დაჟეჟილობა, დაწეწკა, დაჭიმვა, სისხლჩაქცევები.
მიღების წესები და დოზები მალამო დღეში 3-5-ჯერ დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე. გამოიყენება ჩივილების მოხსნამდე.